x
image
კანონგარეშე
Mediator image
Mediator image
Mediator image
მოსკოვის ერთერთ კლინიკაში გარდაიცვალა 38 წლის რუსი მომღერალი და მსახიობი იულია ნაჩალოვა

image მოსკოვის ერთერთ კლინიკაში 38 წლის ასაკში გარდაიცვალა ცნობილი რუსი მომღერალი და მსახიობი " Юлия Началова". მსახიობი კლინიკაში მიყვანილ იქნა უმძიმეს მდგომარეობაში, მსახიობს ბოლო პერიოდი შაქრიანი დიაბეტი აწუხებდა, იანვრის თვეში მომღერალმა ერთერთი ინტერვიუს დროს განაცხადა, რომ მაღალ ქუსლიანი ფეხსაცმელების ხშირი ტარების და შაქრიანი დიაბეტის გამო მას აწუხებდა სახსრები და ქვემო კიდურებში ანთებითი პროცესების გამო გრძნობდა აუტანელ ტკივილს. სისხლში მაღალ ნიშნულამდე აწეულმა შაქრის დონემ კი ქვემო კიდურებში მიმდინარე მძიმე ანთებითი პროცესის გამო ფეხის განგრენა გამოიწვია. უშედეგო მკურნალობის მერე მოსკოვის ერთერთი ცნობილი კლინიკიდან სხვა კლინიკაში გადაყვანილ მსახიობს სასწრაფო ოპერაცია ჩაუტარდა ფეხზე, რეანიმაციულ განყოფილებაში კი ხელოვნური კომის მდგომარეობაში გადაიყვანეს და ჩართეს ხელოვნური მართვის აპარატზე.
მიუხედავად ჩატარებული სარეანიმაციო ღონისძიებებისა და მკურნალობისა მსახიობის სიცოცხლის შენარჩუნება ვერ მოხერხდა და მსახიობი გარდაიცვალა.
მსახიობის გარდაცვალების მიზეზად გულ-სისხლძარღვთა უკმარისობა და ფილტვების შეშუპება დასახელდა.

4
1564
8-ს მოსწონს
ავტორი:კანონგარეშე
კანონგარეშე
Mediator image
Mediator image
Mediator image
1564
  
2019, 17 მარტი, 19:15
ასეა ალექს, განგების ნებას ვერავინ გავექცევით
2019, 17 მარტი, 19:04
როგორი ლამაზია თან. დამენანა სიკვდილისთვის ყველა ცოდოა, მაგრამ ბედისწერას ვერავინ ასცდება
2019, 17 მარტი, 18:44
მართლაც, კარგ მომღერალთან და მსახიობთან ერთად კარგი დედაც იყო, მისი ალისაც მომღერალია. :(
2019, 17 მარტი, 18:26
სამწუხაროა
0 1 4