x
მეტი
  • 28.03.2024
  • სტატია:134032
  • ვიდეო:353919
  • სურათი:508243
„ოსმალები აფხაზთა შვილებზე ძალზედ ნავარდობდნენ, ოსმალეთში იტაცებდნენ და ყიდდნენ"

image

აფხაზეთის გათათრება (გამაჰმადიანება),



ოსმალთა აფხაზებს მარტო ეს არ აკმარეს. მათ დაიწყეს
აფხაზთა შვილებზედ მძლავრად ნავარდობა. შვილების ტაცვა,
ოსმალში წაყვანა, იქ დასყიდვა. მაჰმადის სჯულის მიღებამდის ყოველი ოჯახის შვილებს, ანუ ქრისტიანებს, ოსმალთაგან შვილების მოტაცვა და დასყიდვა მოელოდა. მათს ამ
გვარს უბედურების ასაცდენათ მხოლოდ ღა გათათრება იყო
დაშთენილი. აფხაზთა სიმაგრის ასალაგმავათ და დასამორჩილებელ იარაღად ოსმალთა გამოაცხადეს ასეთი წესები, რაც
მოეფინა და მოედო მთელს აფხაზეთს.
აფხაზეთში თუ დაშთება ვინმე ქრისტიან მღვდელთაგანი და წინაღმდეგ იმოქმედებს მაჰმადის სჯულის, იმას თუ
შეუტყეთ ეს ამბავი, იცოდეს, რომ სიკვდილის შემდეგ მის
სხეულს მიწაში არ დავამარხვინებთ. იგი ღირსი არ იქმნება
ჩვენგან პატივისცემის.

ესეთი წესები ოსმალთ ერთ დროს სამცხეშიც აქვნდათ
წესათ მიღებული. მე მაქვს ერთი ძველი ოსმალური ქაღალდი, რაც ამას მოწმობს, ერთ მღვდელს თურმე შეუტყეს
ქრისტიანობის მფარველობა. ეს მღვდელი ამისთვის უნდა
დაესაჯათ, მაგრამ იგი ავად გახდა და მალეც მოკვდა. დამარხვა არ უნდოდათ, მაგრამ სხვებმა იპატიეს მით, რომ გამოძიებას ვერ დაესწროვო. იქმნება ჭორები მოუგონესო. ამირომ ნება მისცეს ამ ღვდლის დამარხვის, მხოლოდ ისიც ისე,
რომ სამარე უნდა გაითხაროს ძალიან ღრმათაო, რომ იქიდამ
მისი ცოდვილი ლეშის უკან ამოისროლა მიწამ ვერ შესძლოსო, რადგანც თათრის სჯულის წინაღმდეგი მღვდელი ცოდვილი არისო, მტერი მაჰმადისა და ამას კიდევ მიწა არ მიიღებსო. ასეთის ოსტატობით ოსმალთა ძრიელ შეაშინეს ქართველთ ჩუმი მქადაგებელო ქრისტიან მღვდელნი და მცირე
ხნის განმავლობაში აფხაზეთი დაცალეს ასეთის პირებით. მა-
გარ ქრისტიანთა დასამორჩილებლად დააწესეს ასეთი ხრიკები:
ეს ხრიკები მათგან იხმარებოდა 1705 წლიდან. ასე, რომ
1710 წელს საკათოლოკოზო მოქვიის ტაძარიც გაუქმდა.
მასთან სხვებიც გაუქმდენ, თითქმის სრულიად.

