x
მეტი
  • 24.04.2024
  • სტატია:134488
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508556
"დროებითები ხართ ასეთი გაყიდული ადამიანები!"- ქაცარავას მეუღლე საზოგადოებას მიმართავს
ორი დღეა საზოგადოებისგან დავით ქაცარავას კრიტიკა არ წყდება.

საქმე ეხება გუშინ ანტიოკუპაციური მოძრაობის “ძალა ერთობაშიას” ლიდერის დავით ქაცარავას მიერ გავრცელებულ ინფორმაციას, რომლის თანახმად საოკუპაციო ხაზთან მდებარე სოფელ ხურვალეთთან, საქართველოს ცენტრალური ხელისუფლების კონტროლირებად ტერიტორიაზე, რუსი სამხედროები იმყოფებოდნენ.


საზოგადოების დიდი ნაწილი ქაცარავას პროვოკაციის მოწყობის მცდელობაში ადანაშაულებს და მისი მისამართით შეურაცხყოფას და გინებას არ წყვეტს.


ამ ადამიანებს სოციალური ქსელით პასუხობს ქაცარავას მეუღლე, სოფიო ხაჭაპურიძე.


"გორში ამდენი გამყიდველი თუ იყო, არ მეგონა... ყველა, სათითაოდ დავათვალიერე, ვინც დათოზე წერდა იტყუება, არაფერი ხდებაო, ყველა გორელია! ვინ დაგარიგათ ასე ერთი ტექსტით? გორის მერმა? გამგებელმა? თი ამან?თამაზა მჭედლიძემ? ეს იმას გავდა, ერთი მერისგან მოპარული ტექსტით ახალ წელს რომ ულოცავდა მეორე მერი "


"დღეს, ხვალ და გადაივლის ეს "ბულინგის" ტალღაც. საქმე აჩვენებს ყველაფერს და დარწმუნებული იყავით ზოგ–ზოგიერთი, ამ დისკრედიტაციული კამპანიის გამო განწირულები ხართ. ამაზე ბევრად კარგად გააზრებული და დაგეგმილი რაღაც სცადეს, მაგრამ ყველა კოვზი ნაცარში ჩაუვარდათ. არაერთხელ უთხრეს დათოს, ვერაფერი მოიძიეს შენზე, სუფთა ხარო! ესაა შენი ძალაო! ვიცით ბატონო, სწორედ ამიტომ საუბრობს ხმამაღლა და თავაწეული. არა უტიფრად, არამედ გულწრფელად! უტიფრების სახეები კარგად ვიცით როგორ გამოიყურება.
ხო და დროებითები ხართ ასეთი გაყიდული ადამიანები! თქვენი საქმეებიც დროებითია და მდარე.
ამ სამყაროში ამდენი სიკეთეა და რას ეპოტინებით, თავად თუ ხართ აზრზე...
მხოლოდ საკუთარ თავს უშავებთ, ამასაც კი ვერ ხვდებით.
დათოს თქვენი ლანძღვით, ჭორაობით, უზრდელური და დამცინავი პოსტებით არაფერი აკლდება, პირიქით, მისი ღირსების გამოცდაა და წარმატებითაც აბარებს!"- წერს ქაცარავას მეუღლე.


image

2
647
1-ს მოსწონს
ავტორი:ელენე გუმა
ელენე გუმა
647
  
ინდიქტო, 100% ჩემი აზრი დააფიქსირე!
რახან დეზიმფორმაციას უვრცელებენ ე.ი. მართალი კაცია - წყალი არ გაუვა ამას!
2019, 16 მარტი, 14:25
კომენტარი ცარიელია ან წაშლილია

0 1 2