x
image
Teklamaisuraze
ათასობით წლის განმავლობაში იეროგლიფების წაკითხვა ვერავინ შეძლო, სანამ ,, როზეტის ქვა " არ აღმოაჩინეს

ტაძრები და ღმერთები

ეგვიპტის მიწაზე უამრავი დიდებული ტაძარი იყო აგებული. რომელთაც ფარაონი ხელმძღვანელობდა. თუმცა, რადგანაც იგი ძირითადად ქვეყნის მართვით იყო დაკავებული, მასზე დაკისრებულ რელიგიურ მოვალეობებს მთავარი ქურუმები ასრულებდნენ. ეს იყო ღვთისმსახურება, ტაძრის ქონების მოვლა აღრიცხვა და იმ აურაცხელი სიმდიდრის პატრონობა, რომელიც ტაძარში ინახებოდა.

image

ძველი ეგვიპტის ტაძრებიდან ყველაზე ცნობილია კარნაკის ტაძარი თებეში.

ტაძარი ხშირად წარმოადგენდა ვრცლად გადაჭიმულ უზარმაზარ ნაგებობათა კომპლექსს სვეტებით, ქანდაკებებით, შემოღობილი ადგილებით, საკურთხევლებითა და ტბებით. ტაძრები დასახლებულ ადგილებში შენდებოდა.

ქურუმები და მათი როლი

ძველ ეგვიპტურ საზოგადოებაში ქურუმის როლი მეტად მნიშვნელოვანი იყო. ეს თანამდებობა ხშირად გადაეცემოდა თაობიდან თაობას. მამიდან შვილს, ვიდრე ფარაონი ახალს აირჩევდა. ქურუმთა უმეტესობა მელოტი იყო. რადგან სხეულიდან თმის მოშორება სავალდებულო იყო.

image

რიტუალები

ხალხი ყოველდღე მიდიოდა ტაძარში, რათა ღმერთებისათვის შესაწირავი მიეტანათ, მაგალითად პური. წლის განმავლობაში უამრავი ადამიანი ჩამოდიოდა შორიდან დღესასწაულებზე დასასწრებად,

რიტუალის დროს ქურუმები პროცესიას მართავდნენ, გუნდრუკს აკმევდნენ და წმინდა ტბიდან წყალი ამოჰქონდათ.

ყოველი ტაძარი რომელიმე კონკრეტული ღმერთის ან ქალღმერთისადმი იყო მიძღვნილი, რომელსაც თაყვანს სცემდნენ ფარაონი და ქურუმები.

image

ღმერთები და ქალღმერთები

ძველი ეგვიპტელები ასობით ღმერთსა და ქალღმერთს სცემდნენ თაყვანს. ზოგიერთ მათგანს ცხოველების სახით გამოსახავდნენ, მაგრამ უმთავრესი იყო მზის ღმერთი ამონრა . მისი ქალიშვილი ბასტი, კატისსახიანი ქალღმერთი, გავრცელებული რწმენით, უხვ მოსავალს უზრუნველყოფდა . ჩიტისსახიანი ღმერთი თოტი მწერლების მფარველი იყო, ისიდა _ დედობის მფარველი იყო.

იეროგლიფები

ძველ ეგვიპტელი მწერლები იეროგლიფურ დამწერლობას იყენებდნენ. იგი 700 მდე სხვადასხვა სიმბოლოსგან შედგებოდა. იეროგლიფებით წერდნენ ტაძრებსა და აკლდამის კედლებზე, პაპირუსის ქაღალდზე, ქანდაკებებზე.

image

როზეტის ქვა

ათასობით წლის განმავლობაში იეროგლიფების წაკითხვა ვერავინ შეძლო . 1799 წელს აღმოაჩინეს როზეტის ქვა. რომელიც ჟან ფრანსუა შამპოლიონმა გაშიფრა. მან თითოეული იეროგლიფის მნიშვნელობა ამოიკითხა.


ასევე დაგაინტერესებთ

ტოპ 10 ბონსაი, ჯუჯა ხეები, რომელთა ჯიშის გამოყვანას ათწლეულები სჭირდწბა.

image

ულამაზესი მარჯანი, რომელიც წყლის ქვეშ მოიპოვება

image

როგორია დაუმუშავებელი და დამუშავებული ბროლი

image

ორქიდეა, დედოფალი ყვავილებს შორის - როგორ მოვუაროთ, სასარგებლო რჩევები

image

Gloria gelo - ს ნახატები

image


0
109
შეფასება არ არის
ავტორი:Teklamaisuraze
Teklamaisuraze
109
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0