x
მეტი
  • 19.04.2024
  • სტატია:134408
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508499
როდის გათავისუფლდა საქართველო მონღოლებისგან ? - უნიკალური სპარსული წყარო
image

როდის გათავისუფლდა საქართველო მონღოლებისგან? - უნიკალური სპარსული წყარო.



მეფე გიორგი ბრწყინვალეს(1318-1346) მეფობის ხანა ბუნდოვანებითაა მოცული.ამის უმთავრესი მიზეზი კი ისაა, რომ ‘’ჟამთაღმწერლის’’ ასწლოვანი ისტორია სწორედ მისი გამეფების ხანაზე წყდება.თემურ-ლენგის შემოსევებმა კი უამრავი ორიგინალური, ქართული წყარო იმსხვერპლა, რის შედეგადაც ამ ხანის ისტორიის შესასწავლად მეტად მწირი დოკუმენტები მასალა შემოგვჩა. ამ ვითარებაში, უდიდესი მნიშვნელობა ენიჭება აღმოსავლურ და ევროპულ წყაროებს.



აბუ ბაქრ ალ-ყუთბი ალ აჰრი მე-14 საუკუნის შუა ხანების მოღვაწე, ჯალაირების დინასტიის ისტორიკოსის შემქნელია. მის თხულებაში ‘’შეიხ უვაისის ისტორია’’, XIII-XIV საუკუნეების საქართველოს სამეფოს შესახებ უამრავი ინფორმაციაა დაცული.განსაკუთრებით საინტერესო ალ-აჰრის ნაშრომში გიორგი ბრწყინვალეს პერიოდის შესახებ ცნობები, ეს იქნება ილხანთა იმპერიის მიერ დანიშნული საქართველოს ნაცვლის -ყურმიშის - მოქმედება, ჩობან ნოინის რეიდები საქართველოს გავლით ოქროს ურდოს წინააღმდეგ, აბუ-საიდის მიერ ჩობანის სიკვდილის შემდგომ საქართველოს იკბალშაჰისთვის გადაცემა თუ სხვა.წყაროებიდან ნათლად ჩანს, რომ მეფე გიორგი ბრწინვალეს მეფობის პირველ ხანაში ქვეყანა მონღოლებზე წინანდებურადაა დამოკიდებული და მათი წარმომადგენელი (ნაცვალი) ერევა აქაურ საქმეებში.




თავად გიორგი ალ აჰრის თხზულებაში 1334 წლის მოვლენებთან დაკავშირებით იხსენიება, როდესაც ზამთარში, ყაენმა აბუ საიდმა(1316-1335) ემირი თაჯ ალ-დინ შეიხ ჰასანი საქართველოში გამოაგზავნა და ნაცვლობა ჩააბარა.ჰასანი ქვეყანაში წამოვიდა, სადაც მას ალ-აჰრის ცნობით შეხვდა Kūrakī Malik-ი(რაც უთუოდ მეფე გიორგის სპარსული ფორმაა[1]), ემსახურა წესისამებრ და შემდგომ, შეიხ ჰასანი, აბუსაიდის ახალი იარლიყის გამოცემის შემდეგ რუმში გაემგზავრა.ამ დროისთვის საქართველო მიუხედავად მისი მონღლებზე დამოკიდებულებისა, საგრძნობლად იყო მოძლიერებული, რაც დასტურდება, როგორც ქართული, ისე ევროპული წყაროებით.თავად მონღოლური უღელი კი, გიორგი მეფის გონივრული პოლიტიკისა და ხელსაყრელი საგარეო ვითარების გამო, ისეთი ძლიერი ვეღარ იყო, როგორც წინა ხანაში.ჰასანის რუმში გამგზავრების შემდგომ, ალ-აჰრი საქართველოს სამეფოში, ჰასანის ადგილას, სხვა ნაცვლის დანიშვნაზე არაფერს ამბობს, რაც გვაძლევს საფუძველს ვიფიქროთ, რომ გიორგი მეფესა და მონღოლთა ხელისუფლებას შორის გარკვეული მოლაპარაკების შემდგომ ნაცვლის ინსტიტუტი საქართველოში გაუქმდა.



1335 წელს ყაენი აბუ-საიდი გარდაიცვალა და ტახტისთვის ბრძოლა მთელი ძალებით დაიწყო.მოკლე ხანში რამოდენიმე უდღეური ყაენი ავიდა ტახტზე, რამაც შემდგომ ერთიანი იმპერია ნაწილებად დაშალა.ბრძოლები გაჩაღდა სხვადასხვა გავლენიან ემირებს შორის, რომელთა შორისაც შეიხ ჰასან ჯალაირი ერთ-ერთი ყველაზე ძლიერი იყო.1336 წლის 25 ივლისს კი, ვანის ტბის სიახლოვეს, ალადაღის მთიანეთში შეიხ-ჰასანის დაჯგუფებამ, გაანადგურა მეორე ბანაკის ჯარი, რომელსაც ემირი ალი ფადიშაჰი სარდლობდა.ჰასან ჯალაირის ავტორიტეტი და გავლენა დიდად გაიზარდა.ამ ბრძოლაში აქტიურად მონაწილეობდნენ ქართველებიც შეიხ ჰასანის მხარეს, ხოლო თავად ალი-ფადიშაჰი ქართული წყაროების ცნობით ქართველმა დიდებულმა - ბოცო წმედიძემ იგდო ტყვედ, რისთვისაც შეიხ ჰასანს დიდძალი საჩუქრები გადაუცია, ხოლო ტაოში დაბრუნებულს, ერისთავ ამირღამბარ ფანასკერტელს მისთვის და მისი შთამომავლობისთვის დიდი პატივი უცია.[2]



