x
მეტი
  • 29.03.2024
  • სტატია:134040
  • ვიდეო:353919
  • სურათი:508247
ზევსი
image

ზევსი (ძვ. ბერძნ. Ζεύς) — ძველბერძნულ მითოლოგიაში ცის, ელვისა და ქუხილს ღმერთი, რომელიც მთელ მსოფლიოს განაგებდა. ოლიმპიელების მეთაური, ტიტანების, კრონოსისა და რეას მესამე შვილი. (ჰომეროსის თანახმად უფროსი შვილი.) ჰადესის, ჰესტიას, დემეტრასა და პოსეიდონის ძმა. ზევსის მეუღლე არის ქალღმერთი ჰერა (იმის მიუხედავად, რომ ის მისი დაა), თუმცა ზევსი ჰერას ხშირად ღალატობს.

ის ეკუთვნის მესამე თაობის ღმერთებს რომლებმაც დაამხეს მეორე თაობა-ტიტანები. ლეგენდის მიხედვით, ზევსის მამა კრონოსი თავის შვილებს ჭამდა, რადგან ურანიამ მას უწინასწარმეტყველა, რომ იგი მოკვდებოდა თავისი შვილის ხელით. ამიტომ დედამისმა რეამ იგი გადამალა. როდესაც იგი გაიზარდა, მან მოკლა მამამისი და აასრულა ურანიას წინასწარმეტყველება.

image


ზევსის ატრიბუტევი იყო ეგიდა (ფარი), სკიპტრა და ხანდახან არწივი. ითვლებოდა, რომ ზევსი ცხოვრობდა მთა ოლიმპოზე. ამის გარდა, იგი ავრცელებს სიკეთესა და ბოროტებას, ხანდახან იგი ასოცირდება ბედთან, ხოლო ხანდახან თავადაც გამოდის როგორც მოირას - ბედის - ქვეშევრდომი. მას შეუძლია მომავლის ნახვა. იგი უთხრობს ადამიანებს მათ ბედს სიზმრების, ქუხილისა და ელვების საშუალებით. სახელმწიფო წყობა ზევსის შექმნილია, მან აჩუქა ადამიანებს კანონები, დააწესა მეფეთა მეფობა, აკონტროლებს ტრადიციების და ადათ-წესების შესრულებას, აგრეთვე იცავს ოჯახსა და სახლს.

0
58
1-ს მოსწონს
ავტორი:vako123
vako123
58
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0