x
მეტი
  • 26.03.2019
  • სტატია:87692
  • ვიდეო:338172
  • სურათი:449415
უბრალო გოგონადან დედოფლის გვირგვინამდე. ლეტიცია - თანამედროვე კონკია

image

ესპანეთის დედოფალი ლეტიცია - ქორწინებამდე Letizia Ortiz Rocasolano დაიბადა 1970 წლის 15 სექტემბერს საშუალო ფენის ოჯახში. მამამისი ჟურნალისტი იყო, დედამისი მედდა. ლეტიცია თავადაც მუშაობდა ჟურნალისტად 2003 წლამდე, სანამ გამოცდახდებოდა მისი ნიშნობა ესპანეთის ტახტის მემკვიდრე პრინც ფილიპესთან.

image

1997 წელს, 10 წლიანი ურთიერთობის შემდეგ ის დაქორწინდა Alonso Guerrero Pérez-ზე, თუმცა ქმარს 1 წელიწადში დაშორდა.

2003 წელს კი გაიცნო ესპანეთის პრინცი და ტახტის მემკვიდრე - ფილიპე, რომელზეც 2004 წელს იქორწინა. მიუხედავად მაშინდელი მეფე-დედოფლის წინააღმდეგობისა, ფილიპემ განაცხადა რომ უარს იტყოდა ტახტზე თუ ქორწინების უფლებას არ მიიღებდა.

წყვილს 2 ქალიშვილი ჰყავს. 2005 წელს დაიბადა პრინცესა ლეონორი, რომელიც ესპანეთის ტახტის მემკვიდრეა. 2007 წელს კი პრინცესა სოფია.

image

2014 წელს მეფე ხუან-კარლოსი ტახტიდან გადადგა, რის შემდეგაც ფილიპე ესპანეთის მეფე, ხოლო ლეტიცია ესპანეთის დედოფალი გახდა. ის პირველი არადიდგვაროვანი დედოფალია ესპანეთში.

0
52
1-ს მოსწონს
ავტორი:ლურჯი თოლია
ლურჯი თოლია
52
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0