x
მეტი
  • 24.04.2024
  • სტატია:134486
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508539
რატომ შეარჩია გრიგოლ რობაქიძემ "გველის პერანგში" საირმე ბოლო სამოქმედო ადგილად

image

"გველის პერანგის" ბოლო სამოქმედო ადგილზე, საირმეზე (ბაღდათის მუნიციპალიტეტი) ცნობას გვაწვდის გრიგოლ რობაქიძის დისშვილი - როსტომ ლომინაშვილი, რომელმაც მამისაგან - ვარლამ ლომინაშვილისაგან გადმოცემით იცის მწერლის ჩანაფიქრის შესახებ:

"ვარლამ, ჩემი ჯერ დაუმთავრებელი "გველის პერანგის" გმირების ბოლო ადგილსამყოფელს საირმე წარმოადგენს. რატომღაც აზრად მომივიდა, საირმის ადგილ-მდებარეობის აღწერას მივუმატო თქვენი გათხოვილი დის - ივლიანეს ოჯახის სამყოფელის არაჩვეულებრივი განლაგებისა და გარეშემო ბუნების აღწერა: თავისი ჭერ-მარანის გარშემო ცხრა მუხით, დიდი საწნახელით. აღვწერე ქართველი დედის სახე; დამათრობელი რთველი: ყველა ჩართული - დიდი თუ პატარა - ამ ღვთიურ საქმეში. რას მირჩევ ამის შესახებ?" [ლომინაშვილი რ., "გრიგოლ რობაქიძე: ფაქტები ბიოგრაფიიდან", 1988].

როგორც ვიგებთ, ოჯახი, რომელიც გრიგოლ რობაქიძემ "გველის პერანგში" აღწერა, როსტომ ლომინაშვილის ბიძას (მამიდის ქმარს) - სერგო ლუტიძეს ეკუთვნოდა. როსტომ ლომინაშვილი თავის წერილში აღნიშნავდა (1988 წ., ), რომ ლუტიძის შთამომავლობა სოფელ როდინაულში (ზესტაფონის მუნიციპალიტეტი) ცხოვრობს, შემორჩენილია ის ჭურ-მარანი ცხრა მუხით, რომელიც გრიგოლ რობაქიძემ აღწერა "გველის პერანგის" ერთ-ერთ თავში - "ცხრა მუხა". ცხრა მუხის ძირას განმარტოებული წერდა იგი თავის ნაწარმოებებს.

შემოქმედებითი მიზნით საგანგებოდ ჩასულა გრიგოლ რობაქიძე დის მულთან, ივლიანე ლომინაშვილი - ლუტიძესთან და შვიდ თვეს ცხოვრობდა მის ოჯახში, ესწრებოდა რთველს, დადიოდა აჯამეთის ტყეში, რომელიც ლუტიძეების კარ-მიდამოს ესაზღვრებოდა; ცხენებზე ამხედრებული გრიგოლი და როსტომ ლომინაშვილის მამიდაშვილები: პავლე, მამია, მიხეილი ჩასულან ბაღდათში, საირმეში, ხოლო ოჯახში მწერალს დიდად ეხმარებოდა უმცროსი ლუტიძე - ნადია.

0
46
შეფასება არ არის
ავტორი:ლანა92
ლანა92
46
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0