x
image
დავითი ჩუთლაშვილი
მელა ფერმაში შეიპარა. ქათმებმა ის დაკორტნეს და მოკლეს
ქათმები

რამ შეიძლება მოკლას მელა?


ალბათ სიბერემ, ავადმყოფობამ, მასზე უფრო მოზრდილმა ცხოველებმა... მიზეზი შეიძლება იყოს უამრავი, მაგრამ ის, რაც სულ ცოტა ხნის წინ ერთ-ერთ ფრანგულ ფერმაში მოხდა, სცდება საღი განსჯის ყოველგვარ უნარს.


ფრანგულ ფერმაში რამდენიმე ათასმა ქათამმა ნისკარტებით დაკორტნა მელა, რომელიც ძალიან მალე მოკვდა.



ეს ძალიან უცნაური შემთხვევა სასოფლო-სამეურნეო აკადემიის ფერმის ტერიტორიაზე მოხდა.


მელა შეიპარა ფერმაში, სადაც უამრავი ქათამი იმყოფებოდა. მოულოდნელად მის უკან ავტომატურად დაიხურა ელექტრონული კარი, რომელიც შუქის სენსორზე რეაგირებდა და მელა პირისპირ აღმოჩნდა ათასობით ქათმის წინაშე.


ალბათ თავდაპირველად მის სიხარულს საზღვარი არ ჰქონდა, არა?


მაგრამ ნათქვამია, მელა ბჭობდა, ღმერთი კი იცინოდაო.


დილით ახალგაზრდა მელიის დაგლეჯილ-დაწიწკნილი სხეული გიგანტური საქათმის კუთხეში მიგდებული იპოვეს ფრინველების მომვლელებმა.


"ქათმები ჯოგის ინსტინქტმა აიტანა და სწორედ ამ ინსტინქტით ატანილები დაესხნენ მელას თავს ერთდროულად, " განუცხადა ფერმის მმართველმა, პასკალ დანიელმა ახალი ამბების სააგენტო "ფრანს პრესს."


ქათმების დიდ ჯგუფს შეეძლო მელის დაშინება. შესაძლოა, ცხოველი დაპანიკდა, როცა ამ რაოდენობის მოწინააღმდეგე დაინახა, " უთხრა დანიელმა ადგილობრივ გაზეთს.


ფერმა გრო-შენის ტერიტორიაზე, სადაც ეს დაუჯერებელი შემთხვევა მოხდა, 6000 ქათამი იმყოფება. საკმაოდ მოზრდილი ტანის ფრინველები არიან, მაგრამ ქათმებს მელა მოეკლათ, მსგავსი შემთხვევა აქამდე ჯერ არსად არავის არ ახსოვს.

0
189
1-ს მოსწონს
ავტორი:დავითი ჩუთლაშვილი
დავითი ჩუთლაშვილი
189
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0