x
მეტი
  • 23.07.2019
  • სტატია:92701
  • ვიდეო:341600
  • სურათი:454732
ყველაზე ახალგაზრდა სერიული მკვლელი მსოფლიოში

ამარდეპ სადა


ამარჯეპ სადა (უფრო ხშირად უწოდებენ ამარდეპ სადას) არის მსოფლიოს ყველაზე ახალგაზრდა სერიული მკვლელი, რომელმაც 8 წლის ასაკში მოკლა 3 ადამიანი, სანამ დააპატიმრებდნენ.


მისი პირველი მსხვერპლი იყო მისივე 6 თვის ბიძაშვილი.


ბიძაშვილის მკვლელობას დაუსჯელი გადაურჩა. ამიტომ ცოტა ხნის შემდეგ მოკლა თავისი 8 თვის დაც.


ყველაზე საშინელი რაც არის, მესამე მკვლელობის თავიდან აცილება შეიძლებოდა, რადგან სოფელმა, სადაც ამარდეპ სადა დაიბადა, უკვე იცოდა, რომ საზარელ ბავშვს 2 მკვლელობა ჰქონდა ჩადენილი, მაგრამ არავის თავში აზრადაც არ მოუვიდა, მკვლელობების შესახებ პოლიციისთვის ეცნობებინა: ამარდეპმა ხომ ბოლოსდაბოლოს, მხოლოდ საკუთარი ახლობლები დახოცა! ამიტომ ხალხი ამ მკვლელობებს "ოჯახის საქმედ" განიხილავდა და 8 წლის სადისტს ყურადღებას არ აქცევდა.


მაგრამ მდგომარეობა მალევე შეიცვალა, მას შემდეგ, რაც 2007 წელს ამარდეპის მეზობლის ქალიშვილი, რომელიც 6 თვის იყო, გაუჩინარდა.


გოგონას გაუჩინარების შემდეგ სოფლის მცხოვრებლებმა მაშინვე ამარდეპზე მიიტანეს ეჭვი. მანაც დანაშაული აღიარა და საკუთარ მეზობლებს გოგონას საფლავიც კი უჩვენა.


"მე მას თავში რამდენჯერმე ჩავცხე აგური, " სიამაყით განაცხადა პატარა სერიულმა მკვლელმა.


ამას სასწრაფოდ მოჰყვა ამარდეპ სადას დაპატიმრება 2007 წლის 30 მაისს, რის შემდეგაც მის მიერ ჩადენილი მკვლელობების რამდენიმე ისეთი საზარელი დეტალი გახდა ცნობილი, რამაც მრავლის მნახველ პოლიციელებს ძარღვებში სისხლი გაუყინა.


არანაკლებ შემაშინებელი იყო 8 წლის სერიული მკვლელის საქციელიც: დაკითხვის დროს ის იცინოდა და განუწყვეტლივ ითხოვდა კექსს.


ბიჭს მოგვიანებით ქცევის დარღვევა დაუდგინეს, რამაც მის პიროვნებაში სადისტური საქციელი გამოიწვია. როგორც ექსპერტებმა გაარკვიეს, ამარდეპ სადა საკუთარი ფსიქიკური ავადმყოფობის გამო "კარგის" და "ცუდის" ცნებებს ერთმანეთისგან ვერ არჩევდა.

0
296
შეფასება არ არის
ავტორი:დავითი ჩუთლაშვილი
დავითი ჩუთლაშვილი
296
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0