x
image
ლალი ადიკაშვილი
Mediator image
ისრაელში ძილის აუცილებლობის საიდუმლო ამოხსნეს

ჩვენი ცხოვრების მესამედს ძილში ვატარებთ და ალბათ, შესაძლებლობა რომ არსებობდეს, ერთი შეხედვით, დროის უსარგებლოდ დაკარგვაზე, ბევრი იტყოდა უარს. მეცნიერები დიდი ხნის მანძილზე მუშაობენ ძილის აუცილებლობის საკითხებზე და ცდილობენ პასუხი გასცენ კითხვებზე: არის თუ არა ძილში გატარებული დრო დაკარგული? რატომ არის ყველასთვის აუცილებელი ძილი? რა ემართება ორგანიზმს ძილის დროს და რატომ ვერ ვფხიზლობთ დიდი ხნის მანძილზე?

ისრაელში ჩატარებული კვლევების შემდეგ, მეცნიერები იმ დასკვნამდე მივიდნენ, რომ ძილის დროს, ორგანიზმში სარემონტო–აღდგენითი სამუშაოები მიმდინარეობს.


image



ჩიხში შესული მეცნიერები


მეცნიერებისთვის, დიდი ხნის მანძილზე, პრობლემას წარმოადგენდა, ცენტრალური ნერვული სისტემის მქონე ცხოველებისთვის დამახასიათებელი ზოგიერთი კანონზომიერების მიზეზის დადგენა. ცხოველებზე ჩატარებული ექსპერიმენტების შედეგი იგივე იყო, რასაც წლების მანძილზე, ადამიანებში აკვირდებიან ექიმები, – ნორმალური ძილის გარეშე, თავს ისეთი პათოლოგიები იჩენს, როგორიც არის: გულ-სისხლძარღვთა დაავადებები, ჭარბი წონა, დიაბეტი, ფსიქო-სომატური აშლილობა და პრობლემები ჰორმონებთან დაკავშირებით. მაგრამ, უჯრედების დონეზე იმის დადგენა, თუ რა ძალა გვაიძულებს და გვიბიძგებს ძილისკენ, დადგენილი არ არის. ძილი ძალას, ენერგიას და მხნეობას გვმატებს, მაგრამ ეს როგორ და რატომ ხდება, – გაურკვეველია. ამ მიმართულებით კვლევები ისევ გრძელდება... თუმცა, ერთი რამ ცხადია, ძილი აუცილებელია!



ახალი კვლევები ისრაელში


ცოცხალი თევზების ტვინზე დაკვირვებისას, მეცნიერებმა გაარკვიეს, რომ დნმ-ის განახლება ღამის საათებშუ უფრო სწრაფად ხდება, ვიდრე დღე. სიფხიზლის პერიოდში დნმ-ის ჯაჭვი განახლებას არ ჩქარობდა. მაგრამ ღამე, სამუშაოები დაჩქარებული ტემპებით ხორციელდება, რომ იმის გამოსწორება მომხდეს, რაც დღის მანძილზე დაზიანა.

imageმკვლევარების მტკიცებით, ნეირონები უკეთესად და სწორედ ძილის პროცესში მუშაობენ. საქმე იმაშია, რომ ჩვენი კანი და სისხლი, უჯრედების გაყოფის ხარჯზე, გამუდმებით იცვლება და ქსოვილების ჩანაცვლება უჯრედის ბოლო ვერსიის ასლის გადაღებით ხდება. წლების მატებასთან ერთად, ასლების ხარისხუ უარესდება, ჩნდება დაავადებები და ასაკობრივი პრობლემები. გარეგანი, თუ შინაგანი ფაქტორების გავლენით იცვლება ჩვენი დნმ-იც. მასზე განსაკუთრებით უარყოფითად სტრესი მოქმედებს. დნმ-ის ჯაჭვზე უარყოფითად მოქმედებს რადიაციაც, ცუდი ეკოლოგიური მდგომარეობა, არასწორი კვების რაციონი. ქრომოსომებს, რომლებიც ჩვენს გენეტიკურ ინფორმაციას ინახავენ, შეუძლიათ დნმ-ის ჯანმრთელი ჯაჭვების გამოყენებით, დაზიანებული ჯაჭვების აღდგენა. მეცნიერები თვლიან, რომ დნმ-ის განახლება ძალიან ჰგავდ გზებზე ამომტვრეული ასფალტის შეკეთების პროცესს, რომლის აღდგენა უფრო მოსახერხებელი ღამის საათებშია, როდესაც გზა ნაკლებად დატვირთულია.



დნმ-ის სურათები


ზემოთ ხსენებული კვლევის ფარგლებში, მეცნიერთა ჯგუფმა დაკვირვება გარკვეული სახეობის თევზებზე დაიწო, რომლებსაც მხოლოდ სხეული კი არა, ტვინიც გამჭვირვალე აქვთ. მაღალი რეზოლუციის მიკროსკოპის დახმარებით, ისინი თევზის სხეულში დნმ-ის ჯაჭვს აკვირდებოდნენ, ვიდრე თევზებს ეძინათ და როდესაც ისინი დაცურავდნენ. მეცნიერები გამუდმებით ახდენდნენ მათი ტვინის სკანირებად და ნეირონების 3 D სურათებს აკეთებდნენ. გაირკვა, რომ თევზის ქრომოსომები უფრო აქტიური იყო, როდესაც თევზს ეძინა და მათი ინტენსიური განახლება მიმდინარეობდა, ხოლო სიფხიზლის პერიოდში, ეს პროცესი შენელებული იყო, რაც გასაგებიც არის – თვაის ტვინს ბევრი სხვა პროცესი უნდა ეკონტროლებინა.


image


დნმ-ის არასწორმა რეგენერაციამ ან სიცოცხლის უუნარო უჯრედების შექმნამ, შეიძლება სიმსივნე გამოიწვიოს ან ორგანიზმში მიმდინარე სხვა პროცესებს შეუქმნას პრობლემა. ამიტომ, ძილი საკმარისად ღრმა და ხანგრძლივი უნდა იყოს, რომ ორგანიზმმა კარგადაც დაისვენოს და პროგრამით გაწერილი, აღდგენითი სამუშაოები საიუველირო სიზუსტით ჩაატაროს.



ძილი ყველას ესაჭიროება



imageძილი, ასაკის მიუხედავად, ყველასთვის საციცოცხლოდ აუცილებელია და უძილობა დისკომფორტს ყველას ერთნაირად უქმნის. გამოუძინებლობის შემთხვევაში, ტვინის აქტიურობის ეფექტი მცირდება, უარესდება მეხსიერება, რეაქცია გარეგან გამაღიზიანებლებზე... და საერთოდ, მეცნიერები ფიქრობენ, რომ ცხოვრებისადმი ცოცხალი ორგანიზმების ადაპტირება, სწორედ ძილის მეშვეობით მოხდა და სწორედ ძილია იმის მიზეზი, რომ ადამიანი და ცხოველთა სამყარო დღემდე მოვიდა. თუმცა, ამას ჯერ კიდევ დამტკიცება უნდა...

imageimageimageimageimageimageimage






0
325
5-ს მოსწონს
ავტორი:ლალი ადიკაშვილი
ლალი ადიკაშვილი
Mediator image
325
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0