x
მეტი
  • 28.03.2024
  • სტატია:134037
  • ვიდეო:353919
  • სურათი:508247
"ფენიქსის ნათება" - მისტიკა თუ რეალობა? რა მოხდა არიზონას შტატში 13 მარტს
image

1997 წლის 13 მარტს ა.შ.შ-ს ქალაქ ფენიქსის თავზე მოხდა ინციდენტი, რომელმაც ყველა არსებული მითი თუ რეალობა გადაფარა, რაც აქამდე უცხოპლანელტელებზე თუ ამოუცნობ მფრინავ ობიექტებზე არსებობდა.


ათასობით თვითმხილველის თანდასწრებით, ფენიქსის თავზე V ასოს ფორმის გიგანტური კოსმოსური ხომალდი გამოჩნდა. მისი ელვარე შუქები ათასობით ადამიანმა დაინახა 3:30-დან 6:30-მდე 480 კილომეტრის რადიუსში ნევადის საზღვრიდან დაწყებული და ტუსონით დამთავრებული.

მოწმეები აღწერდნენ მის ზომას, ყოველი მათგანი თითქმის ერთნაირ სიდიდეებს ასახელებდა – ამო სიგანეში თითქმის ნახევარი კილომეტრი იყო .


image

" არიზონას გუბერნატორის თანამდებობაზე მეორე ვადით ყოფნის დროს ვნახე ის, რაც ლოგიკას ეწინააღმდეგება და სამყაროზე ჩემი წარმოდგენა შეცვალა" – ამტკიცებდა შტატის გუბერნატორი ფაიფ საიმინგთონი.(Fife Symington).- საღამოს 20:00-20:30 საათებს შორის უხმაუროდ მფრენი გიგანტური ხომალდი დავინახე. ეს მყარი ობიექტი იყო და არა მოჩვენება. ის წარმოუდგენლად დიდი იყო, მკაფიოდ გამოხატული წინა ნაწილით, რომელზეც სინათლეები ენთო. როგორც პილოტი და ამერიკის საჰაერო ძალების ოფიცერი, დარწმუნებით შემიძლია ვთქვა, რომ ხომალდი არც ერთ, ადამიანის მიერ შექმნილ ობიექტს არ ჰგავდა“.

image

ყველა თვითმხილველი, მათ შორის ჰაერში მყოფი თვითმფრინავების პილოტები, ერთსა და იგივეს ჰყვებოდნენ. ამო V-ს მაგვარი ფორმითა და ხუთი მანათობელი წერტილით ჩრდილოეთიდან სამხრეთისკენ მიფრინავდა. ის ხან მიწასთან ახლოს ლივლივებდა, ხან უზარმაზარი სიჩქარით ჰორიზონტს მიღმა იკარგებოდა.


ისტერიკამ და ამ მისტიკურმა ამბავმა მთელი ამერიკა მოიცვა, ერთ-ერთმა მსხვილმა გამოცემამ „USA Today“-მ გაზეთის ერთი გვერდი მთლიანად ამ ამბავს დაუთმო.


ფენიქსის ფენომენით დაინტერესდნენ მეცნიერებიც. არიზონას შტატის უნივერსიტეტის სპეციალისტებმა თვითმხილველების და ფოტო-ვიდეოს მასალების საფუძველზე კომპიუტერული მოდელი შექმნეს.


პროფესორმა პავლოს მიკელიდისმა გამოთვალა, რომ თუ ასეთ ზომის(460მეტრი)მფრინავ აპარატს ჩვენთვის ცნობილი მასალისგან, დურალუმინისგან და ტიტანისგან ავაგებდით, მაშინ მისი მასა 1, 6 მილიონი ტონა იქნება, რომელსაც ვერც ერთი თანამედროვე ძრავა ადგილიდანაც კი ვერ დაძრავდა.


„რაღაც უცნობ ტექნოლოგიებთან გვაქვს საქმე. მომავალში ჩვენ ალბათ გავარკვევთ, თუ რა არის ეს“ – განაცხადა პროფესორმა.

image

ამასობაში კი აშშ-ს საჰაერო-სამხედრო ძალებმა ოფიციალური განცხადება გააკეთეს, მათი მტკიცებით, ეს მანათობელი შუქები თვითმფრინავ A-10 Warthog-იდან იყო გაშვებული, რომელმაც იმ დღეს სასწავლო გაფრენა განახორციელა "ბარი გოლდტოუტერის" ბაზაზე. თუმცა ამ ვერსიის არავის სჯეროდა.


თუმცა იყო მეორე ვერსიაც, რომ ეს იყო მანათობელი საჰაერო ბურთები, ამის მტკიცებულებად გამოდგება ანალოგიური ფაქტი, რომელიც 2007 და 2008 წლებში მოხდა, ლიუკის საჰაერო-სამხედრო ბაზიდან გაშვებული სასიგნალო შუქურები, რომელიც ჰელიუმის საჰაერო ბურთებზე იყო მიმაგრებული.


"ფენიქსის ნათებაზე" რამდენიმე დოკუმენტური და მხატვრული ფილმია გადაღებული.



0
277
2-ს მოსწონს
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
Mediator image
277
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0