x
მეტი
  • 28.03.2024
  • სტატია:134028
  • ვიდეო:353919
  • სურათი:508243
«ბენინგტონის სამკუთხედი» – ყველაზე ანომალური ადგილი დედამიწაზე

სავარაუდოდ, ამ დაწყევლილი სამკუთხედის წვეროები ქალაქ ბენინგტონის მახლობლად, გზაჯვარედინზე და იქვე მდებარე გლასტენბერის მთაზე მდებარეობს (ვერმონტის შტატში, აშშ). ირგვლივ კი, ერთ დროს, ხე-ტყის მრეწველობის წყალობით, აყვავებული ქალაქები: ვუდფორდი, შაფტსბერი და სომერსეტია, რომლებიც დღეს, თითქმის ქალაქ-მოჩენებებად იქცნენ. ამის მიზეზი, 1920-1950 წლებში, 40-მდე გაუჩინარებული ადამიანი არის.

კვლევის შედეგად გაირკვა, რომ ამ ავბედით სამკუთხედში მომხდარი მოვლენების ფესვები შორეულ XVIII-XIX საუკუნეებში მიდის. ამ ადგილს, ჯერ კიდევ ინდიელები ეძახდნენ დაწყევლილს. გადმოცემის თანახმად, იქ ბოროტი სულების სამყოფელია. ამიტომ, აბორიგენები თვლიდნენ, რომ იქ ცოცხალი ადამიანების ადგილი არ იყო. ისინი იმ ტერიტორიაზე მიცვალებულებს კრძალავდნენ, რადგან თვლიდნენ, რომ თუ დემონებს მკვდრებს მისცემდნენ, ისინი ცოცხლებს არ შეეხებოდნენ.

ინდიელთა ლეგენდის მიხედვით, ოდესღაც, დიდი ხნის წინ, «ბენინგტონის სამკუთხედში» ერთმანეთს 4 ქარი შეეჯახა და იმის გასარკვევად, თუ რომელ მათგანს უნდა ექროლა იმ მიდამოებში, კამათი დაიწყეს. ჩრდილოეთის ქარი ყველაზე ძლიერი და მოხერხებული აღმოჩნდა. მან საიდანღაც დიდი მოჯადოებული ქვა მიიტანა და მიწაზე დააგდო. ქვამ ქვეშ 3 დანარჩენი ქარი მოიყოლა და იქიდან მოყოლებული, ბენინგტონიში მხოლოდ ჩრდილოეთის ქარი ქრის, ხოლო ქვა ისევ იმ ტერიტორიაზეა, მაგრამ კონკრეტულად სად, არავინ იცის. ბუნებრივია, ევროპელმა მიგრანტებმა ეს ყველაფერი ზღაპრებად და ცრურწმენად მიიჩნიეს. მაგრამ, მხოლოდ იმ დრომდე, ვიდრე ადამიანები დაიწყებდნენ გაქრობას...

აქ წარმოდგენილი, აუხსნელი ისტორიები რეალურ ფაქტებს ეფუძნება. მიუხედავად იმისა, რომ ზოგიერთ შემთხვევაში, თვითმხილველები იყვნენ და არაერთი ნივთმტკიცებაც არსებობდა, მაინც ვერაფრის დადგენა ვერ მოხერხდა და ძიება შეწყდა. ყველა შემთხვევა პოლიციაში არის დაარქივებული, გრიფით – «გაუხსნელი საქმე».


image


როგორც უკვე აღვნიშნეთ, 1920 – 1950 წწ. ბენინგტონში არაერთი ადამიანი გაქრა. მაგრამ აქ მხოლოდ დოკუმენტურად დადასტურებული 5 შემთხვევის შესახებ არის მოყოლილი:


I. 1945 ნოემბერში Long Trail-ის ტურისტულ ბილიკსა და საავტომობილო გზატკეცილს შორის 74 წლის გამოცდილი მონადირე მიდი რივერსი გაქრა. მან ქალაქის შემოგარენი კარგად იცოდა და ტყეში სანადიროდ 4 მამაკაცთან ერთად იმყოფებოდა. მას შემდეგ რივერსი არავის უნახავს. საძიებო ოპერაციამ შედეგი ვერ გამოიღო. წყაროში მხოლოდ მისი ვაზნა იყო ნაპოვნი, რომელიც, სავარაუდოდ, წყლის სმის დროს დაკარგა.


II. 1946 წელს იგივე ტურისტულ ბილიკზე, ლაშქრობაზე მყოფი II კურსის სტუდენტი პოლა ჯინ უელდენი გაქრა. მისმა თანაკურსელებმა დაინახეს, თუ როგორ მიდიოდა გოგონა. იყვნენ სხვა თვითმხილველებიც — ხანში შესული ცოლ-ქმარი უიტმენები, რომლებმაც თქვეს, რომ გოგონა მათ წინ, 100 მ-ში, მიდიოდა, შემდეგ მარჯვნივ გადაუხვია და როდესაც იგივე მიმართულებით მათაც გადაუხვიეს, ის ვეღარ დაინახეს.

image

პოლას მამა, ცნობილი ინჟინერ–არქიტექტორი, საკმაოდ შეძლებული ადამიანი იყო და ამიტომ, როდესაც მისი შვილი კოლეჯში არ დაბრუნდა, მან მპოვნელისთვის ჯილდო დააწესა, 5 000 დოლარის ოდენობით.

