x
მეტი
  • 29.03.2024
  • სტატია:134043
  • ვიდეო:353919
  • სურათი:508247
რამდენი ადამიანი შეიწირა ისლამურმა ტერორიზმმა 2017 წელს?
რამდენი ადამიანი შეიწირა ისლამურმა ტერორიზმმა 2017 წელს?


"Global extremist monitor" -მა, რომელსაც ხელმძღვნალეობს ტონი ბლერის "ინსტიტუტი გლობალური ცვლილებისთვის", 2018 წელს ჩაატარა წინა წლის, 2017 წლის სრული კვლევა იმასთან დაკავშირებით თუ ზუსტად რამდენი ისლამური ტერორისტული შეტევა განხორციელდა და რამდენი ადამიანის მსხვერპლი მოჰყვა ამ ყოველივეს. კვლევამ შეკრიბა აბსოლუტურად ყველა მონაცემი რაც კი მსოფლიოში ახალ ამბებში გადაიცემოდა 2017 წლის განმავლობაში და შესაბამისად დაითვალა მსხვერპლიც. შედეგია ასეთია:


მსოფლიოში 2017 წელს მოქმედებდა სულ 121 ისლამური ტერორისტული დაჯგუფება. მათმა აქტივობებმა საბოლოოდ შეიწირა 2017 წლის განმავლობაში მსოფლიოს 66 ქვეყანაში დაახლოებით 84, 000 ადამიანის სიცოცხლე. აქედან 22, 000 ადამიანი იყო სამოქალაქო პირი. ამ წელს სულ აღრიცხული იყო 7, 841 ტერორისტული აქტი. საშუალოდ 21 თავდასხმა ყოველ დღე. ისლამური ექსტრემიზმისგან დაზარალებულ ქვეყნებში ლიდერობს რასაკვირველია ომში გახვეული სირია. სხვათაშორის ყველაზე ხშირად ამ ტერორისტულ აქტებს თავად მუსლიმები ეწირებოდნენ. ტონი ბლერმა 2018 წლის სექტემბერში, ამ კვლეის დასრულების შემდდგომ განაცხადა, რომ ისლამური ექსტრემიზმი გლობალურია და იზრდება. სირიაში სულ 2017 წელს მონაწილეობდნენ კონფლიქტში 29 ტერორისტული დაჯგუფება. სწორედ ისინი არიან, 2017 წელს მსოფლიოში მომხდარი ტერორისტული აქტების 44%-ზე პასუხისმგებელნი. 2017-2018 წლებში გაერომ აღწერა და დაასახელა რიცხვი, რომ ისლამური სახელმწიფოს რიგებში, სირიისა და ერაყის ტერიტორიებზე სულ ამ პერიოდში იბრძოდა 20, 000 - დან 30 ათასამდე ტერორისტი. (იხ. წყარო)






ასევე დაგაინტერესებთ:



1. 160 სამეცნიერო სტატია

2. 100 სტატია საქართველოს ისტორიისა და კულტურის შესახებ

3. 64 სტატია საქართველოს ისტორიისა და კულტურის შესახებ

4. 40 სტატია რელიგიის შესახებ



ავტორი: თორნიკე ფხალაძე


0
84
1-ს მოსწონს
ავტორი:თორ ნიკე
თორ ნიკე
Mediator image
84
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0