x
მეტი
  • 29.03.2024
  • სტატია:134042
  • ვიდეო:353919
  • სურათი:508247
"ბატონო მამუკა, როცა თქვენ მე გამაკოტრეთ მაშინ არ ვიყავით ქართველები და ადამიანები?"

image

"ბატონო მამუკა, როცა თქვენ მე გამაკოტრეთ მაშინ არ ვიყავით ქართველები და ადამიანები?"



შპს „ნიკეს“ დირექტორი და დამფუძნებელი ზურაბ ბიგვავა სოციალურ ქსელში ვრცელ პოსტს წერს.


„არ მინდოდა ამ ციებ-ცხელების დროს რამის დაწერა, მაგრამ ვერ ვიტან ორმაგ სტანდარტებს.
მამუკა ხაზარაძე:
„მე ყველას პატივს გცემთ. არ ვარ აქ იმისთვის მოსული, რომ ოპოზიციის ან პოზიციის გული მოვიგო. აქ ვარ მოსული ქართველებთან, ადამიანებთან, რომლებსაც გვინდა ხვალ ახალი ცხოვრება გვქონდეს და ერთად ვაკეთოთ საქმე. ამ მდგომარეობაში პირდაპირ გეუბნებით, მე მირჩევნია, რომ მოვიდნენ და მითხრან, ზედმეტი ხარ აქ, მაგრამ ამ ქვეყნიდან მე არ წავალ. პირდაპირ ვამბობ, არ წავალ არსად..."
ბატონო მამუკა, 1995 წელს, როცა თქვენ, მე ზურაბ ბიგვავა შპს "ნიკე"-ს დიროქტორი და დამფუძნებელი, თქვენი ბორჯომის წყლის მაქინაციებით გადამაგდეთ რამოდენიმე ათას დოლარში და გამაკოტრეთ მაშინ არ ვიყავით ქართველები და ადამიანები?, თუ ჩვენ არ გვინდოდა ახალი ცხოვრება? ჩვენ არ გვყავდა ცოლშვილი? ჩემი მეწილეები ხომ გაგრიდან ლტოლვილები იყვნენ, უსახლკაროდ დარჩენილები?
თქვენ აქ დარჩით მაშინ საქართველოში შევარდნაძის ნაჩუქარი და ქართველებისთვის (ვისაც ფული ქონდა ბორჯომის ქარხანაში ჩარიცხული) წართმეული 5 მილიონით. ჩვენ კი დავტოვეთ საქართველო პუტჩისტების, თქვენი, ახვლედიანების და შვარდნაძის წყევლით და დედის გინებით.
გული მტკივა, როცა ყველანი მამა აბრამის ბატკნები ხართ.
სამწუხაროდ, ამიტომ არ მჯერა თქვენი!


რაც შეეხება თიბისი ბანკს, ის ხელშეუხებელი უნდა იყოს და ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტი აუცილებლად უნდა აშენდეს. ვფიქრობ ქვეყნის ხელისუფლებას ესმის, თუ რამდენად მნიშვნელოვანია ეს პროექტი საქართველოს ეკონომიკისთვის და უსაფრთხოებისთვის. ასევე ჩემი საყვარელი (სამეგრელოს) რეგიონისთვის“, - აღნიშნავს ზურაბ ბიგვავა.image
9
579
2-ს მოსწონს
ავტორი:ნიკოლოზ ხუციშვილი
ნიკოლოზ ხუციშვილი
579
  
2019, 3 აპრილი, 4:49
კომენტარი ცარიელია ან წაშლილია

პასუხი კანონგარეშე-ის კომენტარზე
2019, 15 მარტი, 18:59
კომენტარი ცარიელია ან წაშლილია

პასუხი კანონგარეშე-ის კომენტარზე
2019, 15 მარტი, 12:45
კარგად მოქცეულხართ, ღირსებაზე მაღლა არაფერი დგას.
სწორედ ამ მიზეზით წამოვედი თავის დროზე თავდაცვის სამინისტროდან, იქ სადაც ჯარისკაცს არ აფასებენ ღირსების მქონე ოფიცრის ადგილი არაა.
მე ჩემი საქმე ვფიქრობ კარგად ვიცი და ჩემი პროფესია კი სანამ კონფლიქტური რეგიონები არსებობს მუდამ იქნება საჭირო.
2019, 15 მარტი, 8:37
კომენტარი ცარიელია ან წაშლილია

2019, 15 მარტი, 8:30
კომენტარი ცარიელია ან წაშლილია

პასუხი კანონგარეშე-ის კომენტარზე
2019, 15 მარტი, 0:34
ბანკთან ერთადერთი შეხების წერტილი მაქვს, ხელფასი გამომაქვს ბარათით.
იმხელა მოგების მარჟა აქვს ქართულ ბანკებს გაჭირვებას რა ვუთხარი, თორემ საერთოდ არ უნდა გაეკაროს კაცი.
2019, 14 მარტი, 17:45
კომენტარი ცარიელია ან წაშლილია

პასუხი კანონგარეშე-ის კომენტარზე
2019, 14 მარტი, 15:38
ხაზარაძისთვის, რომ არ გადაეცათ პირდაპირი წესით ანაკლიის პორტის მშენებლობის ტენდერი, დღეს პორტი ამუშავებული იქნებოდა.
ბატონი თემურ ქარჩავას იდეა იყო ანაკლიაში პორტის აშენება, უზარმაზარი ინვესტიცია მოიზიდა, მაგრამ აიღეს და ხაზარაძეს გადასცეს კონსორციუმი.
ქარჩავა პირადად დებდა 100 მილიონ დოლარს, დანარჩენს დებდნენ მისი კომპანიონები და უდიდესი ჩინური პორტმშენებელი კომპანია, რომლის წლიური ბრუნვა 100 მილიარდი დოლარია.
ანაკლიის პორტი იქნებოდა ჩინეთის სახელმწიფოს ინტერესთა სფეროში და რუსებიც ცხვირს ვერ შემოყოფდნენ.
2019, 14 მარტი, 14:42
კომენტარი ცარიელია ან წაშლილია

0 1 9