x
მეტი
  • 25.04.2024
  • სტატია:134514
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508574
გარდაიცვალა რუსი მომღერალი იულია ნაჩალოვა
imageმომღერალი იულია ნაჩალოვა 38 წლის ასაკში გარდაიცვალა მოსკოვის ერთ-ერთ კლინიკაში.


"ერთი საათის წინ ჩვენი იულიას გული გაჩერდა"-დაწერა სოციალურ ქსელში მომღერლის პიარ-მენეჯერმა ანა ისაევამ.


მომღერალი ბოლო 8 წელიწადი ებრძოდა პოდაგრას და წითელ მგლურას, ამის გარდა შაქრის დიაბეტის აწუხებდა.წარუმატებელი იყო მკერდის პლასტიკური ოპერაციაც, რომელმაც სისხლის მოწამლვა გამოიწვია.


იულია ნაჩალოვა 2019 წლის 11 მარტს გადაიყვანეს ბოტკინის საავადმყოფოში, მისი მდგომარეობა მძიმე იყო, ლიდოკაინის მიღების შემდეგ, რომელიც ფეხის ტრავმის შემდეგ თვითნებურად გაიკეთა, ფეხის განგრენა დაეწყო, ამის გარდა აიწია შაქრის დონემ და გაურთულდა წითელი მგლურა.



შაბათს 18:20 წუთზე იულია ნაჩალოვა გარდაიცვალა.

image

მომღერალს ჩაწერილი აქვს 8 ალბომი, გადაღებული აქვს 13 კლიპი, ამის გარდა ითამაშა 6 მხატვრულ ფილმშიб მათ შორის კონსტანციას როლი "სამ მუშკეტერში", ამის გარდა იყო ისეთი პოპულარული გადაცემების "Там-там новости»-ის, "Субботний вечер»-ის წამყვანი, პოპულარული შოუების- "უკანასკნელი გმირის " და "ერთი-ერთში"–ის მონაწილე.



0
762
4-ს მოსწონს
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
Mediator image
762
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0