x
მეტი
  • 27.03.2019
  • სტატია:87705
  • ვიდეო:338196
  • სურათი:449484
სხეულმა იცის როდის ახლოვდება სიკვდილი. ყველაფერი ცხვირიდან იწყება

ადამიანის სხეული რთული სისტემაა, რომლის გაგებაც მარტივი არაა. მეცნიერები ჯერ კიდევ ცდილობენ იმის გარკვევას, თუ რა და რატომ მუშაობს ისე, როგორც მუშაობს. ჯერ კიდევ ზუსტად არ ვიცით, საიდან მოდის გრძნობა და ემოცია. კიდევ ერთი რამ, რომელიც დღემდე ამოცანად რჩება - სიკვდილის წინა მომენტი.


image

ექიმების უმრავლესობის თქმით, გარდაცვალებამდე ბევრი პაციენტი გრძნობს, რომ სიკვდილი ახლოვდება. ამას ექიმებზე უფრო ადრე ხვდებიან. მათი მაჩვენებელი შეიძლება გაუმჯობესდეს და ექიმმა შეიძლება იფიქროს, რომ ჯერ კიდევ შეიძლება ყველაფერი შეიცვალოს, მაგრამ პაციენტები დასასრულის მოახლოებას უკვე გრძნობენ.


მეექვსე გრძნობის მქონე ადამიანები ახლობლებს ემშვიდობებიან. არის უცნაური რამ, რასაც ისინი გარდაცვალებამდე გრძნობენ. ისინი წარსულში თავიანთ მტრებს პატიობენ და არეგულირებენ ურთიერთობას, რომელსაც გამოსწორება სჭირდება, რომ დაუსრულებელი საქმის გარეშე არ წავიდნენ.


ეს ძალიან გავრცელებული არაა, მაგრამ ხშირად ისე ხდება, რომ ადამიანი სიკვდილის მოახლოებას გრძნობს. ცოტა უცნაურია, მაგრამ ამასთან, კარგიც, რადგან შეგიძლიათ ახლობლებს დაემშვიდობოთ.


კენტის უნივერსიტეტის ფსიქოლოგთა სკოლაში კვლევა ჩაატარეს, რომლის შედეგად გამოვლინდა, რომ ადამიანები სიკვდილს სუნით გრძნობენ.


არნო ვისმანმა, კვლევის ხელმძღვანელმა, სიკვდილის პროცესის დროს ადამიანის სხეული გააანალიზა. როგორც აღმოჩნდა, როცა ადამიანი კვდება, სხეული იშლება და ამ პროცესის დროს ბევრი არომატი თავისუფლდება. ერთი არომატი არის - პუტრესცინი, რომელიც რღვევის პროცესის შედეგია. ადამიანი ცნობიერად ამ სუნს ვერ ცნობს და ვერ ამჩნევს, მაგრამ ქვეცნობიერად მისი გარჩევა შეუძლია და იცის, რომ დასასრული ახლოვდება.


არნო ვისმანმა სხვადასხვა ექსპერიმენტი ჩაატარა, რომლის დროსაც პუტრესცინის, ამიაკის და წყლის სუნები გამოიყენა. კვლევის მონაწილეებს სხვადასხვა სუნების დაყნოსვამ მოუწიათ და შემდეგ მათი რეაქცია შეისწავლეს. მონაწილეებმა პუტრესცინი უარყოფით ემოციებთან დააკავშირეს, თუმცა არც ერთი მონაწილისთვის ეს სუნი ნაცნობი არ იყო. ამასთან არც ერთმა მონაწილემ პუტრესცინი სიკვდილთან ან შიშთან არ დააკავშირა. ეს იმიტომ, რომ ჩვენი ცნობიერი კავშირს ვერ ხედავს, ქვეცნობიერი – კი.


კენტის უნივერსიტეტის ფსიქოლოგთა სკოლაში ჩატარებული კვლევა მხოლოდ ნაწილია, რომელთაც მეცნიერები ეჯახებიან. ჩატარებული იქნა კვლევები, რომლებიც გრძნობების და სუნების კავშირს აჩვენებს. მაგ, ზოგიერთი სუნი შიშის ან სტრესის შეგრძნებას გვაიძულებს.


სწორედ ამიტომ, როცა ვინმე, ვინც ავადაა და თქვენი ნახვა სურს, აუცილებლად მოინახულეთ. შესაძლოა, მან იცის, რომ სიკვდილი ახლოვდება და თქვენთვის უკანასკნელი სიტყვის თქმა სურს. თუ ამ შესაძლებლობას ხელიდან გაუშვებთ, მთელი დარჩენილი ცხოვრება ინანებთ.


ასევე დაგაინტერესებთ:

1. რას ნიშნავს სინამდვილეში „პატივისცემა“ - უფრო მეტია, ვიდრე უბრალოდ ქალისთვის კარის გაღება

2. მამობა არა „ცოლის დახმარება“, არამედ ბავშვისთვის მშობლობის გაწევაა

3. მშობლების დაკარგვა ყოველთვის შეგცვლით: მნიშვნელობა არ აქვს რამდენი წლის ხართ

4. აი, რატომ არ იმსახურებთ იყოთ ბედნიერი

5. როგორ უნდა ვიცხოვროთ - უძველეს ხელნაწერებში დაწერილი ცხოვრების 9 წესი

6. გაზლაითინგი: ფსიქოლოგიური მანიპულაციის ერთ-ერთი ყველაზე საშიში მეთოდი

7. მეცნიერების დასკვნა: მარტოხელა ქალები უფრო დიდხანს ცხოვრობენ

8. ემოციური ძალადობის 30 ნიშანი

9. 10 რამ, რაც ნათესავებსაც არ უნდა გაუმხილოთ

10. ტესტი: რამდენად კარგი ადამიანი ხართ

11. 26 კითხვა, რომლებიც საკუთარი თავის უკეთ შეცნობაში დაგეხმარებათ

12. 3 კრიტერიუმი, რითაც ადამიანი პირველი შეხვედრისას გაფასებთ


უფრო მეტი იხილეთ აქ: Yoona-ს არხი

0
1967
შეფასება არ არის
ავტორი:Yoona
Yoona
1967
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0