x
დაკარგული სამოთხე
image
ადამიანები მთელი სიცოცხლის განმავლობაში ვცდილობთ შევიქმნათ გარემო, სადაც არ მოგვშივდება, არ შეგვცივდება, ვიქნებით მოსვენებულნი, უსაფრთხოდ და მშვიდად ვიგრძნობთ თავს.

ამის მიღწევა რთულია, ზოგი ვერც ახერხებს, თუმცა ფაქტი ერთია, გამოცდილებაში ყველას გვაქვს ამგვარ გარემოში ცხრა თვიანი ყოფა.

პრენატალური, ანუ მუცლადყოფნის პერიოდი ყველაზე უზრუნველი დროა ადამიანის ცხოვრებაში.აღნიშნულ პერიოდში ადამიანის განვითარებადი ორგანიზმი იძენს მრავალ სტრუქტურასა და უნარჩვევას, რომელიც მნიშვნელოვანია მისი შემდგომი განვითარებისთვის.

მუცელში მყოფი ორგანიზმი უზრუნველყოფილია საკვებითა და ჟანგბადით, ეს ყველაფერი მას პლაცენტით მიეწოდება. ორგანიზმს არ უწევს რაიმეს გაკეთება, არამედ იგი მეტად მოსვენებულ მდგომარეობაშია და ისე იღებს მისთის საჭირო ყველა ნივთიერებას.


ორგანიზმი ნელ-ნელა იზრდება.მეოთხე კვირის ბოლოს გული იწყებს ცემას.ვითარდება ნერვული სისტემა, შინაგანი ორგანოები, ძვალ-კუნთოვანი და სისხლ-ძარღვოვანი სისტემა, კუჭ-ნაწლავი, ფილტვები და სხვა ორგანოები.ორგანიზმი იმატებს ზომაში, იწყებს მოძრაობას.თანდათ მეტად ეჩვევა არსებულ ფონს, რომელიც მისთვის იდეალურადაა მოწყობილი.

ორგანიზმი ასევე უზრუნველყოფილია ემოციური კავშირით.ფსიქოლოგებმა დიდი ხანია დაადგინეს, რომ ემოციური კავშირი, რომელიც არსებობს დედასა და შვილს შორის, გავლენას ახდენს ნაყოფის ფსიქიკის, უჯრედული მეხსიერების და პიროვნული მახასიათებლების განვითარებაზე.

ნაყოფს ასევე ესმის, გრძნობს შეხებას და გემოს.ერთი სიტყვით იგი ფლობს ყველა იმ “პრივილეგიას'', რაც მუცლის გარეთ ექნებოდა, თუმცა ერთი განსხვავებით, - მას არ უწევს მუშაობა, რათა მოიპოვოს საკვები, არ სჭირდება ააშენოს სახლი უსაფრთხოებისთვის და სიცივისგან თავის დასაცავად.დედისთვის გაღიმების გარეშეც ღებულობს მზრუნველობას.არ აწუხებს სოციალური ნორმები თუ მოთხოვნები.ეს ხომ ნამდვილი სამოთხეა...

და როგორც ედემის ბაღიდან გამოდევნილი ადამი, ადამიანიც მთელი სიცოცხლის განმავლობაში ცდილობს დაუბრუნდეს თავის “დაკარგულ სამოთხეს''.

თუ მეტად უტრირებული არ იქნება, ამის სიმბოლურ გამოხატუბელად შეგვიძლია მივიჩნიოთ ემბრიონის პოზაში ძილი და სიზმრებში არსებული მიღმიური სამყარო.

ესეც რომ არა, დაბადების წუთიდან ადამიანი ისევ ცდილობს მიიღოს სითბო, მზრუნველობა, საკვები.

მთელი ცხოვრება ვცდილობთ მივაღწიოთ თითაქტუალიზაციას.ამ უკანასკნელში კარგ სამსახურს, ოჯახსა თუ სხვა იდეალებს ვაერთიანებთ.თუმცა ხომ არ შეიძლება ჩვენი თვითაქტუალიზაცია რეალურად “ევოლუციის საწყისებში'' დაბრუნება იყოს.ხომ არ ხდება ისე რომ ძველი ფონი იმდენად იდეალურია ჩვენთვის, რომ ახალ ფონში გადმონაცვლებულნი ვეღარ ვეგუებით მას და მთელი ცხოვრება ქვეცნობიერად მივილტვით და ვეძებთ “დაკარგულ სამოთხეს''.

0
25
შეფასება არ არის
ავტორი:ხატია მშვილდაძე
ხატია მშვილდაძე
25
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0