x
მეტი
  • 26.03.2019
  • სტატია:87692
  • ვიდეო:338171
  • სურათი:449415
ლელა კაკულიას შვილმა თაკო ჩარკვიანის პარტია დატოვა

წინასწარმეტყველ ლელა კაკულიას შვილმა, თამარ პატარაიამ თაკო ჩარკვიანის პარტია " კანონი და სამართალი" დატოვა.


ამის შესახებ ლელა კაკულიას ფეისბუქ გვერდზე გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი.

"მეგობრებო,

მინდა საზოგადოებას ვაცნობო, რომ, გამომდინარე იდეური სხვაობიდან, დღეს მე დავტოვე პარტია „კანონი და სამართლის“ რიგები.

სამწუხაროდ, ჩვენი შეხედულებები და მიმართულებები რამდენიმე საკვანძო საკითხში ერთმანეთს კატეგორიულად არ ემთხვევა, რის გამოც მივიღე კიდეც ეს გადაწყვეტილება.

მადლობას ვუხდი „კანონი და სამართლის“ დამფუძნებელ ქალბატონ თაკო ჩარკვიანსა და პარტიის წევრებს ამ მოკლე ხანში მიღებული გარკვეული გამოცდილებისთვის და წარმატებებს ვუსურვებ შემდგომ საქმიანობაში.

P.S. აქვე მინდა განვმარტო შემდეგი: ეს ნაბიჯი არანაირად არ უკავშირდება პოლიტიკაში (და კონკრეტულად აღნიშნულ პარტიაში) ჩემი გამოჩენისადმი საზოგადოების ერთი ნაწილის უარყოფით დამოკიდებულებას.
დიახ, მე ვუსმენ ჩემი ხალხის ხმას, მაგრამ ეს ის შემთხვევა არ არის, როდესაც მე მავანთა აზრი უნდა გავითვალისწინო.

ჩემს მხარდამჭერებსა და კეთილის მსურველებს კი, დიდ მადლობას გიხდით ნდობისა და გვერდში დგომისთვის!!პატივისცემით, თამარ პატარაია" - აღნიშნულია განცხადებაში.


ცნობისთვის, თაკო ჩარკვიანის პოლიტიკური გაერთიანების „კანონი და სამართალი“ დამფუძნებელი ყრილობა „ექსპო ჯორჯიაში" 10 მარტს გაიმართა.


image

0
213
1-ს მოსწონს
ავტორი:ელენე გუმა
ელენე გუმა
213
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0