x
მეტი
  • 28.03.2024
  • სტატია:134028
  • ვიდეო:353919
  • სურათი:508243
ეს იყო ლუდა სალიას სიზმარი...- ნახეთ, რა ფოტოს აქვეყნებს დავით ქაცარავა
რამდენიმე დღეა საზოგადოებისგან დავით ქაცარავას კრიტიკა არ წყდება, თავის მხრივ ქაცარავაც ცდილობს მათ ბრალდებებს უპასუხოს და სოციალურ ქსელში წერილებს ავრცელებს.

საქმე ეხება გუშინ ანტიოკუპაციური მოძრაობის “ძალა ერთობაშიას” ლიდერის მიერ გავრცელებულ ინფორმაციას, რომლის თანახმად საოკუპაციო ხაზთან მდებარე სოფელ ხურვალეთთან, საქართველოს ცენტრალური ხელისუფლების კონტროლირებად ტერიტორიაზე, რუსი სამხედროები იმყოფებოდნენ.

აღნიშნული ინფორმაცია უარყვეს ხელისუფლების წარმომადგენლებმა და რუსი სამხედროების იქ ყოფნა არ დაადასტურეს.

ამის შემდეგ ქაცარავამ კიდევე რთი პოსტი გამოაქვეყნა, რომელსაც თან ფოტო დაურთო, სადაც მისი თქმით, სწორედ რუსი სამხედროები არიან ერთ-ერთი მოსახლის ბაღის ეზოში გადაღებულნი.

"ხურვალეთი.15.03.2019.

ხუროშვილის ეზო. სახლი, რომელიც სურათში ჩანს, უწოდებენ გუცაევის სახლს.
პატივცემულო ტროლებო, რუსეთუმეებო, სანამ დაიწყებთ დატროლვას და მიზეზების მოჩხრეკას, აბა ეს ლოკაცია როგორ დავადგინოთ, იიი, ფოტოშოპია, მართლა ხურვალეთია თუ არა და ა.შ., კითხეთ თქვენს პატრონებს, კომპეტენტურ პასუხებს გაგცემენ.არ გაისარჯოთ. არ ინერვიულოთ. ესაა ის, რის გამოც მატყუარას და დეზინფორმატორს გვიწოდებდით.
მეგობრებო!!!
გთხოვთ მაქსიმალურად გაავრცელოთ ეს დოკუმენტი, რომელიც ადასტურებს იმას, რომ გუშინ რუსები იმყოფებოდნენ ხურვალეთში, ხუროშვილი-ბატონისაშვილის ბაღებში.
ხურვალელებო!
გული მტკივა, რატომ იკადრეთ ტყუილი?
#ბრძოლასყოველთვისაქვსაზრი
#ძალაერთობაშია
პ.ს. ეს იყო ლუდა სალიას სიზმარი..."- წერს ქაცარავა.
imageimage

ამავე თემაზე:



"დროებითები ხართ ასეთი გაყიდული ადამიანები!"- ქაცარავას მეუღლე საზოგადოებას მიმართავს



0
374
შეფასება არ არის
ავტორი:ელენე გუმა
ელენე გუმა
374
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0