აფხაზის ოჯახს თუ სურს ქრისტიანათ დაშთეს, მაშინ
მან უნდა იცოდეს, რომ თათრებზედ დაბლა იდგება, ყოველივე ხარჯი მეტი გადახდება. წინააღმდეგს ვერ იქმს. ეს წესები ადრიდგანვე იქმნა შესული, ამიტომ 1720 წლიდამ გათათრებისთვის ძალას არავის ატანდნენ. თათრობა თავის ნებით მიდიოდა წინ.
ოთხი შვილი თუ ჰყავს, მაშინ ორი მთავრობას უნდა
მისცეს ხარკათ და ორი შვილი შეუძლიან თვით იყოლიოს
ქრისტიანის სჯულზედ. ქრისტიანობაც აღარ იყო ადრიდგანვე, მოძღვარნი აღარ ჰყვანდათ 1700 წლებიდამ თითქმის.
იყვნენ ისეთი ოჯახები, რომელნიც ამ გარემოებას არ
ემორჩილებოდენ. იყვნენ ისეთნიც, რომელნიც ემორჩილებოდნენ. ყოველ შემთხვევაში ასე თუ ისე, აფხაზთა ოჯახებს
დიდი რიცხვი აკლდებოდა თვისი შვილების და მით მათი რიცხვიც მცირდებოდა.

ქრისტიან აფხაზთ ნება აქვნდათ, რომ მათ მოეტაცნათ
საიდუმლო შთენილ ქრისტიან აფხაზთა შვილები და იგინი
შორს სადმე გადაერეკათ და მხოლოდ პატრონის გაუგებრად
ოსმალებზედ კარგ ფასად დაეყიდნათ. ასეთივე ნება აქვნდათ
იმ აფხაზებს, ვინც მაჰმადის სჯულს აღიარებდა. ამ გარემოებით აფხაზეთის ჩუმ თუ ცხად ქრისტიანთა შვილებს მრავალი
მტერნი გაუჩნდენ და მათ შვილებს მრავლად უწყეს ტაცვა,
ოსმალეთში გემებით გადაყვანა და დასყიდვა. ამ გარემოებამ
მძლავრად და ძირიან ფესვიანად შეარყია ქრისტიაობის მაღიარებელთ რიცხვი აფხაზთ შორის და მთელი აფხაზეთი XIX
საუკუნის დამდეგამდეს თითქმის მტერფანატკი მაჰმადიანებათ
იქმნენ გამოცხადებულნი.
ასეთმავე გარემოებამ შეამცირა მთლათ აფხაზთა რიცხვი.
1650 წ. აფხაზთა რიცხვი იყო ნახევარ მილიონზედ მეტი.
თითქმის 600 ათასი. XVIII საუკუნის ნახევარს, ანუ 1770
წლებში იკლო და 400 ასზედ ავიდა. მერე კი მათი შვილების ტაცვამ, გათათრებამ და მუდმივ ომებმა იქამდის დააუძლურა და მოსპო, რომ XIX საუკუნის დამდეგს 200 ათასი
ძლივსღა იყო. შემდეგ ესეც მოისპო და დღეს რაც არის
აფხაზთ რიცხვი, ის ყველამ ვიცით. ასე დაემხო იუსტინე
კეისართაგან დიდებულად ხმობილი ძველი საქართველოს ნაწილი — აფხაზეთი.

