x
image
ანა ბეჟაშვილი
"-ეს თქვენი ფეისბუქ ფსევდო პატრიოტიზმი გთხოვთ უკანა ტანში გაიკეთოთ"-გურამ შეროზია კრიტიკას პასუხობს
image

ლექტორი და ბლოგერი გურამ შეროზია სოციალურ ქსელში მის მიმართ წამოსულ კრიტიკას ეხმაურება .
გურამ შეროზიას მიერ "ნანუკას შოუში" გაკეთებულ განცხადებას საზოგადოების უარყოფითი გამოხმაურება მოჰყვა. ბესო ჩუბინიძის შეკითხვას, წავიდოდა თუ არა ომში რუსეთის წინააღმდეგ, გურამმა ასე უპასუხა :
-"თუ მოვიგებთ ომს და თუ იქნება ალბათობა რომ მოვიგებთ, კი. თუ ვიცი წინასწარ რომ უნდა მოვკვდე, მაშინ მგონია, რომ სისულელეა და ბრმა ფანატიზმი."

აღნიშნულ განცხადებას ფეისბუქის მომხმარებლების გაღიზიანება მოჰყვა, მის ამ სიტყვებს ანტიპატრიოტული უწოდეს და გურამ შეროზია მკაცრად გააკრიტიკეს.

ბლოგერმა სოციალურ ქსელში საპასუხო განცხადება გაავრცელა :

"-მოკლედ, ვინც კი გამო**ვებული დარჩა ბედკრულ ღრუზიაში - ყველა აფრიალებს ამ იდიოტ პოსტს, ჰოდა მოკლედ "გავაიასნოთ" ეს ორჯერ ორი:

1. სისულელეა, რაც აქ წერია, უბრალოდ აღქმის და გააზრების პრობლემა აქვს ერს, რაის გარანტია, რაის "კუში" და ფაისაღი მოგება?
2. რაც ვთქვი, იყო ის, რომ თუ უნდა მოვკვდე ისე, რომ ვერაფერიც ვერ შევცვალო - ასეთ ომს ჩემს შემთხვევაში გონებრივი "ბრძოლა" მირჩევნიამეთქი (იმ ამონაჭრელ ვიდეოში რა არის არ ვიცი). - აბა თუ გაიაზრებთ?
3. ავტომატიან ხელზე გაცილებით ძლიერი ტვინი რომ მაქვს ამაზეც არ ვკამათობთ, ვიღაც იბრძოლებს ხმლით, ვიღაც სხვა რესურსით.
4. ომი რომ დაიწყოს წამომყვებიო - ბუნებრივია წინააღმდეგი ვარ ომის დაწყების და სისხლის და ყველა ასე უნდა ვიყოთ.
5. ბესო ჩუბინიძეს არც ომში და არც სახინკლეში არ წავყვები, მიუხედავად ამ უკანასკნელის დიდი სიყვარულისა.

სხვა მხრივ, როცა საჭირო იყო და თავს ვიცავდით - მაშინ მეც, 18 წლის რეზერვისტიც ვიყავი ომში, მაშინ, როცა ეს ბნელი მარშელები ტრაკის ცახცახით ბუნკერებში იმალებოდნენ და ასე იქნება ახლაც, რამე რომ მოხდეს.


ჰოდა, ეს თქვენი გულში მჯიღის ცემა და ფეისბუქ ფსევდო პატრიოტიზმი გთხოვთ უკანა ტანში გაიკეთოთ და დადუმდეთ.

პარალელურად, წაკითხულის, მოსმენილის გააზრებაში ივარჯიშოთ და თან ვიღაც პროვოკატორების ცუდად დაჭრილი ვიდეოთი კივილ-წივილს შეეშვათ, იბიომაწ

ვიმეორებ, დიახ, მე არ ვისურვებ ომს საერთოდ და ყოველთვის ვიქნები დიპლომატიით მოგვარების მომხრე.

ადიოს." - წერს გურამ შეროზია.


image

0
295
1-ს მოსწონს
ავტორი:ანა ბეჟაშვილი
ანა ბეჟაშვილი
295
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0