x
მეტი
  • 16.04.2024
  • სტატია:134330
  • ვიდეო:352432
  • სურათი:508412
რატომ არის კომიქსი ფილმზე უკეთესი? 10 მიზეზი  
  • ფასი და დრო

დიდი, დრამატული ეფექტის მქონე სცენა კომიქსში სრულდება სწრაფად, მარტივად და იაფად. იგივე ტიპის ეფექტი დიდ ბიუჯეტიან ფილმში ჯდება მილიონები. რატომ უნდა შეიწუხო თავი? ფილმის სპეცეფექტის შესაქმნელად დახარჯული დროის მხოლოდ ფრაგმენტია საჭირო ამ ეფექტის კომიქს ვერსიისთვის.


2. პირადი ხედვა


თქვენ ალბათ გაოცებთ მსხვილ ბიუჯეტიანი ფილმი, რომლის შექმნაშიც უამრავმა ადამიანმა მიიღო მონაწილეობა. ამ მონაწილეების ვინაობების ჩამოსათვლელად ტიტრების დროს ორი მუსიკალური ნაწარმოები გაიჟღერებს. ამდენი ინდივიდის ჩართულობისას ნამდვილად ძნელია მაყურებელმა შეინარჩუნოს საკუთარი ხედვა. “auteur theory” გახლავთ თეორია რომელიც გვიმხელს რომ ფილმში დირექტორი, ის ვინც ამოწმებს აუდიო ჩანაწერებს და ვიზუალურ ეფექტებს, უფრო არის ავტორი ვიდრე თავად კინოსცენარის მწერალი.


საპირისპიროდ - კომიქსი არის ორი ან სამი(მწერალი, მხატვარი და ყდის ავტორი.) პიროვნების მიერ შექმნილი პროდუქტი.



3. კომიქსი უფეო ექსპერიმენტული და მნიშვნელოვანია.


როგორ ფიქრობთ, რატომ იპარავს კინოინდუსტრია ყველა ხარისხიან აზრს კომიქსებიდან? ბოლო თხუთმეტი წლის განმავლობაში იმატა ისეთი ფილმების რიცხვმა, რომლებიც კომიქსებზეა დაფუძვნებული. დასვით კითხვა: ამ ფილმებიდან რამდენს გაიხსენებდით ისეთს, რომელიც მიახლოებით მაინც კარგი, სასიამოვნო თხრობის სტილის მქონე, უნიკალური, საინტერესო და ხარისხიანია როგორც პირველწყარო? ალბათ ძალიან ცოტას. ან მხოლოდ ერთს.


4.კომიქსების კითხვა უფრო აქტიური პროცესია.


კომიქსის კითხვა საჭიროებს თქვენს ინტელექტუალურ და შემეცნებით უნარებს. ცდილობთ მონათხრობის გაცოცხლებას, ხმებისა და დიალოგების განამდვილებას, ვიზუალის ტექსტთან დაკავშირებას და ა.შ. ფილმის ყურებაც საჭიროებს აღქმის უნარს მაგრამ ნაკლებად აქტიურს. კომიქსი უშუალოდ ერთი მკითხველის ჩართულობას ითხოვს, იძლევა პირადი ინტერპრეტაციის ქონის საშუალებას და შესაბამისად ფილმთან შედარებით, მასთან უფრო გრძნობ ემოციურ სიახლოვეს. თქვენ მოძრაობაში მოგყავთ გმირის მოქნეული მუშტი, საკუთარი წარმოსახვით განავრცობთ აფეთქების ტალღას და სხვა მოქმედებითი სცენების განვითარება თქვენი ვიზუალიზაციის უნარზე იქნება დამოკიდებული.

5. ფილმზე მსახიობების გარდა სხვებიც მუშაობენ. მათ ცუდად ეპყრობიან.


“სხვა ხალხში“ იგულისხმებიან სცენის მიღმა მომუშავე ინდივიდები: ასისტენტები, გრიმიორები და მისთანები. კინოინდუსტრია არის კლასთა სხვადასხვაობის ბასტიონი. ან შეიძლება ითქვას..აპართეიდი. მთავარ მსახიობებს ისე ეპყრობიან როგორც ღმერთებს. ისინი „მიუწვდომლებად“ ითვლებიან. ზემოთხსენებულ „დაბალ ფენას“ ყოველთვის ამ მსახიობებზე ადრე უწევთ მუშაობის დაწყება და სცენის მოწესრიგება. მათ გაცილებით ნაკლებს უხდიან! ეს არადემოკრატიული და არასამართლიანი სამუშაო გარემოა. თუმცა, არაა გასაკვირი როცა კინოინდუსტრია სიმდიდრის მოხვეჭაზეა ორიენტირებული.


კვლავ, შედარებისას შეგვიძლია ვთქვათ: კომიქსებს არ აქვს მსგავსი სამუშაო გარემო. ყველაზე ცნობილი იაპონელი მანგას მწერალის გარშემო ორი ასისტენტი მუშაობს იმავე ოფისში, რომელშიც თავად მწერალი. გულწრფელი რომ ვიყო, დავამატებ რომ ასისტენტებს არასასურველად კომიქსების ინდუსტრიაშიც ეპყრობიან, თუმცა არა ისე როგორც კინოინდუსტრიაში.


ნათარგმნია heraldscotland.com-დან. დამატებულია რამოდენიმე საკუთარი აზრი.

0
12
შეფასება არ არის
ავტორი:გიორგი ავქოფაშვილი
გიორგი ავქოფაშვილი
12
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0