x
image
ზოგადი განათლება
მაია მიმინოშვილის თქმით ბოლოდროინდელ ცვლილებებს განათლებაში, საბუნებისმეტყველო საგნების მიმართ ინტერესისა და მოთხოვნის მკვეთრი შემცირება მოჰყვება

მაია მიმინოშვილი პასუხობს შეკითხვას თუ რატომ არის სახიფათო განათლების რეფორმის დაწყება გამოცდების გაუქმებით


image

შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ყოფილი ხელმძღვანელი მაია მიმინოშვილი ამჟამად საგანმანათლებლო პოლიტიკისა და კვლევების ასოციაციას ხელმძღვანელობს, რომელიც ჯერ კიდევ 2012 წელს, “ნაეკის” გუნდთან ერთად დააარსა. დღეს ასოციაციის წევრები არიან ის ადამიანებიც, ვინც მიმინოშვილის წასვლის შემდეგ ცენტრში მუშაობა არ გააგრძელა – ხელმძღვანელები, ექსპერტები, მკვლევრები, პროფესორები და სხვ.

სასკოლო გამოცდების გაუქმებისა და ერთიანი ეროვნული გამოცდების კუთხით ცვლილებებზე მაია მიმინოშვილის პოზიცია შემდეგნაირად ჩამოყალიბდა, რომელიც რამდენიმე რისკ-ფაქტორებს წარმოგვიდგენს.

სამინისტროს გადაწყვეტილებები, რომელთა გამოც მიმინოშვილის ორგანიზაცია ვრცელ განცხადებას აქვეყნებს:



– სავალდებულოდ ჩასაბარებელთა ნუსხიდან ზოგადი უნარების გამოცდის ამოღება;

– მეოთხე, არჩევითი საგნის გაუქმება, ანუ საბუნებისმეტყველო საგნების არასავალდებულოდ გამოცხადება;


– ყველა საგამოცდო საგნისთვის მინიმალური გამსვლელი ქულის განსაზღვრის უფლების უნივერსიტეტებისათვის გადაცემა;



''მნიშვნელოვან ზიანს აყენებს სწორედ სამართლიანობასა და ხარისხს. შევეცდებით ავხსნათ, რა აშკარა რისკებს შეიცავს ეს სამი გადაწყვეტილება'' - მაია მიმინოშვილი


რისკი 1: უმაღლეს სასწავლებლებს აქვთ მოტივიც (მეტი სტუდენტის მიღება, ერთმანეთთან კონკურენცია) და ახლა ეძლევათ შესაძლებლობაც, კონკრეტულ პროგრამაზე ჩასაბარებლად აირჩიონ მხოლოდ სამი, სავალდებულო საგანი. ასეთ შემთხვევაში მნიშვნელოვანი დარტყმა მიადგება – მაგალითად – საბუნებისმეტყველო საგნებში სწავლის ხარისხს როგორც სკოლის, ისე საუნივერსიტეტო საფეხურზე. მიზეზი მარტივია – თუ უნივერსიტეტს უნდა მეტი სტუდენტი მიიზიდოს და არ აირჩევს, მაგალითად, ფიზიკას სავალდებულო საგნად, მაშინ არც აბიტურიენტი დაუთმობს ამ საგანს დროს და ყურადღებას, თუნდაც ეს საგანი მის სასურველ მიმართულებას (ვთქვათ, ინჟინერიას) სასიცოცხლოდ სჭირდებოდეს. მსგავსი პრეცენდენტები, სამწუხაროდ, არსებული სისტემის ფარგლებშიც ფიქსირდებოდა, თუმცა შეზღუდული მასშტაბით. სამაგიეროდ, არსებული სისტემის ფარგლებში, 2012 წლიდან 2018-წლამდე იმ აბიტურიენტების რაოდენობა, ვინც ფიზიკის გამოცდას ირჩევდა, 82-იდან 860-მდე გაიზარდა.

გამოცხადებული რეფორმის პირობებში მოსალოდნელია, რომ საბუნებისმეტყველო საგნების მიმართ ინტერესი და მოთხოვნა მკვეთრად შემცირდეს, განსაკუთრებით, თუ გავითვალისწინებთ, რომ ამ საგნებში საატესტატო გამოცდაც გაუქმდა. საეჭვოა, რომ ეს ტენდენცია სასიკეთოდ აისახოს საბუნებისმეტყველო საგნების სწავლის ხარისხზე სკოლასა და უმაღლეს სასწავლებელში.

0
107
შეფასება არ არის
ავტორი:ზოგადი განათლება
ზოგადი განათლება
107
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0