x
ბრძოლა  საკუთარ  მეორე   მესთან
image


ახალი იდეების, გეგმების, ბიზნესის, ცხოვრების ცვლილების და სიახლეების განხორცილება-შესრულებაში ხელს ყველაზე მეტად სიზარმაცე და სტიმულის არქონა გვიშლის.

როდესაც გვაქვს მიზანი, განვითარდეთ ნებისმიერი მიმართულებით, ყველაზე დიდი დაბრკოლება პირველ რიგში ვართ ჩვენ. ანუ მომენტი, როდესაც სათანადოდ არ ვაფასებთ საკუთარ თავს და შესაძლებლობებს .

როდესაც გაქვს იდეა, რომლის განვითარებას ჭირდება მონდომება, გონებაში დალაგებულია გეგმა, ასე ვთქვათ, ჩონჩხი გეგმის მზადაა, ამ დროს რა ხდება? რა და ჩვენი მეორე მე გვეუბნება, რომ მაინც არაფერი გამოვა, სხვა ბევრმა უკვე გააკეთა, სცადა.


გვეშინია სიახლეების და პარალელურად, უფრო ის ფიქრი გვებრძვის, რომ ეს არ მოიტანს შედეგს და ა.შ.

ამის ფონზე სიზარმაცე რა თქმა უნდა, წინა ფლანგზე იწევს და ვნებდებით, ვაგრძელებთ ჩვეულ ცხოვრებას და ადრინდელ მოქმედებას.

გავიაროთ სიზარმაცის დაძლევის მარტივი ქმედებები. აიღეთ კალამი და ე.წ ბლოკნოტი, რომელშიც ჩანაწერს გააკეთებთ თქვენს იდეაზე. იდეის უკეთ გასაცნობიერებლად გააკეთეთ მისი გაშლა, რაც მოიცავს გეგმის დაწერას, პატარ -პატარა შენიშვნებს და დამატებით აზრებს.

ეს ქმედება საშუალებას მოგვცემს, რომ უფრო გავითავისოთ და მხოლოდ გონებაში არ დარჩეს, რაც შემდეგ მარტივად შეიძლება დაილექოს ჩვენი გონების ბნელ ადგილას, რადგან ჩვენში არსებული მეორე მე ძალიან იბრძვის, რომ სიზარმაცემ გვძლიოს.

არსებობს ასეთი ფრაზა: „ სჯობს გააკეთო და ინანო, ვიდრე არ გააკეთო და უფრო მეტად ინანო“. როდესაც იდეა გვაქვს, შესაბამისად, აუცილებლად გვექნება მისი გეგმა - ასე ვთქვათ, ჩონჩხი, რომლის ხორცის შესასხმელად ერთადერთი რისი გაკეთებაც გვიწევს არის ის, რომ არ დავნებდეთ და ბოლომდე ვიბრძოლოთ, ვებრძოლოთ საკუთარ თავს სიზარმაცის დასამარცხებლად , რადგან ეს უკანასკნელი ნამდვილად ყველაზე დიდი ხელის შემშლელი ფაქტორია და სტიმულის არქონაც მისი მთავარი დამსახურებაა.

ეს დიდი გამოწვევაა, რომელშიც ბრძოლა ჩვენ, ჩვენს მეორე მესთან გვიწევს და რა თქმა უნდა, ეს არ არის ადვილი, მაგრამ როდესაც ამ ბრძოლიდან გამარჯვებული გამოდიხარ, ეს ამად ნამდვილად ღირს.

0
28
1-ს მოსწონს
ავტორი:ქეთრინი
ქეთრინი
28
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0