x
მეტი
  • 28.03.2024
  • სტატია:134035
  • ვიდეო:353919
  • სურათი:508247
მოლაპარაკებების ყველანაირი რესურსი ამოიწურა.., წინააღმდეგ შემთხვევაში მსხვერპლი უფრო დიდი იქნებოდა,.. რეალურად ომი 30 ივლისს საღამოს 9 საათზე დაიწყო.
image

რა კომენტარი იწერება ერთ-ერთ პოსტზე.. საქართველოს თანამედროვე მამაკაცები, რომლებიც მეტნაკლებად წყვეტენ თავიანთი სამშობლოს მომავალს, თუნდაც მოსაზრების დაფიქსირებით.

image“ ბესო ჩუბინიძე _ ხვალ რომ ომი დაიწყოს, ჩემთან ერთად წამოხვალთ? იომებთ რუსეთის წინააღმდეგ ომში?!

გურამ შეროზია, _ თუ მომცემთ გარანტიას, რომ მოვიგებთ ომს, და მექნება გარანტია, რომ ცოცხალი დავრჩები, მაშინ კი... ისე მგონია, რომ ბრმად ომში წასვლა თუ ვიცი, რომ უნდა5მოვკვდე, სისკლელეა . "


ეს საუბარი ალბათ უცხო არ არის საზოგადოებისათვის, და ფართოდ განიხილება ტელევიზიაში თუმცა მასზე მიწერილი კომენტარი არის ძალიან ყურადღებამისაქცევი. ვინ არის ზურა ღერკენაშვილი.

image“ ბევრი კომენტარი წავიკითხე და ვინც ამბობთ, რომ რუსეთთან ომი როგორ შეიძლებაო, აი იმ ხალხმა მიპასუხეთ, რა უნდა გაგვეკეთებინა 2008 წელს, როგორ უნდა გვემოქმედა, რომ ომი თავიდან აგვეცილებინა, მაგრამ არავინ გამცემს დამაჯერებელ პასუხს, რადგან ომის თავიდან აცილება შეუძლებელი იყო, და ომი 7-8 აგვისტოს არ დაწყებულა. ბევრად ადრე დაიწყო, უბრალოდ 7 აგვისტოს ჩვენი მხრიდან გაიხსნა ცეცხლი, როცა მოლაპარაკებების ყველანაირი რესურსი ამოიწურა, და სხვა გზა აღარ იყო. წინააღმდეგ შემთხვევაში მსხვერპლი უფრო დიდი იქნებოდა.

image

ვინც არ იცით, გეტყვით, რომ ომი რეალურად 30 ივლისს საღამოს 9 საათზე დაიწყო . მაშინ ფრონეს ხეობაში, კერძოდ სოფელ ავნევს, ნიქოზს, ერგნეთს და ერედვს ერთდროულად დაარტყეს. იყვნენ დაჭრილები, როგორც ფორმიანები, ასევე მშვიდობიანი მოსახლეობა.

თავდასხმა განმეორდა მეორე და მესამე დღესაც. ხელისუფლების ბრძანება იყო, რომ საპასუხო ცეცხლი არ გაგვეხსნა, რადგან მათაც ეს უნდოდათ და პროვოკაციას არ უნდა ავყოლოდით. თუმცა, რომ ვერ ჩაგვითრიეს, სოფ. ავნევში დისლოცირებული ჩვენი სამშვიდობო ჯარების საგუშაგოზე მიიტანეს იერიშები და 2 ჯარისკაცი დაიღუპა, ორიც დაიჭრა. და სამმა კანტუზია მიიღო, არც მაშინ მოგვცეს ცეცხლის გახსნის უფლება. ასე გრძელდებოდა 7 აგვისტომდე. თავზე დაგვამხეს ყველაფერი სრული ამ სიტყვის მნიშვნელობით, შემდეგ დაზვერვის ინფორმაცია მოვიდა, რომ ჯავიდან რუსეთის კოლონა დაიძრა, და მეორე დღეს უკვე ცხინვალში იქნებოდნენ, და უკვე გასაგები იყო რომ არანაირ მოლაპარაკებებს უკვე აზრი აღარ ქონდა. ომი გარდაუვალი იყო. ერთადერთი გზა იყო, დაგვესწრო ცხინვალში შესვლა და დაგვეკავებინა მაღლობები. რითაც რამდენიმე დღე შევძლებდით რუსეთის შეჩერებას, რა დროშიც მოხდებოდა ევროპელი ლიდერების მობილიზება და 7 აგვისტოს გამთენიისას დავიკავეთ ცხინვალი, და 3 დღე მოვიგეთ ამით, ხელისუფლებამ მოახერხა ევროპელი ლიდერების ჩამოყვანა თბილისში. წინააღმდეგ შემთხვევაში ბევრად კატასტროფული შედეგებით დასრულდებოდა ყველაფერი, ვინც ამბობს, რომ ომი ჩვენ დავიწყეთ, ან არ იცის რეალურად რა მოხდა, ან იცის და ასე აწყობს, საქართველოს დადანაშაულება ომის დაწყებაში, ვის ინტერესებში შედის, კი ვიცით. "

image

“ და მე 2008 წელს ცხინვალში ვინ მომცა გარანტია, რომ ცოცხალი გამოვიდოდი. ომში მებრძოლებისთვის გარანტიის მიცემაც ეხლა გავიგე ."

როგორ შევიდა ისტორიაში 2008 წლის აგვისტოს ომი

image9 აპრილი, გვახსოვდეს ჩვენი ტკივილი “ კომუნისტი" 12.IV. თბილისის პროკურატურა იუწყება

image“ თვითმფრინავის ბიჭები" “ სასიკვდილო განაჩენი ამეცილებინა მათთვის, ვერ შევძელი" - ედუარდ შევარდნაძის მემუარებიდან

imageლავრენტი პავლოვიჩი ბერია, ადამიანი რომელიც სიკვდილის შემდეგაც ადამიანებს შიშის ზარს სცემს

imageომი იწყება, რა გახდა მიზეზი პირველი მსოფლიო ომის დასაწყებად

imageაი, ველოდებოდი მესიას, რომელიც დადგებოდა წინ და არ გაატარებდა რუსებს - დავით ქაცარავა

image


0
257
შეფასება არ არის
ავტორი:Teklamaisuraze
Teklamaisuraze
257
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0