x
image
_K_
გვითხარით, როგორი ფორმის წარბები გაქვთ და გამოვიცნობთ თქვენს ხასიათს
imageთუ თვალები სულის სარკეა, მაშინ წარბები სარკის ჩარჩო გამოდის. წარბებსაც შეუძლია ბევრი რამ გვითხრას თქვენს ხასიათზე.

გამოცადეთ ფსიქოლოგიური თეორია საკუთარ თავზე (ან ნებისმიერზე თქვენ გარშემო) ახლავე!







ჩვეულებრივი წარბები

ჩვეულებრივი, ფართო წარბები ერთმანეთისგან დაშორებული თმის ღერებით ტრაიდიციების, ბუნებრიობის სიყვარულსა და ხასიათის მთლიანობაზე მეტყველებს. ამავე დროს, ეს იმასაც ნიშნავსს, რომ თქვენს კამპანიაში ყოფნა ადამიანებს სიამოვნებას ანიჭებს.

image








ძალიან გრძელი წარბები


ასეთი წარბების მქონე ადამიანები, როგორც წესი, კარგად უმკლავდებიან სტრესს და კონტაქტურები არიან. ისინი ძლიერი ინდივიდუალები არიან, რომლებსაც ამოუწურავი შინაგანი რესურსები და ინტერესის უამრავი წყარო აქვთ. თუ ამ ტიპის ადამიანს მიეკუთვნებით, სავარაუდოდ, პრობლემებს მარტო უმკლავდებით ხოლმე და იშვიათად უზიარებთ საკუთარ დარდს სხვებს.

image






მოკლე წარბები

მიწაზე მყარად დგახართ და დიდ ყურადღებას აქცევთ მცირე დეტალებს. არ მოგწონთ, როცა სხვები საკუთარ პრობლემებზე წუწუნებენ, რადგან თქვენც გაქვთ ცხოვრებაში რთული პერიოდები, მაგრამ ახერხებთ გამკლავებას. თქვენთვის გადაულახავი დაბრკოლება არ არსებობს, ეს ეჭვგარეშეა!

image








სქელი წარბები

თავდაჯერებული ხართ, აფასებთ საკუთარ გარეგნობას და შინაგან ძალას. თქვენნაირი ადამიანები მარტივად ართმევენ თავს კონფლიქტებს. როცა მიზანს დაისახავთ, მისკენ მიმავალ გზაზე თქვენი შეჩერება შეუძლებელია. ნაკლებად გაინტერესებთ, რას ფიქრობენ სხვები თქვენზე, სიამოვნებას იღებთ საკუთარი ცხოვრებით. ადამიანებს ასეთი წარბებით ხშირად "თავისუფალ სულებს" ეძახიან!

image








წვრილი წარბები

წვრილი, თხელი წარბები თანდაყოლილ მგრძნობიარობაზე მეტყველებს. კონფლიქტები თქვენი პრიორიტეტების სიაში ნამდვილად არ შედის და წარმატებით ახერხებთ მათ თავიდან აცილებას. კარგი მსმენელი ხართ და გაქვთ სურვილი, დაეხმაროთ ადამიანებს თქვენ გარშემო.

image








წარბები მაღალ რკალად

თუ ასეთი წარბები გაქვთ, სენსიტიური ხართ და ყველას არ ეკონტაქტებით. პირველი შეხვედრისას ადამიანებს ხშირად ექმნებათ არასწორი წარმოდგენა თქვენზე. მათ ეგოისტ და ქედმაღალ ადამიანად მიაჩნიხართ. სიმართლე ისაა, რომ, უბრალოდ, თავს შორს იჭერთ და არ იხსნებით ადამიანებთან, რომლებსაც თქვენი ნდობა არ დაუმსახურებიათ. რაც შეეხება ხასიათს, პერფექციონიზმი და საკუთარი თავის კრიტიკა თქვენი ახლო კომპანიონები არიან, ასე არ არის?

image








წარბები დაბალ რკალად

ასეთი წარბების მქონე ადამიანები კეთილები არიან და მათი ნდობა ნამდვილად ყველა სიტუაციაში შეგიძლიათ. ისინი ყურადღებიანები არიან და კარგად გამოსდით გრძელვადიანი ურთიერთობების აწყობა.

image








სამკუთხა ფორმის წარბები

კუთხოვანი ფორმის წარბები თქვენს ენერგიულ, აქტიურ ბუნებაზე მიუთითებს. გაქვთ სიტუაციების სწრაფად გაანალიზებისა და გადაწყვეტილებების მალე მიღების უნარი. ასეთმა სპონტანურობამ ზოგჯერ შესაძლოა არასასურველი შედეგებიც გამოიწვიოს, მაგრამ უპირატესობებიც აქვს: ხალხი არასდროს იწყენს თქვენთან! ბუნებრივად ლიდერი ხართ, კარგად გამოგდით სხვების შთაგონება და არ გაურბიხართ პასუხისმგებლობებს.

image








მრგვალი წარბები

ასეთი წარბები უდავოდ სიკეთისა და ყურადღებიანობის ნიშანია. არასდროს ხართ ინდიფერენტული სხვა ადამიანების პრობლემების მიმართ და ყოველთვის მზად ხართ მათ დასახმარებლად.

image





თითქმის სწორი წარბები

წარბები მკაფიო მრუდების გარეშე ანალიტიკურ გონებასა და რაციონალურ აზროვნებაზე მეტყველებს. "ორჯერ გაზომე, ერთხელ გაჭერი", - ეს ფრაზა საუკეთესოდ გადმოსცემს თქვენს მიდგომას ცხოვრებისადმი. მიუხედავად ამისა, არ გერიდებათ ისეთი უსიამოვნო სიმართლის გაჟღერება, რის დამალვასაც სხვები ამჯობინებენ.

image








"დიაგონალური" წარბები

წარბები, რომლებიც ბოლოებში აწეულია, თქვენს ძლიერ ემოციებსა და ვნებაზე მეტყველებს. დიდ შთაბეჭდილებას ახდენთ ადამიანებზე, რომლებსაც ხვდებით. თქვენნაირებმა ზუსტად იციან, რა სურთ ცხოვრებისგან და ყოველთვის პოულობენ უმოკლეს გზას წარმატებისკენ.

image








თითქმის უჩინარი წარბები

ასეთი წარბები საკმაოდ იშვიათია. რთულია, ის რომელიმე სხვა ფორმას მიაკუთვნოთ. უდაოდ, ასეთი წარბები დაუცველობის ნიშანია. ეჭვი გეპარებათ საკუთარ ხასიათსა და შესაძლებლობებში, რაც თავდაუჯერებლობასა და სიმორცხვეს განაპირობებს. ეჭვგარეშეა, არ ხართ ეგოისტი და არც აგრესიისკენ გაქვთ მიდრეკილება. გირჩევთ, დაამარცხოთ ეჭვები საკუთარ თავზ, ფართოდ გაშალოთ ფრთები და გაფრინდეთ ახალი მიღწევებისკენ!

image








ასევე დაგაინტერესებთ:


1. ფსიქოლოგიური ტესტი: აირჩიეთ წარმატებული ქალბატონი და გაიგეთ, რას ამბობს თქვენი არჩევანი

image


2. რატომ ვყიდულობთ ნივთებს, რომლებიც არ გვჭირდება - ფსიქოლოგები 10 სიტუაციას ხსნიან

image

3. ეს ფოტოები აჩვენებს, რომ სამყაროში 2 ტიპის გოგონები არიან

image

0
1030
4-ს მოსწონს
ავტორი:_K_
_K_
1030
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0