x
image
თამილა გურაშვილი
Mediator image
მზის ძლიერი ქარიშხალი მასობრივ კატასტროფას გამოიწვევს

image


მზის ძლიერი ქარიშხალი, რომელიც დედამიწას ძველ დროში თავს დაატყდა, გვაფიქრებინებს, რომ ასეთი მოვლენა შეიძლება ახლაც მოხდეს.

გრენლანდიის ყინულის ქიმიურ ნივთიერებების ანალიზის შედეგად მეცნიერებმა აღმოაჩინეს, რომ უძლიერესი მზის ქარიშხალი დაახლოებით 2600 წლის წინ მოხდა, რაც 10-ჯერ უფრო ძლიერი იყო, ვიდრე ბოლო 70 წლის განმავლობაში მომხდარი ყველა მზის ქარიშხლისა.

ჩვენს ერამდე 660 წლებში ადამიანები ნაკლებად განიცდიდნენ ანალოგიურ ეპიზოდებს, რომლებმაც დღეს შეიძლება გამოიწვიოს საგრძნობი კატასტროფები, რაც შესაძლებელს გახდის თანამგზავრების მწყობრიდან გამოყვანას, საკომუნიკაციო და სხვა ელექტროსისტემების მოშლას.

მზის ქარიშხალი გამოწვეულია მზეზე ამოფრქვევების შედეგად, რის შედეგადაც იონური ნაწილაკების ნაკადი დედამიწისკენ მიედინება და მაგნიტურ ველს ეჯახება, რაც იწვევს ვიბრაციას, სხვადასხვა ინფრასტრუქტურული ტექნოლოგიების ავარიას.


მიუხედავად იმისა, რომ ჯერჯერობით მხოლოდ მზის ქარიშხლის სამი საფეხური გამოვლინდა, მეცნიერებმა განაცხადეს, რომ არის კიდევ ერთი დადასტურება, რომ არსებობს უფრო ძლიერი და შეუფასებელი სიძლიერის ქარიშხალიც.

"ჯერჯერობით არ ვიცით, რამდენად ხშირად ხდება ეს მოვლენები, მაგრამ მე ვიტყოდი, რომ ახლა ჩვენ ვიცით, რომ ეს რეგულარულად ხდება" - თქვა დოქტორმა რაიმონდ მუშელერმა, ლუნდის უნივერსიტეტიდან.

"თუ ეს მზის ქარიშხალი დღეს მოხდა, შეიძლება ამას სერიოზული მაღალტექნოლოგიური შედეგები მოყვეს ჩვენი საზოგადოებისთვის".

შედარებით პატარა მზის ქარშხლებმა, რომლებიც ბოლო წლებში მოხდა, გამოიწვია მასიური ელექტროენერგიის გათიშვა კანადასა და შვეციაში.

უძველეს დროში ვინც ამ დიდი მზის ქარიშხლის დროს ცხოვრობდა, მათთვის სავარაუდოდ, ეფექტი იქნებოდა სასიამოვნო, როდესაც მზის ქარის ტალღა დაეჯახებოდა დედამიწის მაგნიტურ ველს.

"ხალხი მოულოდნელად დაინახავდ ჩრდილოეთის ნათებას ძალიან ახლო მანძილებში" - თქვა დოქტორ მუშელერმა.

1859 წლის 1 სექტემბერს ასტრონომმა რიჩარდ კარინგტონმა მზეზე შეამჩნია წარმოუდგენელად დიდი ზომის ლაქა. ისინი შესამჩნევი იყო შეუიარაღებელი თვალისთვისაც. ასე დაიწყო პირველი დაკვირვების მზის ქარიშხალზე.
რამდენიმე ხნის შემდეგ ეს ლაქები გადაიქცა ორ უზარმაზარ ბურთულად.

კარინგტონმა მაშინ ივარაუდა, რომ მზეზე მოხდა ორი უძლიერესი ამოფრქვევა.ის არ შემცდარა.

18 საათის შემდეგ, ღამით ამერიკა დღესავით განათდა, ეს იყო სინათლე ჩრდილოეთის ციალის ციმციმებიდან.

ევროპისა და ჩრდილოეთ ამერიკის მასშტაბით, ელექტროენერგია მოულოდნელად გაქრა, ყველა სატელეგრაფო მოწყობილობა დაიწვა.
ეს ფენომენი ისტორიაში შევიდა, როგორც მზის სუპერ ქარიშხალი და კარინგტონის მოვლენა ეწოდა.

იმ დროს, რამდენიმე დღის განმავლობაში ტელეგრამის კომუნიკაციის დაკარგვას არ მოუხდენია ძლიერი გავლენა ხალხის ცხოვრებაზე, ახლა შედეგები ბევრად უფრო სერიოზული იქნება, რადგან, ახლა ყველაფერი - ეკონომიკიდან დაწყებული დაცვით დამთავრებული, დაკავშირებულია ელექტროენერგიასთან.


0
215
შეფასება არ არის
ავტორი:თამილა გურაშვილი
თამილა გურაშვილი
Mediator image
215
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0