x
მეტი
  • 28.03.2024
  • სტატია:134038
  • ვიდეო:353919
  • სურათი:508247
კიდევ რამდენი მუშა უნდა გადმოვარდეს...

გუშინ დილით ორთაჭალაში, მშენებარე კორპუსიდან სამი ადამიანი გადმოვარდა. ერთი ადგილზე დაიღუპა და მეორე საავადმყოფოში გადაყვანის შემდეგ გარდაიცვალა. მუშები სამშენებლო სამუშაოებს აწარმოებდნენ.

მესამე მამაკაცის ჯანმრთელობის მდგომარეობა უკიდურესად მძიმეა. პაციენტი რეანიმაციულ განყოფილებაში მართვით სუნთქვაზე იმყოფება. მას დაზიანებული აქვს თირკმელი, ღვიძლი, აღენიშნება ტრავმულ–ჰომორაგიული შოკი.

ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 240-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც სამშენებლო ან სხვა სამუშაოს წარმოებისას უსაფრთხოების წესის დარღვევას გულისხმობს.

კიდევ რამდენი მუშა უნდა გადმოვარდეს...

კიდევ რამდენი მუშა უნდა გადმოვარდეს კორპუსებიდან და დაიღუპოს, დასახიჩრდეს, რომ ქვეყანაში ელემენტარული შრომის უსაფრთხოების ნორმები, შრომითი უფლებები დაცული იყოს?

0
21
შეფასება არ არის
ავტორი:მიმო მხილველი
მიმო მხილველი
21
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0