x
image
alex999
Mediator image
გული არ ბერდება! ამ ადამიანებმა დაგვიმტკიცეს, რომ ასაკი მხოლოდ ციფრებია

ასაკის მომატებასთან ერთად, ადამიანის ცხოვრება იცვლება. შედიან ახალ ცხოვრებისეულ კატეგორიებში, ხდებიან ბებიები და პაპები, თუმცა ზოგიერთს ასაკი საერთოდ არ უქმნის პრობლემას, ზუსტად ამ ადამიანებზე გვექნება საუბარი დღევანდელ სტატიაში.


image









გლენ კილენი - მსოფლიო მასშტაბით ადამიანები სიმბოლურ ასაკს, 100 წელს ძირითადად მშვიდ გარემოში აღნიშნავენ, მაგრამ ამერიკელმა გლენ კილენმა აღსანიშნავად განსაკუთრებულ მეთოდს მიაგნო. ის მეასე დაბადების დღეზე პარაშუტით გადმოხტა 4000 მეტრის სიმაღლიდან. ხტომა სან-დიეგოში შესრულდა, კილენს თან ახლდა შვილიშვილი. საბედნიეროდ, ყველაფერი კარგად დასრულდა, როგორც ცნობილია, კილენს კვლავ სურს ამ ადრენალინის შეგრძნება.


image





ბადი უაინკლი - 96 წლის დიდი ბებია ახალგაზრდა გულის პატრონია, ამას მოწმობს მისი ფოტოები, რომელსაც ყოველდღიურად სოციალურ ქსელებში ანთავსებს. ბადი უაინკლი ასევე ერთ-ერთი ბრენდის სარეკლამო სახეა და ინსტაგრამზე 100 000 -ზე მეტი გამომწერი ჰყავს.


image





ანტონი ვარეჩჩია - ის უკვე 60 წელს უახლოვდება და ძალიან სიმპატიურად გამოიყურება. მას არ ჰყავს მეუღლე და როგორც თვითონ ამბობს, კიდევ აქვს დრო იმისთვის, რომ თავის ცხოვრების თანამგზავრი აღმოაჩინოს.


image





იასმინა როსი - ქალბატონი უკვე 60 წლისაა. როდესაც ამ ასაკში ადამიანები პენსიაზე გადიან, იასმინა აგრძელებს პროფესიულ სამოდელო კარიერას. იგი 20 წლიდან მოყოლებული, წარმატებული მოდელია, 45 წლის ასაკში დასახელდა წლის სექს-სიმბოლოდ. როგორ ფიქრობთ, ასაკი ამარცხებს ადამიანს?



image





ნილ ანგერი - ის 60 წლისაა და საკმაოდ ჯანმრთელი. ანგერი ყოველდღიურად სკეიტბორდით სრიალებს, მშვიდი ცხოვრების მომხრეა და თვლის, რომ სკეიტბორდი არა მხოლოდ ექსტრემალური სპორტია, არამედ მთელი მისი ცხოვრებაა.


image





უაინფრიდ პრისტელი - თქვენ წინაშეა მსოფლიო რეკორდსმენი ბებია, მძიმე წონის აწევაში. 60 წლიდან ამ სპორტით დაკავდა, დღეს 68 წლისაა და 80-120 კილოგრამის აწევას ახერხებს. პრისტელი კვირაში მხოლოდ 3 დღით ვარჯიშობს და იცავს დიეტას.


image





ჯოანა კვასი - მსოფლიოს ყველაზე ასაკიანი ტანმოვარჯიშე ბებია, რომელიც 94 წლისაა. კარიერის მანძილზე 11 ოქროს მედალი აქვს მოპოვებული, გარდა ამისა, 86 წლის ასაკში გინესის რეკორდსმენი გახდა.


image



როგორ ფიქრობთ, ასაკი მხოლოდ ციფრებია???




















სტატიის ავტორი: ალექსი აბდიევი



<<<<< იხილეთ ასევე >>>>>


17 საოცარი კადრი მედიცინის სამყაროდან, რომელიც აუცილებლად უნდა ნახოთ!

image




წარმოუდგენლად საოცარი 10 ქალი - თვალებს ვერ დაუჯერებთ!

image




საუკეთესო "ოცეული" რომლებმაც ფეხბურთი შეგვაყვარეს და წავიდნენ

image




მოქალაქეების მიერ დედამიწაზე ნაპოვნი 10 ყველაზე დიდი ოქროს ზოდი

image




ნამდვილი მეგობარი!!! ემილიანო სალას ძაღლი მის დაბრუნებას დღემდე ელოდება

image

1
1532
3-ს მოსწონს
1-ს არა
ავტორი:alex999
alex999
Mediator image
1532
  
2019, 24 მარტი, 15:54
ყოჩაღ ბებობაბუებს:))
0 1 1