უამრავი «თვითმხილველი» გამოჩნდა... მათ შორის ერთი მამაკაცი ამტკიცებდა, რომ დაინახა, როგორ ჩაჯდა გოგონა ნაცრისფერ მანქანაში. მის მიერ აღწერილი მანქანა მეზობელ შტატში დამწვარი იპოვეს. მაგრამ, ვერც მისი პატრონი დაადგინეს და ვერც პოლას კვალი აღმოაჩინეს მასში. 1946 წ. მიმდინარე გამოძიების დროს და 1952 წელს, როდესაც საქმის გადახედვა მოხდა, მამაკაცი ცრუ ინფორმაციის მიწოდებაში ამხილეს და ის მთავარი ეჭვმიტანილი გახდა. მაგრამ, ბრალი ვერ დაუმტკიცეს და ვერც ის დაამტკიცეს, რომ გოგონა დანაშაულის მსხვერპლი გახდა.


III. თუ პოლას შემთხვევაში, საქმეში დანაშაულის კვალიც იკითხებოდა, 1949 წლის დეკემბერში ომის ვეტერანის, ჯეიმს ტედფორდის გაქრობამ, მთელი შტატი შეძრა. ის სანტ–ალბანსში (დას. ვირჯინია) ნათესავებთან იყო სტუმრად. 14 –მა მგზავრმა დაინახა, თუ როგორ ავიდა ის ავტობუსში, რომელიც ბენინგტონისკენ მიემართებოდა და იგივე მგზავრებმა დაადასტურეს, რომ ავტობუსის დაძვრის შემდეგაც ნახეს მამაკაცი, რომელსაც თავის ადგილზე ეძინა. მაგრამ, როდესაც ავტობუსი დანიშნულების ადგილზე ჩავიდა, ტედფორდი ავტობუსში აღარ იყო. სავარაუდოდ, ის ქალაქში შესვლის წინ გაქრა. აქვე უნდა აღინიშნოს, რომ ყველაფერი, რაც მას თან ჰქონდა, ადგილზე დარჩა. და კიდევ, ავტობუსი გზაში არ გაჩერებულა.


IV. შემდეგი სიაში 8 წლის პოლ ჯეპსონია. 1950 წლის ოქტომბერში დედამ შვილი ფერმაში წაიყვანა. მის შორიახლოს დასვა და თვითონ შენობაში შევიდა. ცხოველებს საკვები დაუყარა და როდესაც დაბრუნდა, ბიჭი ვეღარსად ნახა. მიუხედავად იმისა, რომ ბავშვი ღია ფერის სამოსში იყო და ტყეში შეუმჩნეველი არ დარჩებოდა, პოლიციამ და მოხალისეებმა მისი პოვნა ვერ შეძლეს. მალე დაკარგეს აღებული კვალი ძაღლებმაც...

მოკლედ, სამძებრო ოპერაციამ შედეგი ვერ გამოიღო.


V. ბოლო შემთხვევაც იმავე წლის ოქტომბერში მოხდა. 53 წლის ადგილობრივმა ფრიდა ლანგერმა და მისმა დეიდაშვილმა ჰერბერტ ელსნერმა წყალსაცავთან გასეირნება გადაწყვიტეს. სახლს ცოტა რომ მოშორდნენ, ფრიდას ფეხი დაუცურდა და წყაროში ჩავარდა. მან ნათესავს სთხოვა, რომ დალოდებოდა, თვითონ კი ტანსაცმლის გამოსაცვლელად, სახლში წავიდა. გავიდა დრო, მაგრამ ფრიდა არ გამოჩნდა. მაშინ ჰერბერტმაც გადაწყვიტა სახლში დაბრუნება, მაგრამ, ადგილზე მისულმა აღმოაჩინა, რომ ქალი სახლში მისულიც კი არ იყო. სამძებრო ოპერაციაში 300 ადამიანი და ავიაცია მონაწილეობდა, მაგრამ გამქრალი ქალის კვალს ვერ მიაგნეს.

1951 წლის მაისში ფრიდას გვამი წყალსაცავის მახლობლად იპოვეს. სწორედ იმ ადგილზე, 7 თვის წინ, დეტალურად რომ შეამოწმეს და საეჭვო ვერაფერი შენიშნეს. იმის გამო, რომ გარდაცვალების მომენტიდან დიდი დრო იყო გასული, მისი დაღუპვის მიზეზი ვერ დაადგინეს.

ფრიდა ლანგერი «ბენინგტონის სამკუთხედი» უკანასკნელი და ერთადერთი მსხვერპლი იყო, ვისი გვამიც აღმოაჩინეს. მას შემდეგ აღარავინ დაკარგულა...

იქნებ, ქარებმა ერთმანეთში მოილაპარაკეს? ან იქნებ იმიტომ, რომ იმ ტერიტორიაზე სიარულს ყველა ერიდება?

imageimageთქვენთვის ასევე საინტერესო იქნება:


image


image

image

image



0
183
7-ს მოსწონს
ავტორი:ლალი ადიკაშვილი
ლალი ადიკაშვილი
Mediator image
183
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0