x
image
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
Mediator image
ვენესუელის ქუჩებში ფულის წვიმა წამოვიდა
image

დღევანდელი ვენესუელას ეკონომიკური და სოციალური მდგომარეობა ძალზე წააგავს ჩვენში 90-იანი წლების პირველ ნახევარს: გადანდგურებული ეკონომიკა, უშუქობა, გაუფასურებული ფული და მიტინგები, მიტინგები.

არ მუშაობს საწარმოები და სასიცოცხლო მნიშვნელობის ობიექტები, აეროპორტი და მეტრო შეფერხებით მუშაობს.

ქუჩებში ხშირია ქურდობა. ცოტა ხნის წინ ერთბაშად რამდენიმე სუპერმარკეტი გაქურდეს.


image

ეროვნული ვალუტა - ბოლივარი სრულად გაუფასურდა და ამ ფულით პრაქტიკულად აღარაფრის ყიდვა შეიძლება, ამიტომ მოსახლეობა ფულს ფანჯრებიდან ყრის ქუჩაში და მისგან კოცონს ანთებს.

imageimage
image

შეგახსენებთ, ვენესუელაში მასობრივი საპროტესტო აქციები რამდენიმე თვეა გრძელდება, რაც ქვეყანაში არსებულ მძიმე ეკონომიკური ვითარებით და მადუროს ავტორიტარული რეჟიმით არის გამოწვეული.

შედეგად, ქვეყანაში ორხელუსფლიანობა დამყარდა. ერთი მხრივ, ვენესუელის საკანონმდებლო ორგანოს და ეროვნული ასამბლეის თავმჯდომარემ, ხუან გუაიდომ თავი ვენესუელის დროებით პრეზიდენტად გამოაცხადა, რომელსაც მხარი დაუჭირა აშშ-მ და რამდენიმე დემოკრატიულმა სახელმწიფომ; ხოლო მეორე მხრივ ნიკოლას მადურომ 2019 წლის 10 იანვრიდან ქვეყნის პრეზიდენტად და მმართველად გამოაცხადა თავი.

0
1131
5-ს მოსწონს
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
Mediator image
1131
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0