x
image
მანჩო 777
Facebook-ის და Instagram-ის მომხმარებლებს მთელ მსოფლიოში შეექმნათ პრობლემები
''მომხმარებლები უკვე რამდენიმე საათია განიცდიან დისკომფორტს იმის გამო, რომ სოციალური ქსელები Facebook და Instagram რთულად ხელმისაწვდომი გახდა"- ამის შესახებ განაცხადეს ქსელების პრობლემებზე მომუშავე საიტ Downdetector-ის ადმინისტრატორებმა.



image


2012 წელს დაარსებულ სოციალურ ქსელ Instagram-ში ხარვეზები გუშინ, 13 თებერვალს დაახლოებით საღამოს 19 საათიდან დაიწყო. როგორც იცით, Instagram გახლავთ კომპანია Facebook-ის კუთვნილება.

მომხმარებლები ყველაზე ხშირად უჩიოდნენ იმას, რომ არ შეეძლოთ საკუთარ აქაუნთებზე შესვლა, ზოგიერთი მათგანი ვერ ახერხებდა სიახლეეების ზოლის ნახვას. ცოტა ხნის შემდეგ აღნიშნული პრობლემები სოციალურ ქსელ Facebook-ის მომხმარებლებსაც შეექმნათ. ისინი ყველაზე ხშირად უჩიოდნენ იმას, რომ ვერ ახერხებდნენ საკუთარ პროფილზე შესვლას.


ქსელების გაუმართაობის შესახებ ინფორმაცია შევიდა აშშ-დან, რუსეთიდან, ბრაზილიიდან, ინდოეთიდან, პორტუგალიიდან, დიდი ბრიტანეთიდან, პოლონეთიდან და კიდე ბევრი სხვა ქვეყნიდან.


გართულებულად მუშაობდა აგრეთვე Facebook Messenger და WhatsApp აპლიკაციები, რომლებიც ასევე წარმოადგენს Facebook-ის კუთვნილებას.

ქსელების მუშაობასთან დაკავშირებული პრობლემები აღინიშნა საქართველოშიც. გართულებული იყო საკუთარ პროფილზე შესვლა, არ იგზავნებოდა ან რთულად იგზავნებოდა შეტყობინებები, ვერ ხერხდებოდა გვერდების და ჯგუფების სიახლეების ნახვა. პრობლემები გაჩნდა ინტერმედიის ფეისბუქ-გვერდზეც: შეძლებელი გახდა სტატიების და სხვა პოსტების გაზიარება.

Facebook-ის ხელმძღვანელობა აცხადებს. რომ იციან პრობლემის არსებობის შესახებ და მას რაც შეიძლება მალე აღმოფხვრიან.

p.s. დღეს დილიდან Facebook უკვე გამართულად მუშაობს. იმედია, მსგავსი პრობლემები კიდევ აღარ განმეორდება.

0
39
5-ს მოსწონს
ავტორი:მანჩო 777
მანჩო 777
39
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0