რადგანაც აფხაზთა შვილები ცქვიტი, მალხაზი და ლამაზი
ხალხია, ამიტომ ძრიელ მრავლად გაჰყვანდათ ამათი შვილები
სტამბოლს გარეშე სხვა ადგილებშიაც და ჰყიდნენ კაი ფა-
სად. ამ დაყიდვას ცხადათ ასაბუთებს აფხაზეთის მალაქია
კათოლიკოზისაგან დატოვებული ქადაგებანი, რაც უკვე ვახსენეთ. ამასვე ამტკიცებენ ევროპის მოგზაურნი და ნამეტურ
კათოლიკეთ-ძმობის სხვა და სხვა ძმობის მამანი.
სტამბოლსა და სხვა ასეთ დიდს ქალაქებში, თითქმის
ყველა ოსმალოს ოჯახში ნახავდით აფხაზთა ლამაზ ქალ-ვაჟებს. ზოგ ქალებს ცოლებათ ირთავდნენ, ზოგს ვაჟებს ისიძავებდენ სილამაზის გულისთვის და ამით ამშვენებდენ თვის ტომს. ბევრი და ბევრის ბევრიც ოჯახებში მონებად ჰყვანდათ. რაც ქრისტიანობის გულისთვის აფხაზეთს ვაება დაადგა და მათ ეს ვაებაც აიტანეს, ასეთი საქართველოს სხვა კუთხის ქართველთ არა უნახავთ რა. მიზეზი ამათის დიდის უბედურების ის იყო, რომ აფხაზეთი საქართველოდამ, ანუ თვის მოსამზღვრე ქართველთ კუთხეებიდამ შორს, მიუვალ და მიყრუებულად სძევს, მეზობლობა მას არ აქვნდა დანარჩენ ქართველებთან გაბმული და ამიტომ უფრო იდევნებოდენ ოსმალთაგან და იტანჯებოდენ. მათ ზღვა მეზობლობდა და ამიტომაც იგინი იყვნენ კარგი მეზღვაურნი, მენავენი და კარგი მობანავენი, თითქმის ზღვის შვილებად იწოდებოდენ ძველად.

დიახ ბატონო, აფხაზთა გათათრების საქმეს დიდი ისტორია აქვს. აფხაზთა გათათრება გახდა იარაღად თვით ამ ხალხის შემცირების და მოსპობის. ამ გარემოებას აწინდელ აფხაზთა შვილებიც გულ-ცეცხლით სავსე უნდა უმზერდენ. ოსმალეთში აფხაზთა დაკარგეს ყოველივე გვაროვნული თვით ცნობიერება და სრულიად გადაგვარდენ, ოსმალური ენა შეითვისეს და სადღეისოთ ოსმალეთში მათი ვინაობის აღარაფერია დაშთენილი, თვინიერ სახეზედ გამოხატულის საქართველოს
ერის მონათესავედ ყოფნის სილამაზის და სიკეკლუცისა. ასე
დაემხო ძველ ბიზანტიის სამეზობლო საქართველოს ნაწილი
აფხაზეთი, ასე მოისპო ქართველთ ტომის და კუთხის გეგმის
ერთი შტო ერისა და მისი კილო-კავი.

უნდა აღინიშნოს ისიც, რომ აფხაზეთის თავად-აზანაურობას და ნამეტურ მთავართ შარვაშიძეთ დიდი ამაგი მიუძღვისთ საქარველოს წინაშე. ესენი ოსმალთ ყოველთვის
მკაცრად ებრძოდენ და მამულისა, ენის და ქრისტიანობის
გულისთვის ადვილად არას უთმობდნენ. აფხაზეთის მთავარნი
არ ჰგვანდენ სამცხის დიდებულ მთავარ ათაბეგების გვარის წევრთ
ბექა ჯაყელს და სხვათაც, რომელთაც საქართველოს უღალატეს და გათათრდნენ. შარუაშიძეებში ამისი მაგალითი არ
იყო. მართალია, ამათშიაც იყვნენ თითო ოროლა ოსმალთა
მომხრენი, მაგრამ ამასაც თავის მიზეზები და პირობები აქვს.
საზოგადოთ ამ გვარს დიდი ამაგი და შრომა აქვს დახარჯული აფხაზთა ერის წინაშე. ასე და ამ გვარად, აფხაზთა სრულიად გათათრება ეკუთვნის 1680 წლებიდამ 1780 წლამდის.
ასე რომ XVIII საუკუნის შემდეგ მთელი აფხაზეთი ისლამს
აღიარებდა. მათში ერთი კაციც აღარ იყო ქრისტიანად დაშთენილი. ასე დაეცა ერთ დროს აფხაზეთი.

image

0
439
3-ს მოსწონს
ავტორი:ნიკოლოზ ხუციშვილი
ნიკოლოზ ხუციშვილი
439
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0