x
მეტი
  • 19.04.2024
  • სტატია:134384
  • ვიდეო:351974
  • სურათი:508460
ოსმალეთის მმართველთა უსასტიკესი კანონი
ოსმალეთის მმართველთა უსასტიკესი კანონი


მეჰმედ II (მეფობის წლები 1451-1481) მსოფლიო ისტორიაში ცნობილია კონსტანტინოპოლის აღების გამო. მისი მმართველობის დროს მიღებული იქნა ერთი უსაშინლესი კანონი. როდესაც ოსმალეთის ტახტზე ავიდოდა ოსმალეთის აწ უკვე გარდაცვლილი სულთნის ვაჟი, მას აუცილებლად უნდა დაეხოცა ყველა თავისი ძმა, იმისთვის, რომ თავიდან ყოფილიყო აცილებული აჯანყების ყველა შესაძლო შემთხვევა. ამ კანონის მიღება მეჰმედს შთააგონა 1402-1413 წლების უმეფობის ხანამ, როდესაც ანკარის (ანგოლას) ბრძოლაში დამარცხებული სულთნის - ბაიაზიდ II-ის (1389-1402) შვილებმა ტახტისთვის ბრძოლა წამოიწყეს და სახელმწიფო უმძიმეს ვითარებაში ჩააგდეს.


მეჰმედ III


ამ კანონს ასწლეულების განმავლობაში იცავდნენ ოსმალები. ოსმალეთის ერთ-ერთი სულთნის - მურად III-ის ტახტზე ასვლის დროს, მან 5 უმცროსი ძმა მოაკვლევინა, ხოლო როდესაც მისი შვილი - მეჰმედ III ავიდა ტახზტე, მან 19 უმცროსი ძმა მოაკვლევინა. ასეთი ფაქტები მრავლად იყო ოსმალეთის ისტორიაში. ამავე მეჰმედ III-მ ასევე შემოიღო კანონი, რომლის მიხედვითაც უფლისწულებს ეკრძალებოდათ მამის სიცოცხლეში მონაწილეობა მიეღოთ სახელმწიფოს მართვის საქმეებში, რის გამოც ისინი შინა პატიმრობაში ჰყავდათ ჰარამხანაში.






ასევე დაგაინტერესებთ:


1. 160 სამეცნიერო სტატია

2. 100 სტატია საქართველოს ისტორიისა და კულტურის შესახებ

3. 64 სტატია საქართველოს ისტორიისა და კულტურის შესახებ

4. 40 სტატია რელიგიის შესახებ



ავტორი: თორნიკე ფხალაძე


3
967
2-ს მოსწონს
ავტორი:თორ ნიკე
თორ ნიკე
Mediator image
967
  
გეთანხმებით, ოღონდ იმ ფონზე, რაც იყო თუნდაც ერთი საუკუნის წინ, ახლა მართლაც საუკეთესო დროა...
2019, 15 მარტი, 4:10
ახლა საუკეთესო დროა კაცობრიობის ისტორიაში მორალის მხრივ.
2019, 14 მარტი, 10:36
აბა, ინტერნეტმა და სოცქსელებმა გააგიჟა ხალხიო?(( ა, ბატონო, რა ხდებოდა აზიაში და ევროპაში ხომ საერთოდ ასწლეულების განმავლობაში კოცონი და ცეცხლი არ ჩამქრალა((
0 1 3