x
მეტი
  • 24.04.2024
  • სტატია:134502
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508562
''უნივერსიტეტებში ჩაირიცხებიან აბიტურიენტები, რომელთაც ელემენტარული რაოდენობრივი უნარებიც კი არ აქვთ ჩამოყალიბებული'' - მაია მიმინოშვილი

მაია მიმინოშვლი პირველი რისკ-ფაქტორის(ბოლოდროინდელ ცვლილებებს განათლებაში, საბუნებისმეტყველო საგნების მიმართ ინტერესისა და მოთხოვნის მკვეთრი შემცირება მოჰყვება) დასახელების შემდეგ, რომელიც გამოწვეულ იქნება განათლების რეფორმის დაწყებით გამოცდების გაუქმებით, მეორე რისკ-ფაქტორს ასახელებს.

image



რისკი #2 - უნივერსიტეტებში ჩაირიცხებიან აბიტურიენტები, რომელთაც ელემენტარული რაოდენობრივი უნარებიც კი არ აქვთ ჩამოყალიბებული

-

უმაღლეს სასწავლებლებს აქვთ მოტივიც (მეტი სტუდენტის მიღება, ერთმანეთთან კონკურენცია) და ახლა ეძლევათ შესაძლებლობაც, მინიმალური კომპეტენციის ზღვარი ნულამდე დაწიონ ყველა ჩასაბარებელ საგანში. არსებობს რეალური საფრთხე, რომ – მაგალითისთვის – უმაღლეს სასწავლებლებში ჩაირიცხონ აბიტურიენტები, რომელთაც ელემენტარული რაოდენობრივი უნარებიც კი არ აქვთ ჩამოყალიბებული (მე-7 კლასის არითმეტიკის დონეზე, მარტივი პროცენტის გამოთვლისა და წილადების შეკრების ჩათვლით).

-

ეს რისკი მით უფრო მაღალია, როდესაც გაუქმებულია საატესტატო გამოცდების ბარიერი. მეტიც, ბარიერის დაწევის შემთხვევაში უნივერსიტეტში შეიძლება მოხვდეს აბიტურიენტი, რომელმაც ტესტური დავალებები არც კი წაიკითხა, არამედ „ბრმა გამოცნობის“ მეთოდით ისარგებლა – მაგალითად, ყველა დავალებაში აირჩია (ბ) პასუხი. ასეთი შესაძლებლობის დაშვება შეიცავს მნიშვნელოვან საფრთხეს როგორც მთელი საგამოცდო პროცესის დისკრედიტაციისა, ისე აბსოლუტურად უცოდინარი სტუდენტების უმაღლეს სასწავლებლებში შედინებისა. რამდენად „წაადგება“ ასეთი შედეგი ხარისხს, საზოგადოებამ განსაჯოს.

-

მკითხველს შევახსენებთ, რომ 2002 წლისთვის საქართველოში 200-მდე უმაღლესი სასწავლებელი არსებობდა და მათი დიდი ნაწილი მფლობელებისთვის „იოლი შემოსავლის“ წყაროდ იყო ქცეული. უმაღლეს სასწავლებელს პრაქტიკულად ნებისმიერი მსურველის მიღება შეეძლო, ოღონდ კი ამ მსურველს შესაბამისი საფასური გადაეხადა. ასეთ „სასწავლებლებში“ ჩაბარება სინამდვილეში კორუფციულ გარიგებას ნიშნავდა – დიპლომი ფულის სანაცვლოდ, ყოველგვარი სწავლა/სწავლების გარეშე. უმაღლესი განათლების სისტემაში გამეფებულ ამ და სხვა კორუფციული სქემების მასშტაბზე სრული წარმოდგენის შესაქმნელად საკმარისია გადავხედოთ ქ. როსტიაშვილის კვლევის ანგარიშს.

-

ასეთი „უნივერსიტეტებისთვის“ თაღლითობის ეს კონკრეტული „კარი“ დაიკეტა ჯერ ეროვნული გამოცდების, შემდეგ კი საატესტატო გამოცდების ბარიერის შემოღებით. მათი დიდი უმრავლესობა დღეს აღარ არსებობს (ამჟამად საქართველოში 80-მდე უმაღლესი სასწავლებელია). დაანონსებული ცვლილებების ერთ-ერთი ყველაზე უარყოფითი მხარე სწორედ ასეთი კორუფციული სქემებისთვის დახშული კარის გაღებაა.

image

---------------------------------------------------------------------------------

2019 წლის ერთიან ეროვნულ გამოცდებზე რეგისტრაცია 12 მარტიდან დაიწყება – იხილეთ ინფორმაცია პროცედურის შესახებ!

---------------------------------------------------------------------------------


>>> მნიშვნელოვანი ცვლილებები სასწავლო მოდულში

---------------------------------------------------------------------------------


>>> 2020 წლიდან ბარიერს თითოეულ პროგრამაზე თავად უნივერსიტეტი დაადგენს


---------------------------------------------------------------------------------

>>> მოსწავლეებს თითოეულ საგანში კომპეტენციის დადასტურება ისევ მოუწევთ – გამოცდები კვლავ ჩატარდება!

---------------------------------------------------------------------------------

>>> ფილოსოფოსი ზაზა ფირალიშვილი: რატომ არის საჭირო ზოგადი უნარების გამოცდა?...

---------------------------------------------------------------------------------

0
103
შეფასება არ არის
ავტორი:ზოგადი განათლება
ზოგადი განათლება
103
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0