x
image
Teklamaisuraze
ვარდებით მოფინა თოვლი, თოვლიც ვარდისფერი იყო. ოლია ოკუჯავას წერილი გალაკტიონ ტაბიძეს მიწერილი

ჩემო ძვირფასო, ჩემო უგონო სიყვარულო!

image

აი, მიიღე ჩემგან ეს მინდვრის ყვავილები, ისინი ნორჩებია და უტყვი, მაგრამ მაინც თავდავიწყებით მოისწრაფვიან შესნკენ.

ჩემო ძვირფასო, ყოველდღიურად გადავცემთ შენს მოკითხვას ჰაერის ტალღებს . ხომ გესმის?

რატომ იცვლება წელიწადის დროები, თეთრი ღამეები

image

ხო, მე არ ვიღებ შენს წერილებს . ო, მე მიყვარს დუმილი, მაგრამ რარიგ ძნელია მთელი სიცოცხლე ესაუბრო დუმილს. არ გსაყვედურობ, არ არის საჭირო. მაინც მოგწერ და მოგწერ ბარათებს, სანამ ცხოვრების ქარიშხალი სამუდამოდ არ დამიხუჭავს თვალებს.

ო, დღევანდელი დილა იყო ვარდისფერი, ვარდისფერი. მზემ სისხამზე ვარდებით მოფინა თოვლი. თოვლიც ვარდისფერი იყო. ასეთი დიდებული ვარდისფერი ჯერ არ მინახავს არც ბუნებაში, არც ხელოვნებაში.

ამ ვარდისფერ ტონებში გაბრწყინდა, აკიაფდა ვარდისფერი ფიფქები . მომაგონდა შენი “ იისფერი თოვლი ". ოი, როგორ ფეიერვერკებად ტრიალებენ. ეხვევიან ერთურთს ოცნებათა ვარდისფერი და იისფერი ტონები . და როგორ ეწვიოს მათ ადამიანის სულის სწრაფვა, ადამიანის ფიქრი, გრძნობა იმისა _ დიადი და მიუწვდომელი რომ აქციოს მისაწვდომი, ხელშესახები, რათა დამკვიდრდეს მთელ ქვეყანაზე ბედნიერება _ რამეთუ ადამიანი იმსახურებს ამას!

“ დიდი თამარი"

image

ჩემო ძვირფასო გალიკ.

ირგვლივ ყინულის ლოლუები ბრჭყვიალებენ და ალმასებად იცრემლებიან. მაშ, ახლოა გაზაფხული.

ჩემო ძვირფასო, ტიტანური ძალით მინდა მოგეხვიო . შინ ყოფნა მინდა, მორჩა და გათავდა .

ძვირფასო გალიკ, გული მეწურება. ვიგონებ რიონს, რომლის ნაპირზეც არაერთხელ გვისაუბრია მდინარის ნაზ ჩკრჩულში, რომელიც ერთვოდა მთვარის სხივების ციმციმს ტალღებზე...

ძვირფასო, უკვე ძალიან მიჭირს წერილის წერა მშვიდობით.

შენი ოლია. მას გაგიჟებით უყვარხარ

1941 წ. 14 მარტი

0
40
1-ს მოსწონს
ავტორი:Teklamaisuraze
Teklamaisuraze
40
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0