x
image
თამილა გურაშვილი
Mediator image
ექსპერიმენტი შვეიცარიის სოფელში, სადაც უმუშევრებს 2600 დოლარს გადაუხდიან
image
შვეიცარიის სოფლის მცხოვრებლები საინტერესო სოციალურ ექსპერიმენტში მონაწილეობენ. ხელისუფლებამ გადაწყვიტა ერთი წლით უზრუნველყოს მათი ძირითადი შემოსავალი და დააკვირდეს, რა მოხდება.

ექსპერიმენტში მონაწილეობას მიიღებს სოფელი რაინაუს მაცხოვრებლები, რომელშიც 1.3 ათასი ადამიანი ცხოვრობს. წესების მიხედვით, 18 წლამდე ასაკის სოფლის მცხოვრები თვეში დაახლოებით 640 დოლარს მიიღებს და 25 წელზე ზემოთ ადამიანს მაქსიმუმ 2600 დოლარს გადაუხდიან. ექსპერიმენტის მიზანი არის ის, რომ გაიგონ როგორ გავლენას მოახდენს დამატებითი შემოსავალი სამუშაოს ძიებაზე.image
თეორიულად, ცხოვრების საჭიროების დაკმაყოფილების არარსებობა ხელს შეუწყობს ტესტების მონაწილეთა შემოქმედებითი პოტენციალის განვითარებას. მაგრამ რა მოხდება პრაქტიკაში - დრო აჩვენებს.

image
აღსანიშნავია, რომ სოფლის მკვიდრთა უმრავლესობა ამ იდეას ენთუზიაზმით შეხვდა, რომლის ავტორია რეჟისორი რებეკა პენიანი. თუმცა, თანხა, რომელიც მაცხოვრებლებს მიეწოდება, არ არის დიდი, შვეიცარიაში ცხოვრების ხარჯების გათვალისწინებით. ასე მაგალითად, კვირაში 42 საათი მომუშავე სასურსათო მაღაზიის მოლარის ხელფასი თვეში 3500 ფრანკს შეადგენს.

image


ექსპერიმენტში მონაწილეებმა ზუსტად ამ თანხით, 2500 დოლარით უნდა იცხოვრონ. ვინც უფრო მეტს გამოიმუშავებს, უნდა დაბრუნოს მისი ძირითადი შემოსავლის ნაწილი. ამიტომ, ყველა არ დაეთანხმა ამ ექსპერიმენტს. თუმცა, 800-მდე მოქალაქე მზად არის არ იმუშაონ და ფული მიიღონ ისე, არაფრისთვის.
image
სოფელშიც არის ადგილი, სადაც შეიძლება ფული დახარჯო. სოფელში არის ბაღი, მუზეუმი, ძველი სააბატოს შენობა, სწრაფი კვების კაფე“ რესტორნები, რამოდენიმე სასტუმრო, შიდა და გარე აუზი, წლიური გამოწერა აუზის ღირს 450 ფრანკი.

მოქალაქეებს უყვართ კლუბებში გაერთიანება, რომელიც სოფელში დაახლოებით 30-ია, ეს არის ქორეოგრაფიული კლუბი, მეთევზის კლუბი, ტანვარჯიშის კლუბი და ასე შემდეგ.

imageimageimage

სააბატოში ხშირად ტარდება საორღანო მუსიკის კონცერტი, რაც ტურისტებს იზიდავს. შვეიცარიელებს უყვართ ბუნებაში დასვენება, მაგრამ ხანძრის საფრთხის გამო, მათ ეკრძალებათ კოცონის დანთება და ფეიერვერკის გაშვება.

imageimage
შვეიცარიაში, ძვირადღირებული საბავშვო ბაღებია, 90% - კერძოა, მაგრამ სახელმწოფო ბაღშიც ასევე, უნდა გადაიხადონ. ბავშვის 1.5 წლამდე - 125 ფრანკი ღირს მთელი დღის განმავლობაში 6:30 -დან 18:00 - საათამდე, წლინახევრის ზემოთ ბავშვი - დაახლოებით 100 ფრანკი. ბავშვი ბაღში შეიძლება დატოვოთ ნახევარი დღე, ან რამდენიმე საათი.

12 წლამდე ასაკის მოსწავლეც შეიძლება მიიღონ ბაღში - ის შეიძლება ბაღში იყოს სკოლამი წასვლამდე (13 ფრანკი), ან სკოლის მერე (22 ფრანკი). თუ ბავშვი დროზე ვერ გაიყვანეთ, ყოველ გადაცილებულ 15 წუთზე 30-50 ფრანკის ჯარიმა დაეკისრებათ. ამიტომაცაა, რომ შვეიცარული საათები მსოფლიოში ყველაზე ზუსტია.

imageimage
შვეიცარიას აქვს სუბსიდიების, დოტაციების და საგადასახადო შეღავათების სისტემა, თუმცა, ქვეყნის საბავშვო ბაღები მაინც ყველაზე ძვირია მსოფლიოში. იქნებ ამიტომ შვეიცარიაში ოჯახები, სადაც ორი მცირეწლოვანი ბავშვია, იშვიათია, რომ მათი ორივე მშობელი მუშაობდეს სრულ განაკვეთზე.image

ქვეყანაში 80% ბებიები და ბაბუები მუდმივად იძულებულია სახლში იჯდეს შვილიშვილებთან.

