x
image
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
Mediator image
ტოტო კუტუნიოს უკრაინაში კონცერტის ჩატარება აუკრძალეს

image
ლეგენდარული იტალიელი მომღერლის, ტოტო კუტიონიოს კონცერტი 23 მარტს უნდა გამართულიყო კიევში, თუმცა როგორც ირკვევა მას უკრაინაში ვიზიტი აუკრძალეს.



იტალიელი მომღერალი დღემდე ძალზე პოპულარულია პოსტსაბჭოთა ქვეყნებში, კუტუნიოს კონცერტი 23 მარტს იყო დაგეგმილი, თუმცა როგორც იტალური სააგენტო ANSA იტყობინება, მომღერალს პრორუსული პოზიცია დასდეს ბრალად, როგორც ცნობილი გახდა, ცოტა ხნის წინ უკრაინელი დეპუტატების ნაწილმა მიმართა უკრაინის უსაფრთხოების სამსახურს, გაეუქმებინათ იტალიელი პოპ-მომღერლის კონცერტი.



"ჩვენ პირადად ოფიციალური უწყება არ მოგვსვლია, ეს ყველაფერი საინფორმაციო საშუალებებიდან შევიტყვეთ, კიევში 23 მარტს გვქონდა დაგეგმილი კონცერტი, ეს უნდა ყოფილიყო გრანდიოზული შოუ, სადაც 60 კაციანი ორკესტრი დაუკრავდა.ეს იყო ჩვენი ბენდის და უკრაინელი მუსიკოსების "დაძმობილების" პროექტი."-აღნიშნა კუტუნიომ.



75 წლის მომღერალმა ისიც დასძინა, რომ უკრაინის ხელისუფლების ასეთი გამოხტომები "მხოლოდ პუტინის სასარგებლოდ ასხამს წყალს და მის ავტორიტეტს აძლიერებს"

0
219
2-ს მოსწონს
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
Mediator image
219
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0