x
მეტი
  • 20.04.2024
  • სტატია:134427
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508502
ჩვენ ხომ არ ვიცით დაფასება ბედნიერების და რომ დავკარგავთ, მაშინ უკვე ყველაფერს ვხვდებით-პოეზიის მოყვარულთათვის
ახალგაზრდა პოეტის, ნინო ხურციძის ლექსი.


ჩვენ ხომ არ ვიცით დაფასება ბედნიერების,
და რომ დავკარგავთ, მაშინ უკვე ყველაფერს ვხვდებით,
ნამდვილ სიყვარულს ვერ შეხვდებით ქვეყნად იოლად,
იოლად მხოლოდ მოთხრობებში, ლექსში შეხვდებით...
ხელს არ გავუწვდი იმ უგუნურს, თავს რომ ვერ თოკავს,
სიყვარულისთვის თავის მოკვლას რომ დააპირებს,
არც ცრემლები მწამს, სატრფოსათვის რომ დაუღვრიათ,
"ვისაც უყვარხარ, ის არასოდეს არ აგატირებს"...
ხანდახან როცა მარტო ვრჩები, ჩავუფიქრდები,
სიყვარულისთვის თუ ღირს ვცალოთ ამდენი წლები?
დავფიქრდეთ ერთი, რა დარჩება შედეგად ბოლოს, -
დაღლილი გული, ნაოჭები და თეთრი თმები...

image



image
image


ავტორი : ნინო ხურციძე













0
35
2-ს მოსწონს
ავტორი:ნათია ჩხობაძე
ნათია ჩხობაძე
35
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0