x
მეტი
  • 23.04.2024
  • სტატია:134468
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508531
,, სანგრები სავსე იყო მატლებით, რწყილებით და სხვა პარაზიტებით, " ცხოვრება ფრონტის ხაზზე
1914 - 15 წწ ზამთარში ქვეითი ჯარისკაცები გაჭირვებულად ცხოვრობდნენ.

თითოეული ბატალიონი ფრონტის ხაზზე რამდენიმე დღე რჩებოდა, შემდეგ გადადიოდა რეზერვში, სანამ წინა ხაზს დაუბრუნდებოდნენ.

image

ბატალიონები მდებარეობას ღამით, დამაკავშირებელი სანგრების საშუალებით იცვლიდნენ. ქვედანაყოფები ერთსა და იმავე ადგილას თვეების განმავლობაში რჩებოდნენ, ასე რომ, ისინი კარგად იცნობდნენ სანგრებს.


სანგრები სავსე იყო მატლებით, რწყილებითა და სხვა პარაზიტებით. ბრიტანელი ჯარისკაცები იმ ადგილას “ ჩატს " ეძახდნენ, რაც ინგლისურად მეგობრულ საუბრებს ნიშნავს . ჯარისკაცები ყოველდღე გადადიოდნენ სანგრიდან სანგარში, რათა ერთმანეთისთვის პარაზიტები მოეშორებინათ . ამას “ სასაუბროდ წასვლა " შეარქვეს .

image

ჯარისკაცებს შეეყარათ ახალი დაავადება, რომელსაც “ სანგრის ტერფი" ეწოდა . დაავადების გამომწვევი მიზეზი ის იყო, რომ მეომრებს უმეტესწილად წყალსა და სიცივეში ჰქონდათ ფეხები. უჩნდებოდათ სოკო, რომელიც ძალზე მტკივნეული დაავადება იყო. ფეხზე დგომა აღარ შეეძლოთ.

1915 წლის იანვარში, თებერვალსა და მარტში 30 000 ზე მეტ ბრიტანელ ჯარისკაცს შეეყარა “ სანგრის ტერფი " . ისინი ბრძოლის ველიდან გაიყვანეს, რათა ორი კვირის განმავლობაში თბილ, მშრალ შენობებში ფეხშიშველებს ევლოთ და ასე განკურნებკლიყვნენ.

მთავარი პრობლემა მოწყენილობა იყო. მათ დროის გასაყვანად სიმღერის, დრამის გუნდები და “ სანგრის სკოლები" ჩამოაყალიბეს.

1915 წლის აპრილში აღმოაჩინეს, რომ “ სანგრის ტერფის" აცილება იქნებოდა შესაძლებელი, თუ ჩექმები იქნებოდა წყალგაუმტარი.

ბოისლავ ტანკოსიჩი, “ შავი ხელის " ხელმძღვანელი, მკვლელობა სარაევოში

დაიწყეს ფეხსაცმლის გაჟღენთა ვეშაპის ქონით. და ხშირად წინდების გამოცვლა. 1916 წლისათვის “ სანგრის ტერფი " იშვიათი დაავადება გახდა.

ჯარისკაცები ცდილობდნენ, შინაურული გარემო შეექმნათ. ამიტომ სანგრებს ნაცნობ სახელებს არქმევდნენ. მაგალითად. ლონდონელი ჯარისკაცების სანგრებს, ხშირად “ რეჯენტ სტრიტი" ერქვა.

გვამების გატანა ბრძოლის ველიდან სიცოცხლისათვის დიდ საფრთხეს შეიცავდა. სანიტრები კვირების განმავლობაში გახრწნილ გვამებს ეხებოდნენ.

0
233
შეფასება არ არის
ავტორი:Teklamaisuraze
Teklamaisuraze
233
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0