ჰასან ჯალაირის მხარეზე მებრძოლი ქართველები საქართველოს მეფის მიერ გაგზავნილი მეომრები არიან[3].როგორც სჩანს, ილხანთა შიდა ბრძოლებში, მეფე გიორგიმ გადაწყვიტა იმ დაჯგუფებისთვის დაეჭირა მხარი, რომელსაც მეთაურობდა მისი ძველი ნაცნობი და მოკავშირეც, შეიხ ჰასანი.



მოკლე ხანში შეიხ ჰასანმა, ალ-აჰრის სიტყვებით, ილხანთა სახელმწიფოს მთელი ხელისუფლება იგდო ხელთ და იმპერია დარუბანდიდან რუმის დასასრულამდე და ხორასანის ჩათვლით გადასცა საკუთარ ხელქვეითებს.უნიკალური სპარსული წყაროს მონაცემებით ჰასან ჯალაირმა დიასბაქირი ჩააბარა ჰაჯი თაღაის, ართანა კი რუმში გამგებლობდა.ჰაჯი ბეკმა კი სამართავად შარური და დვინი მიიღო ნახჭევანამდე ; ხოლო ყველა მიწა ყარაბაღის მისადგომებიდან საქართველოს შესასვლელამდე ემირ შურღანს ჩაბარდა.შირვანი და სასაზღვრო ზონის დუმანი დარუბანდის მიწებამდე შეიხ ჩუბან აყანჯის-ძეს გადაეცა.ასევე განაწილდა მუღანის, ხორასნის, რეის, ყაზვინის, ფარსის და შირაზის მიწები; მუბარაქის და ჰარბატანის დუმნები, ლურის და ბაღდადის მხარეები :



The whole government and the emirship of the country of Iran came under the independent sovereignty of Amir Taj al-Din Shaikh Hasan – may he rest in peace -. He gave Dyarbakr to Hajji Taghay, and Artana served in Rum, where the emir (Shaikh Hasan) had appointed him vicegerent when he set out to take the throne. In that way he assigne Rum to him. He (Shaikh Hasan) gave Sharur and Dwin, as far as Nakhchawan, to Hajji Bek, son of Akji; (the area) from approach to Qarabagh to the entrance to Gurjistan to Amir Surghan; Shirwan and the tuman of the frontier-guard to Shaikh Chuban, the son of Aqanji; Mughan and the hazarah of Barum to his own son-in-law Yusufshah; Khurasan, from the gates of Rayy and Qazwin as far as the river Amuyah to Shaikh Muhammad Maulayad and the kingdom of Fars and Shiraz to Mas’udshah, son of Mahmudshah Irju. On the same day he went to the place where his brother Kaikhusrau was and he had defaulted in his payments. And he(Shaikh Hasan) gave the tuman of Mubarak, the brother of Yigantimur, to Hajji Hamzah; the tuman of Harbatan and Lur-I Kuchik to Shaikh Ali, son of Shaikh Muhhamad Maulayad, and Baghdad and (the area of) the Uyrats to Qarah Hasan. [4]



ამ უნიკალური დოკუმენტის ცნობით საქართველო განაწილებულ მხარეებში აღარ ფიგურირებს(ცნობისთვის ალ-აჰრი მანამდე ყოველთვის ასახელებდა საქართველოს, თუკი ესათუის ყაენი მას რომელიმე ნაცვალს უბოძებდა), ემირ შურღანს მხოლოდ ქვეყნის შემოსასვლელამდე ტერიტორია აქვს ჩაბარებული.ამ დროს ნაცვლის ინსტიტუტი ქვეყანაში მოშლილია და მეფე გიორგი ბრწყინვალე, რომელმაც სულ ცოტა ხნის წინ გააერთიანა სამ ნაწილად დაშლილი ქვეყანა, მთელ სახელმწიფოს ერთპიროვნულად განაგებს. მონღოლთა ჯარებს კი საქართველოს ტერიტორია დატოვებული აქვთ, რაც ასევე დასტურდება, როგორც ქართული, ისე უცხოური წყაროებით.



[1][2][3] // თემო ჯოჯუა - ეფრემ მცირის ჰომილეტიკური კრებულის (S-1276ა) 1370-1390-იანი წლების მინაწერის ცნობები //



[4] Johannes Baptist Van Loon -Ta'rīkh-I Shaikh Uwais : an important source for the history of Ādharbaijan in the fourteenth c entury = history of Shaikh Uwais.p-64.image

0
976
5-ს მოსწონს
ავტორი:ნიკოლოზ ხუციშვილი
ნიკოლოზ ხუციშვილი
976
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0