x
მეტი
  • 20.04.2024
  • სტატია:134408
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508499
როგორ გამოიყურება მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნის პრეზიდენტების კაბინეტები
image

აშშ, თეთრი სახლი

ამერიკის პრეზიდენტის ოვალურ კაბინეტში ბრიტანული ხომალდის ხისგან დამზადებული მაგიდა დგას. 1880წელს დედოფალმა ვიქტორიამ ამერიკის მაშინდელ პრეზიდენტს რეზერფორდ ჰეისს აჩუქა, რითიც მადლობა გამოხატა ამერიკელი მეზღვაურების მიერ ბრიტანელების გემის გადარჩენისთვის რომელიც არქტიკის მიმართულებით მიემგზავრებოდა და ყინულების ტყვეობაში აღმოჩნდა.

image


კანადა

პრემიერ მინისტრ ჯასტინ ტრიუდომდე სამთავრობო კაბინეტში სხვა მაგიდა იდგა, მასთან მუშაობდა მისი წინამორბედი სტივენ ჰარპერი . როდესაც ტრიულომ დაიკავა პრემიერ მინისტრის პოსტი მან ითხოვა მის კაბინეტში დაედგათ მაგიდა, რომელთანაც საკუთარ მოვალეობებს ასრულებდა მამამისი პიერ ტრიუდო, ასე რომ კანადის მთავარი კაბინეტის მაგიდასაც აქვს საკუთარი ოჯახური ისტორია.

imageჩინეთი

ჩინეთის პირველი ადამიანის მაგიდის შეთვალიერება მხოლოდ წელიწადში ერთხელაა შესაძლებელი - ახალწელს, როდესაც სახელმწიფოს მეთაური ხალხს მილოცვით მიმართავს. მაგიდა ძალიან სადად გამოიყურება, მუქი პოლირებული ხე, რომელზეც დგას წითელი ფერის ტელეფონი, და რამოდენიმე ფოტო სავარაულოდ საოჯახო.

imageიტალია

იტალიის ამ სასახლეში სამუშაო მაგიდა შესრულებულია ხისგან, მოოქროვილი ორნამენტები, სკამიც ასევე მოოქროვილია.

imageსაფრანგეთი

საფრანგეთის მთავარი კაბინეტის მოოქროვილ მაგიდასთან ყველაზე მნიშვნელოვან დოკუმენტებზე ხდება ხელის მოწერა. აქვე იყო ჩაწერილი ვიდეო მიმართვა 2018 წელს ფრანგ პროტესტანტების მიმართ. მაგრამ საფრანგეთის პრეზიდენტი მისი სამუშაოს უმეტეს დროს სხვა მაგიდასთან ატარებს. ელისეის სასახლე უკვე 150 წელია მოქმედ რეზიდენციას წარმოადგენს. უფრო ზუსტად ( 1873 წლიდან)

0
86
1-ს მოსწონს
ავტორი:vako123
vako123
86
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0