x
სარკევ, სარკევ, ვინ არის ყველაზე გამხდარი?!
თუ ერთ მშვენიერ დღეს სარკეში ჩაიხედავ, საკუთარი სხეულის ხატით უკმაყოფილო დარჩები და წონაში კლებას გადაწყვეტ, კარგად დაფიქრდი, ეს არის ის რაც ნამდვილად გჭირდება?!

საკუთარი თავისთვის ამგვარი კითხვის დასმა, ალბათ, ძალიან ბევრ ადამიანს ააცილებდა კვებით აშლილობას.

ფსიქიატრიაში კვებითი აშლილობა განიმარტება, როგორც კვების პატერნის დარღვევა, რომელსაც განაპირობებს პიროვნების არასწორი დამოკიდებულება საკუთარი სხეულის წონისა და ფორმის შესახებ.

1970 წლამდე კვებითი აშლილობები იშვიათ გამონაკლისად ითვლებოდა, დღეს კი ეს მაჩვენებელი საგრძნობლად შეიცვალა, ამას საფუძვლად, შესაძლოა სოციალური ნორმების ცვილება ედოს.


წლების განმავლობაში “სილამაზის ნორმები'' შეიცვალა.დღეს ტრენდულია ზომაზე მეტად გამხდარი გოგონები, ეს უკანასკნელი მეტად მნიშვნელოვანია, რადგან კვებითი აშლილოები ყველაზე გავრცელებული სწორედ მდედრობითი სქესის წარმომადგენლებშია.

და რადგან ყველა ქალს სურს იყოს მიმზიდველი და მომხიბვლელი, ისინი ცდილობენ მიაღწიონ და შეინარჩუნონ იდეალური წონა. რელურად კი, ხშირ შემთხვევაში, მათ ერთადერთ მიღწევას ანორექსია წარმოდგენს.

ანორექსია, როგორც წესი, ვითარდება მოზარდობის პერიოდში.იგი ჩვეულებრივ დიეტის დაცვით იწყება, თუმცა შემდეგ უმართავი ხდება.ცენტრალური ფსიქოლოგიური ნიშანია სხეულის ფორმასა და წონასთან დაკავაშირებული ზეღირებულოვანი იდეები.ადამანს შეიძლება ჰქონდეს დამახინჯებული წარმოდგენა საკუთარ სხეულზე.სჯეროდეს რომ ის ძალიან მსუქანია, ხოლო სინამდვილეში წონის მწვავე დეფიციტს განიცდიდეს.

ასეთ ადამიანებს ახასიათებთ სიგამხდრისკენ სწრაფვა, ისინი ძალიან დაბალ კალორიულ ზღვარს უწესებენ საკუთარ თავს.

ნერვული ანორექსიის განვითარებაში მნიშვნელოვან როლს ასრულებს კულტურული ფაქტორები.ამ ფაქტორებს შორის ცენტრალურია ფართოდ გავრცელებული თვალსაზრისი, რომლის თანახმად, სიგამხდრე მიმზიდველი და სასურველია(ფეარბარნ 1999)

საწყის სტადიებზე ნერვული ანორექსიის მიმდინარეობა ცვალებადი ხასიათისაა.ერთმანეთს ენაცვლება გამწვავებისა და ნაწილობრივი რემისიის პერიოდი.როგორც წესი, პროცესი ექვემდებარება მკურნალობას და სრულად გამოჯანრთელებაც ხდება.თუმცა, ასევე გვაქვს ფატალური შედეგებიც.ამ უკანასკნელის თავიდან ასაცილებლად ხშირად სტაციონალურ მკურნალობას მიმართავენ.ჰოსპიტალიზაცია საკმაოდ ეფექტურია და ეხმარება პაციენტს ნორმალური წონის აღდგენაში.

თუმცა, ყველაზე ეფექტური იქნება თუ სარკის წინ მდგომნი სწორად შევაფასებთ ჩვენს სხეულს, არ გავზომავთ ჩვენს ღირსებას მხოლოდ სხეულის წონის, ფორმისა და მისი კონტროლის უნარის თვალსაზრისით, მივიღებთ საკუთარ თავს ისეთად როგორიც ვართ.მხოლოდ ამ შემთხვევაში, კითხვაზე: სარკევ, სარკევ, ვინ არის ყველაზე ლამაზი? მივიღებთ პასუხს, - შენ!image

0
12
1-ს მოსწონს
ავტორი:ხატია მშვილდაძე
ხატია მშვილდაძე
12
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0