x
მეტი
  • 26.03.2019
  • სტატია:87691
  • ვიდეო:338174
  • სურათი:449415
მსოფლიოში ყველაზე წარუმატებელი ცხვირის ოპერაციები!

imageმაშინ, როდესაც პლასტიკური ქირურგია უდიდესი პოპულარობით სარგებლობს და შეიძლება ითქვას განვითარების უმაღლეს საფეხურსაც მიაღწია, მსოფლიოში უამრავი ადამიანი ნანობს, რომ გადაწყვიტა ქირურგისთვის მიემართა.ყველა ოპერაცია წარმატებით როდი სრულდება.დღეს სწორედ ასეთ მაგალითებს წარმოგიდგენთ.


მსოფლიოში ყველაზე წარუმატებელი ცხვირის ოპერაციები!


მაშ ასე, დავიწყოთ!


1.ნამდვილი ბარბი კენიimageimageამ მამაკაცმა, სახელად როდრიგო ალვეშმა გადაწყვიტა რეალური ბარბი კენი გამხდარიყო.მან უამრავი ოპერაცია ჩაიტარა სახეზე, მათ შორის ცვირზე 3 წარუმატებელი პლასტიკური ოპერაცია, რის შემდეგაც გამოცდილმა ექიმმა პაულ ნასიფმა ასეთი გაფრთხილება მისცა: "ცხვირის შიდა მხარეს ფაქტიურად საჰაერო გზები აღარ არსებობს, ცხვირი მოკლეა და ნაწიბურებიანი, თუ შენ კიდევ ერთხელ მისცემ უფლებას ექიმს ჩაგიტაროს ოპერაცია, ცხვირი გაშავდება, მოკვდება უჯრედები და მოძვრება სახეს."



2.არაპროფესიონალი ექიმიimageimageეს გოგონა შეცდომაში შეიყვანა ფოტოგრაფმა, რომელიც მას კარიერას დაჰპირდა."ფოტოგრაფმა მითხრა, რომ მე დიდ ფულს ვიშოვიდი და კარიერას ავიწყობდი, მხოლოდ ერთ შემთხვევაში, უნდა გემეკეთა ცხვირის პლასტიკური ოპერაცია.მან სხვა გზა აღარ დამიტოვა და დავთანხმდი.ოპერაციის დაწყებიდან 2 საათის შემდეგ გამეღვიძა, ექიმი კი სხვა პაციენტთან გავიდა.მე სააბაზანოში შევედი და ნანახმა შოკში ჩამაგდო.ვხედავდი ჩემს ძვლებს, სისხლს, მაგრამ სხვა გზა არ მქონდა, ოპერაცია უნდა დასრულებულიყო.ცხვირი თავიდან თითქოს კარგად გამოიყურებოდა, თუმცა ნელ-ნელა მდებარეობა შეიცვალა, ხრტილი მარცხნივ გადაიხარა.მე დავნებდი და დავივიწყე ჩემი ოცნებები მოდელობასთან დაკავშირებით."



3.პლასტიკური ქირურგი, თუ სტომატოლოგი?!

imageimageამ გოგონას, სახელად ელმირას, ცხვირის ოპერაცია საკუთარმა სტომატოლოგმა გაუკეთა.შედეგს თავადაც ხედავთ."ჩემმა სტომატოლოგმა სიბრძნის კბილი ამომიღო, ერთი კვირის შემდეგ კი ცხვირის ოპერაცია გამიკეთა.აქამდე ჩემი ცხვირი ასიმეტრიული იყო და მინდოდა სიმეტრიული გამხდარიყო.ასევე მქონდა სუნთქვის პრობლემა, თუმცა სამწუხაროდ ეს პრობლემა ახლა უფრო გამიუარესდა."

0
424
2-ს მოსწონს
ავტორი:ხატია კვერნაძე26
ხატია კვერნაძე26
424
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0