x
მეტი
  • 28.03.2024
  • სტატია:134040
  • ვიდეო:353919
  • სურათი:508247
რატომ უნდა დავანებოთ თავი მოწევას ახალგაზრდულ ასაკში
მოწევა


"ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის" კვლევების თანახმად COPD არის დაავადება, რომლისგან გამოწვეული გართულებებით 2020 წელს იმაზე მეტი ადამიანი დაიღუპება, ვიდრე თირკმელების, შარდის ბუშტის და ნაწლავის პათოლოგიებით და COPD-ს შედეგად გამოწვეული სიკვდილიანობა მე-3 ადგილს დაიკავებს გულსისხლძარღვთა დაავადებების და ავთვისებიანი სიმსივნეების შედეგად გამოწვეული სიკვდილიანობის შემდეგ.


COPD მაშინ იჩენს ხოლმე თავს, როცა ადამიანი 40 წლის ასაკს გადასცდება. მაგრამ ის ერთ ან ორ დღეში არ ჩნდება, არამედ წლიდან წლამდე, თანდათანობით.


ფილტვის კიბოც, რასაც ასევე მოწევა აჩენს, სწორედ 40 წლის ასაკს ზევით იჩენს ხოლმე თავს, თუმცა ადამიანის ორგანიზმს მოწევის თავის დანებებიდან 15 წელი სჭირდება, რათა ბოლომდე აღიდგინოს საკუთარი ფუნქციები და ფილტვის კიბოსგან დაიზღვიოს თავი. სწორედ ამიტომ მოწევისთვის თავის დანებების ყველაზე ოპტიმალური ასაკი 25 წლამდე პერიოდი გახლავთ.



თუმცა, მოწევისთვის თავის დანებება არცერთ ასაკში არ არის გვიან.


დადგენილია, რომ თვით იმ პაციენტებსაც გაუხანგრძლივდათ სიცოცხლე, რომლებმაც მოწევას თავი ფილტვის კიბოს გაჩენის შემდეგ დაანებეს.


მოწევისთვის თავის დანებება კიბოს აპატარავებს და ადამიანს საშუალებას აძლევს, გარკვეული დროით გაიხანგრძლივოს სიცოცხლე.


სიგარეტის მოწევისგან თავის შეკავება განსაკუთრებით იმ ადამიანებს მართებთ, ვინც ბავშვობაში ხშირად ავადმყოფობდა ფილტვების დაავადებებით და ვისაც ადრეულ ასაკში ფილტვების რამდენიმე ანთება მაინც აქვს გადატანილი.


ასეთმა ადამიანებმა დაუყოვნებლივ უნდა დაანებოთ თავი მოწევას, რადგან COPD მათ ბევრად უფრო ადრეულ ასაკში შეიძლება ჩამოუყალიბდეთ, ვიდრე იმ ადამიანებს, რომლებსაც ფილტვების ანთება ბავშვობაში არასოდეს არ გადაუტანიათ.


გარდა სამომავლოდ COPD-ს და ფილტვის კიბოს საფრთხეებისა, მწეველები ახალგაზრდულ ასაკშივე ძალიან ძნელად იტანენ სხვადასხვა ინფექციურ, ვირუსულ თუ სოკოვან დაავადებებს.


თქვენ წარმოიდგინეთ, მათ ჭრილობებიც რთულად უხორცდებათ.


რატომ?


იმიტომ რომ ორგანიზმი, იბრძვის რა თამბაქოს ნაწარმის შხამების წინააღმდეგ და ცდილობს, მათგან თავი გაითავისუფლოს, სხვა გამოწვევების წინააღმდეგ ბრძოლას ნაკლებად ახერხებს.


სწორედ ამიტომ ფილტვების ანთებით, გრიპით და სხვა მსგავსი, ერთი შეხედვით უწყინარი დაავადებებით ახალგაზრდულ ასაკში ბევრად უფრო მეტი მწეველი კვდება, ვიდრე არამწეველი.


მოწევა ყველანაირ ასაკში განსაკუთრებით სახიფათოა საქართველოში, სადაც მთელი ქვეყანა აზბესტს, შეშის ღუმლების გამონაბოლქვს და ავტომანქანების უხარისხო საწვავს მიაქვს.


ასეთ პირობებში სიგარეტის მოწევა არაერთხელ გამხდარა ახალგაზრდა ადამიანების უეცარი სიკვდილის მიზეზი და მომავალშიც გახდება, სანამ მოწევას ყველა არ დაანებებს თავს.


თუ გსურთ, უფრო დაწვრილებით შეიტყოთ, თუ რამდენად ვნებს მოწევა ადამიანის ორგანიზმს, ეწვიეთ ამ ბმულს.

0
57
შეფასება არ არის
ავტორი:დავითი ჩუთლაშვილი
დავითი ჩუთლაშვილი
57
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0