ძალიან პოპულარულია კონფედერაცია"დღის დედების" მომსახურება. მეზობლებში ფართოდ გავრცელებულია ურთიერთდახმარება და ძალიან აფასებენ ამას. ქალები, რომლებიც იძულებულნი არიან, უარი თქვან კარიერაზე ბავშვთა აღზრდის გამო, შეძლებენ ქსპერიმენტში მონაწილეობის მიღებას.

imageimage

რაინაში არსებობს მუსიკის სკოლა. სადაც ასევე დადიან ბავშვები მეზობელი სოფლებიდან. სწავლება ასევე მოქნილია - მაგალითად, 40 წუთიანი 14 გაკვეთილი 788.50 ფრანკი ღირს. (პლუს ინსტრუმენტის გაქირავება, მაგალითად ვიოლინო, 40 ფრანკი თვეში). სკოლის გვერდზე ისინი აცხადებენ, რომ მათ შეუძლიათ ისწავლონ ვიოლინოზე დაკვრა 40 გაკვეთილზე. მეტი შანსია, თუ ბავშვს აქვს მუსიკალური ნიჭი. ასევე იქ შეუძლიათ ისწავლონ მოზრდილებსაც, მათზე სუბსიდიები არ არსებობს.

დაწყებითი სკოლის განათლება ექვს წლიანია(6 დან 12 წლამდე ასაკის ბავშვი), მთელი ქვეყნის მასშტაბით არის უფასო. ბავშვები აუცილებლად სწავლობენ მშობლიურ და მეორე სახელმწიფო ენას. საშუალო სკოლის სწავლა იწყება 8 საათზე და ჩვეულებრივ დასრულდება 4 საათზე.დროის შუალედში აქვთ ხანგძლივი შესვენება. ამ დროს, მოსწავლეებს აქვთ სადილი და დასვენება.imageimage

შვეიცარიელებს ხელფასიდან დაახლოებით 25% უკავდებათ. ამ გამოქვითვების ნახევარი საპენსიო ფონდში მიდის, სავალდებულო დაზღვევა და ნახევარი გადასახადებია.

შვეიცარიის ყველა მკვიდრი ვალდებულია უზრუნველყოს სამედიცინო დაზღვევა. მისი ღირებულება იწყება თვეში 200 ფრანკიდან, რაც დამოკიდებულია ასაკსა და ზომაზე, თანხამ შეიძლება 500-600 ფრანკს მიაღწიოს.

imageimage
ყოველ მცირეწლოვან ბავშვზე თვეში 100 ფრანკის სამედიცინო დაზღვევის საფასურის გადახდაა საჭირო. სტომატოლოგია სამედიცინო დაზღვევაში არ შედის. შესაძლოა, ამის გამო სოფელში მცხოვრებ მოსახლეობას ცუდი კბილები აქვს.imageimageimageimage
განსაკუთრებით თვალწარმტაცია სოფლის ცენტრი. აქ, რა თქმა უნდა, მოდიან ტურისტები. აქედან გამომდინარე, რეკლამირების ფოტოები ამ ადგილას ოდნავ განსხვავდება განაპირა ადგილებისგან.

image

გადასახადი ტელევიზიაზე შვეიცარიაში - წელიწადში 500 ფრანკია, ინტერნეტი თვეში - 70. წელიწადში წყალზე 400-500 ფრანკს იხდიან, ელექტროენერგიაზე 800 ფრანკს, გაზი 800, ნაგვის შეგროვება (110 ლიტრზე 1 პაკეტი) 5 ფრანკი.


ავტომობილის შენახვა ძვირია, ამიტომ უპირატესობა ველოსიპედს აქვს. ერთ საათიანი მგზავრობისას ტრამვაი, ავტობუსი ან ტროლეიბუსი ფასდაკლების გარეშე 4.80 ფრანკი ღირს. მატარებლის ბილეთი, მაგალითად, ბერნიდან ციურიხში (125 კმ მანძილია) და დაბრუნება ეკონომ კლასი ფასდაკლების გარეშე 100 ფრანკი. imageimage

სურსათი მრავალფეროვანია. თქვენ შეგიძლიათ დახარჯოთ სურსათზე 400-500 ფრანკი თვეში (საოფისე ლანჩის გარეშე), 1000 -იც ან მეტი. (ქათმის ფილე, მაგალითად, 1 კგ 25 ფრანკი ღირს, 1 კგ. ვაშლი 3.5 ფრანკიდან და ა.შ.). კვების ფასები, ვიზიტები რესტორნებსა და კაფეებში - აქ ყველაზე მაღალია ევროპაში. ამიტომ, საზღვართან მცხოვრები ზოგიერთი შვეიცარიელი, მეზობელ ქვეყნებში გადადის საჭმელზე.

საჩუქრებზე ან სადილის მოწვევებზე შვეიცარიელი თვეში საშუალოდ 215 ფრანკს ხარჯავს. მანიკური - დაახლოებით 40 ფრანკი ღირს, პედიკური 60, მანქანის გარეცხვა - 30 ფრანკი, სალონის დასუფთავების გარეშე.imageimage

ზოგადად, ექსპერიმენტი კარგია. მაგრამ თითქმის სოფლის მცხოვრების უმეტესობა, რომელსაც ნორმალური ხელფასი აქვს, უარს ამბობს ექსპერიმენტში მონაწილეობაზე. მიუხედავად იმისა, რომ რეჟისორი გეგმავს ფილმის შექმნას, თუ როგორ ბედნიერად ცხოვრობს უმუშევარი ხალხი, როცა, მათ არ უწევთ იფიქრონ საჭმელზე და ასე შემდეგ.

image

0
383
შეფასება არ არის
ავტორი:თამილა გურაშვილი
თამილა გურაშვილი
Mediator image
383
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0