x
მეტი
  • 22.07.2019
  • სტატია:92616
  • ვიდეო:341578
  • სურათი:454645
"ხატია ბუნიათიშვილი იცით რატომ არის მაგარი პატრიოტი?"- ნახეთ, რას წერს ნუგზარ სულაშვილი

AFG გენერალური ასამბლეის აღმასრულებელი დირექტორი ნუგზარ სულაშვილი სოციალურ ქსელში პიანისტ ხატია ბუნიათაშვილზე წერს.


მისი თქმით, ის როგორც პროფესიონალი, მსოფლიო ბაზრის პროდუქტს ქმნის და მისთვის რუსეთის უგემოვნო დამპალი ბაზარი არაფრის მომცემია.


მისივე თქმით, პროფესიონალები არიან ღირსეული პატრიოტები! მათ გამოწვევების არ ეშინიათ და ბედნიერებას სწორედ ამაში პოულობენ.

"ხატია ბუნიათიშვილი იცით რატომ არის მაგარი პატრიოტი? იმიტომ რომ ხელოვნებაში, როგორც პროფესიონალი, მსოფლიო ბაზრის პროდუქტს ქმნის და მისთვის რუსეთის უგემოვნო დამპალი ბაზარი არაფრის მომცემია.
აი თქვენ, მათხოვრებო, ვინც ვერ შედექით ისეთ პროფესიონალებად, რომ ღირსეული კონკურენცია გაუწიოთ მსოფლიოს მეგავარსკვლავებს, რუსეთის იქით ვერ ნახავთ გასაქანს.
პროფესიონალიზმი ღირსების ერთ-ერთი მნიშვნელოვანი კომპონენტია. დიახ სწორედ პროფესიონალები არიან ღირსეული პატრიოტები! მათ გამოწვევების არ ეშინიათ და ბედნიერებას სწორედ ამაში პოულობენ.
თქვენ, კიდევ დიდხანს მოგიწევთ რუსეთის სცენიდან, დაკარგული სულიკოს საფლავის ძებნა და ისე ამოგხდებათ სული, რომ ვერც ვერასოდეს მიაგნებთ!"- წერს სულაშვილი.


image

1
382
1-ს მოსწონს
ავტორი:ელენე გუმა
ელენე გუმა
382
  
15 მარტი, 19:01
კომენტარი ცარიელია ან წაშლილია

0 1 1