x
მეტი
  • 15.07.2020
  • სტატია:101522
  • ვიდეო:346707
  • სურათი:465400
რას ამბობს ზედმეტი თმა ქალის ჯანმრთელობაზე
image

მოგვწონს თუ არა, ყველას გვაქვს სხეულზე თმა. ეს ჩვეულებრივი რამაა და ნერვიულობად არ ღირს. თუმცა, თუ მისი სიხშირე და სტრუქტურა შეიცვალა, ეს შეიძლება ჯანმრთელობის პრობლემებზე მიუთითებდეს, რასაც სტატიაში უფრო ვრცლად გაგაცნობთ.


ასევე გაგარკვევთ, რა შეიძლება იწვევდეს სხეულზე თმის ზრდის ცვლილებას და როდის უნდა ეწვიოთ სპეციალისტს.

image


პირველ რიგში, მოდი, განვმარტოთ, რა ტიპის თმა გვაქვს სხეულზე:


✦ბალანი ძალიან თხელი თმაა, რომელიც მთელ სხეულს გვიფარავს და იმდენად პაწაწინაა, რომ იშვიათად თუ მოგხვდებათ თვალში.


✦პიგმენტირებული თმა უფრო გრძელი, ძლიერი, სქელი და, როგორც წესი, უფრო მუქია, ვიდრე ბალანი. ის სქესობრივი მომწიფებისას უჩნდება ადამიანს, როცა სხეული ჰორმონალურ ცვლილებებს განიცდის. სწორედ ამას უნდა მიაქციოთ ყურადღება!









გენეტიკა

თუ მოულოდნელად სქელი, მუქი ფერის თმა გაგეზრდებათ, რომელიც მამაკაცისას ჰგავს, შეამოწმეთ ბებიების ფოტოები. მიუხედავად თანამედროვე ტექნოლოგიური მიღწევებისა, მაინც რთულია, გენეტიკას რამე მოვუხერხოთ.

image








ეთნიკური წარმომავლობა

კვლევის მიხედვით, სხვადასხვა ეთნიკური ჯგუფი მეტ-ნაკლებადაა მიდრეკილი ზედმეტი თმის ზრდისკენ. ეს ხმელთაშუა ზღვის ტერიტორიაზე მცხოვრებ და ახლო აღმოსავლეთის ქალებში უფრო ხშირია, ვიდრე სხვა ეთნიკურ ჯგუფებში.

image




ჰორმონალური დისბალანსი

ზედმეტი თმის ზრდა შესაძლოა გამოწვეული იყოს მამაკაცის ჰორმონალური დისბალანსით. ეს ჰორმონი ქალსაც და კაცსაც აქვს. როგორც წესი, ქალის ორგანიზმში ის ნაკლები რაოდენობით უნდა იყოს, ვიდრე ქალური ჰორმონები, წინააღმდეგ შემთხვევაში ეს დარღვევაა.


თუ თქვენს ორგანიზმში ტესტოსტერონის დონე გაიზრდება, ესე იგი ზედმეტი კაცის ჰორმონები გაქვთ. ეს შეიძლება ესტროგენის დონის შემცირებამაც გამოიწვიოს, რასაც სხვადასხვა მიზეზები აქვს, ერთ-ერთი მათგანი მენოპაუზაა. ნებისმიერ შემთხვევაში, კაცისა და ქალის ჰორმონალური ბალანსი დარღვეულია და სპეციალისტს უნდა მიმართოთ.

image








თირკმელზედა ჯირკვლის პრობლემა

თირკმელზედა ჯირკვალი თირკმლის ზემოთაა განთავსებული. თუ ის ისე არ ფუნქციონირებს, როგორც საჭიროა, ჰორმონალური ბალანსი იცვლება, რისი ერთ-ერთი სიმპტომიც სხეულზე ზედმეტი თმის ზრდაა.

თირკმელზედა ჯირკვლის ფუნქციონირების დარღვევის სხვა სიმპტომებია:

✺მაღალი სისხლის წნევა;

✺წონაში მომატება;

✺ძალიან დაბალი ან ძალიან მაღალი შაქრის დონე სისხლში;

✺თავის ტკივილი;

✺დასუსტებული კუნთები.

image








პოლიკისტოზური საკვერცხის სინდრომი

პოლიკისტოზური საკვერცხის სინდრომი ჰისრუტიზმის (ჰორმონალური დარღვევა) კიდევ ერთი მიზეზია და თუ არარეგულარული მენსტრუაციაც გაქვთ, დიდია იმის შანსი, რომ თქვენი დიაგნოზი ესაა. ეს მდგომარეობა გამოწვეულია გადიდებული საკვერცხეებით, რაც მცირე რაოდენობით სითხეს შეიცავს, სახელად ფოლეკულებს. ამას სამედიცინო ჩარევა ესაჭიროება.


პოლიკისტური საკვერცხის სინდრომის სხვა სიმპტომებია:

✺ხასიათის ცვლილება;

✺თავის ტკივილი;

✺დაღლილობა;

✺ძილის პრობლემები.

image







ანომალური ქსოვილის ზრდა

თუ ჰისრუტიზმი ძალიან სწრაფად, მაგალითად რამდენიმე თვეში, მოულოდნელად ვითარდება, აუცილებლად გაესინჯეთ ექიმს. თმის სწრაფად ზრდა ორგანიზმში მომეტებული ტესტოსტერონის მაჩვენებელია და შეიძლება ანომალური ქსოვილის ზრდის შედეგიც იყოს, მაგალითად სიმსივნის, რაც ხელს უწყობს მამრობითი ჰორმონების გათავისუფლებას. ეს ხშირად არ ხდება, მაგრამ თუ თმის ზრდის ცვლილება ძალიან სწრაფია, ამაზეც უნდა დაფიქრდეთ.

ყოველთვის ჯობს, დროზე შეამოწმოთ, ვიდრე მერე ინანოთ.

image








ასევე დაგაინტერესებთ:


1. 11 პირადი ნივთი, რომელიც ახლობლებსაც არ უნდა ათხოვოთ

image


2. როგორ შევინარჩუნოთ ლამაზი ფეხები და დავიცვათ ტერფები დაზიანებისგან

image


3. როგორ დავმალოთ ჭაღარა თმა მისი შეღებვის გარეშე

image

0
892
2-ს მოსწონს
ავტორი:_K_
_K_
Mediator image
892
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0