x
image
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
Mediator image
ახალგაზრდა ქალი "ბრაზილიურ უკანალს" შეეწირა
image
29
წლის ბრიტანელი ახალგაზრდა ქალი ლეა კემბრიჯი (Leah Cambridge)გარდაიცვალა პლასტიკური ოპერაციის დროს, პროცედურის დროს ქალს სამჯერ დაემართა გულის შეტევა.


როგორც ცნობილი გახდა, ქალს ყოველთვის სურდა, გაედიდებინა უკანალი - ე.წ "ბრაზილიური დუნდულები" ჰქონოდა. ოპერაციის დროს ცხიმებს წელის და მუცლის არედან იღებენ და უკანალში შეჰყავთ, ეს გახლავთ გავრცელებული პრაქტიკა.


სასიკვდილო პროცედურა ლეა კემბრიჯმა თურქეთში, იზმირის კლინიკა

Elite Aftercare-ში ჩაიტარა. ქალმა პლასტიკურ ოპერაციაში 5 000 ფუნტი სტერლინგი გადაიხადა.


image

როგორც ლეას საყვარელი სკოტ ფრენკი აცხადებს, ახალგაზრდა ქალმა ჯერ დაჯავშნა პროცედურა და შემდეგ გაემგზავრა თურქეთში მას შემდეგ, რაც რამდენჯერმე გამოთქვა ოპერაციის გაკეთების სურვილი.

image

"რამდენჯერმე მესაუბრა ამის შესახებ, დაინტერესებული იყო და ოდესღაც აუცილებლად გაიკეთებდა, სანამ წავიდოდა, ურჩიეს, წონაში მოემატებინა, რადგან "ბრაზილიური უკანალის" ოპერაცია, რითაც ლეა იყო დაინტერესებული, გარკვეულწილად სარისკოა და მაღალი სიკვდილიანობით გამოირჩევა."


იზმირელი ექიმი ალი უსკანი ტრაბახობდა, რომ "წამობზეკილ უკანალს"ყოვედღიურად აკეთებს და მისი პაციენტების სიაში იყვნენ ისეთი ცნობილი ადამიანები, როგორებიც არიან: ამბერ დოუდინგი(რეალიტი შოუს მონაწილე) და ლაურენ გოდგენი(ინგლისელი ტელეწამყვანი).


შეგახსენებთ, სულ რამდენიმე დღის წინ ბელგიელი მილიარდერი სასქესო ორგანოს გადიდების ოპერაციის დროს გარდაიცვალა.

0
326
4-ს მოსწონს
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
Mediator image
326
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0