x
მეტი
  • 19.04.2024
  • სტატია:134384
  • ვიდეო:351974
  • სურათი:508460
საიდან მოდის ლიტერატურა?

ათასწლეულების მანძილზე კაცობრიობა ცდილობს იპოვოს რწმენა, ღმერთი, რელიგია. მათთან ერთად კი ლიტერატურას ეყრებოდა საფუძველი, მიუხედავად იმისა, რომ თავდაპირველად ის მხოლოდ ზეპირსიტყვიერების სახით ვითარდებოდა, დღესდღეისობით ფასდაუდებელ განძად გვაქვს. ზეპირსიტყვიერება - წინარე გზა, მიმართულება, რომელიც მიზნად ისახავდა ამბების, თქმულებების, ზღაპრების შედგენა- განვითარებას. ამ მცირე ამბებით გადის დიდ გზას, რასაც მოგვიანებით ერთვის დამწერლობის განვითარება. მთელი მსოფლიოს ლხინი თუ ჭირი, წინსვლა თუ რეგრესი, ომი თუ მშვიდობა, ბოროტება თუ სიკეთე - მხოლოდ ლიტერატურამ შემოგვინახა. მიუხედავად მისი მრავალჟანრობრივი მიმართულებისა, ის ყოველთვის ამბობს ნათელ და მკაფიო სათქმელს. ნებისმიერი მკითხველს წარუდგენს ეპოქას, პოლიტიკურ მდგომარეობას, მწერალს, წერის სტილს, თემას თუ რატომ ან რისთვის დაწერა ეს ავტორმა. . ვფიქრობ, უსასრულოდ შეიძლება ამ თემაზე საუბარი, მაგრამ ერთი და ყველაზე მნიშვნელოვანის თქმა აუცილებელია : ლიტერატურა ყოველთვის იტყვის ერის სათქმელს, ის რაც პირდაპირ ვერ გადმოცემულა, მხატვრულად მისი მნიშვნელობა ყოველთვის მიეწოდება მკითხველს !

0
10
შეფასება არ არის
ავტორი:ილონა ჩხაიძე
ილონა ჩხაიძე
10
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0