x
image
_K_
როგორ წარმოედგინათ ჩვენს წინაპრებს მომავალი 100 წლის წინ - 17 გიჟური ილუსტრაცია
ადამიანებს ყოველთვის აინტერესებდათ, როგორი იქნებოდა მომავალი, ამიტომაც ოცნებობდა უამრავი მათგანი დროის მანქანის შექმნაზე. სამწუხაროდ, ის ვერ შეიქმნა, ამიტომაც მხოლოდ და მხოლოდ ფანტაზიის გამოყენება შეგვიძლია მომავლის საწინასწარმეტყველოდ.


წარსულ ეპოქაში არსებული მხატვრებიც ცდილობდნენ, წარმოედგინათ, როგორი იქნებოდა სამყარო მომავალში. საოცარია, მათი ზოგი წინასწარმეტყველება მართლაც ახდა, ზოგი კი ძალიან აცდა დღევანდელ რეალობას.


მომავალში მოგზაურობა შეუძლებელია, მაგრამ შეგვიძლია, ვიმოგზაუროთ წარსულში. სტატიაში გაგაცნობთ, როგორ წარმოედგინათ ადამიანებს 100 წლის წინ დღევანდელი დღე. ისიამოვნეთ!








1. 100 წლის წინ ეგონათ, რომ მომავალში ადამიანები გორგოლაჭებიან ფეხსაცმელებს გამოიყენებდნენ ქალაქში უფრო სწრაფად გადასაადგილებლად. დღეს ჩვენ სკუტერებსა და ჰოვერბორდებს ვიყენებთ.

image








2. ჩვენი წინაპრები ფიქრობდნენ, რომ მომავალში ქალების ვარცხნილობაზე რამდენიმე რობოტი იზრუნებდა.


image








3. ადამიანებმა წარსულშიც გააცნობიერეს, რა მნიშვნელოვანი იქნებოდა ჩვენთვის ხმოვანი შეტყობინებების გაგზავნა.

image








4. ჩვენი წინაპრები ფიქრობდნენ, რომ სახლის გასათბობად რადიუმს გამოვიყენებდით.

image








5. სავარაუდოდ, ეს ნახაზი დღევანდელი ცათამბჯენების პროტოტიპია.

image








6. ჩვენი წინაპრები ფიქრობდნენ, რომ დღეს ადამიანები უკვე მფრინავი ავტობუსებით იმგზავრებდნენ.

image








7. ესეც ელექტრო-მატარებელი!

image








8. ეს დირიჟაბლი, რომელიც ჯანმრთელობის პრობლემის მქონე ადამიანებითაა დატვირთული, მთებში მიფრინავს, რომ ისინი განკურნოს... არა, ასეთი რამ ჯერ კიდევ არ შეგვიქმნია.

image








9. შეიძლება, ერთ დღესაც თევზზე მოჯირითე მრბოლელები გამოვიდნენ ოლიმპიადაზე. მაგრამ, ეს ამ საუკუნეში ნამდვილად არ მოხდება!

image








10. "გაზეთის მოსმენა" - ალბათ, ეს იდეა დაედო საფუძვლად რადიოს შექმნას.

image








11. კარგია, რომ დღევანდელ მონადირეებს ასეთი რამ არ აქვთ.

image








12. რობოტი-დამლაგებლები უკვე მართლაც გვყავს!

image







13. მშენებლობაში ბევრი ავტომატური მანქანა აარსებობს, მაგრამ ასეთი ჯერ არ შექმნილა.

image








14. ეს სახლი ბორბლებზე ცოტათი უცნაურად გამოიყურება.

image








15. მხატვარმა ფოსტალიონისთვის საფრენი აპარატი შექმნა, მაგრამ იმაზე არ უფიქრია, რომ მომდევნო საუკუნეში ადამიანები ქაღალდის წერილებს აღარ გაგზავნიდნენ.

image








16. წყლისქვეშ თევზაობა უცნაური გასართობი საშუალებაა, ამიტომაც დღეს ამას ნამდვილად არ ვაკეთებთ.

image








17. სურათზე ნაჩვენებია რობოტი, რომელიც ყველა ადამიანისთვის სათანადო ტანსაცმელს ქმნის. თუ გავითვალისწინებთ იმას, თუ რამდენი ზომის ტანსაცმელი არსებობს დღეს, ეს იდეა არც ისე შორსაა სინამდვილისგან.

image








ასევე დაგაინტერესებთ:


1. 10 უცნაური რამ, რასაც ჩვენი წინაპრები სილამაზისთვის აკეთებდნენ

image


2. კონკიობიდან პრინცესობამდე - 11 რეალური ამბავი

image


3. 14 ცნობილი ისტორიული ფოტო, რომელიც სინამდვილეში ყალბია

image

0
1839
4-ს მოსწონს
ავტორი:_K_
_K_
1839
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0