x
მეტი
  • 28.03.2024
  • სტატია:134029
  • ვიდეო:353919
  • სურათი:508243
რუსი სამხედრო ექსპერტის თქმით, ამ ეტაპზე აშშ-ს შეუძლია ომის შემთხვევაში რუსეთის განადგურება

image "დღეს ამერიკის შეერთებული შტატები-ერთადერთი ქვეყანაა, რომელსაც სათანადო წინააღმდეგობას ვერ გაუწევს რუსეთი"-განუცხადა სამხედრო და ეკონომიკური კვლევების ცენტრის ექსპერტმა "DEITA.RU"-ს. როგორც კვლევებმა დაადასტურა აშშ-ს ეკონომიკა კარგ მდგომარეობაშია, მას ჩამოშლა არ ემუქრება, ხოლო არმია შეიარაღებული და მომზადებულია ბევრჯერ უკეთ ვიდრე რუსეთის არმია.
აშშ-ს აგრესიული პოლიტიკა მსოფლიოში განპირობებულია აშშ-ს სიძლიერით, ამერიკელებმა იციან, რომ არ არსებობს ჯერჯერობით ძალა, რომელიც წინაღუდგება მათ.
ამის ცოდნა და გათვალისწინება აუცილებელია რადგან "ურა-პატრიოტიზმი" და აგრესიული ტონით და ძალის ენით საუბარი ნებისმიერი ყვეყნისათვის საშიშია.
არმიის შეიარაღებისა და გადაიარაღების პროცესი წარმოუდგენლად უკეთ აქვს ორგანიზებული აშშ-ს ვიდრე რუსეთს.
აშშ-ს არმიის მართვა ხდება ეფექტურად და გეგმაზომიერად გათვლილი სამოქმედო გეგმით, რასაც ვერ ვიტყვით რუსეთის არმიაზე.
გარდა ამისა ამერიკის შეერთებული შტატების ეკონომიკას აქვს საშუალება სამხედრო საჭიროებისათვის სოლიდური ბიუჯეტი გამოყოს-700 მილიარდი დოლარი, როცა რუსეთის სამხედრო უწყებას გამოყოფილი აქვს მხოლოდ 46 მილიარდი დოლარი.
გარდა ამისა, ამერიკული ეკონომიკა მყარია და კრახი დიდი დავალიანების პირობებშიც არაა მოსალოდნელი, რადგან კრედიტორებს არ უნდათ ასეთი საბაზრო მოთამაშის დაკარგვა.
შესაბამისად ამერიკელებს ბევრად მეტი შემოსავალი აქვთ ვიდრე რუსეთში მოსახლეობას.
რუსეთში კი მიუხედავად ბუნებრივი წიაღისეულის დიდი რეზერვისა, სახელმწიფო იძულებულია ბიუჯეტი ყოველდღიურად შეამციროს საგანგებოდ მიღებული კანონების მეშვეობით. რადგან კორუფციამ და ოლიგარქების გაუმაძღრობამ ყველა სფეროში შეაღწია, მათ შორის ძალოვან სტრუქტურებშიც.
არმიას მართვის სათავეებთან დგანან არა პროფესიონალური ნიშნით შერჩეული კადრები, არამედ ხელისუფლებასთან დაახლოებული ადამიანები.
არმიისადმი ამერიკული მიდგომა და არმიის ეფექტური მართვა უახლოეს წლებში არ და ვერ მოხერხდება.
"ჩვენ ცალსახად ჩამოვრჩებით ამერიკის შეერთებული შტატებს სამხედრო სიმძლავრით და პოტენციალით, ამიტომ ჩემი რჩევაა სიმართლეს თვალებში ჩავხედოთ და ამერიკის შეერთებულ შტატებთან აგრესიული ტონით და ძალის ენით ნუ ვისაუბრებთ, რადგან სიტუაციის გამწვავების შემთხვევაში ნებისმიერ შემთხვევაში გაგვანადგურებენ".
ასე დაამთავრა ინტერვიუ ექსპერტმა, რომლის ვინაობასაც გამომცემლობა არ ასახელებს.


.



0
1103
6-ს მოსწონს
ავტორი:კანონგარეშე
კანონგარეშე
Mediator image
Mediator image
Mediator image
1103
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0