x
მეტი
  • 26.04.2024
  • სტატია:134530
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508588
მარტივი ტესტი თქვენი ქვეცნობიერის სიღრმეების გასაშიფრავად
ყოველ ადამიანს გარკვეული თვისებები და ღირსებები გააჩნია და სხვადასხვა სიტუაციებში განსხვავებულ როლებს ასრულებენ. როგორც ფსიქოლოგები ირწმუნებიან, ადამიანის პიროვნების სრული დახასიათება მაშინ შეგვიძლია, როცა მისი ქვეცნობიერის სიღრმეებს ჩავწვდებით.imageგთავაზობთ მარტივი ტესტის გავლას. უბრალოდ, შეხედეთ სურათს, და ისე, რომ ძალიან დიდხანს არ დააკვირდეთ, დაასახელეთ ის ცხოველი, რომელიც პირველად მოგხვდებათ თვალში. ეს რაც შეიძლება სწრაფად უნდა გააკეთოთ.

image

უკვე აირჩიეთ? ახლა კი წაიკითხეთ, როგორ გახასიათებთ თქვენი არჩევანი:


1.ზებრა


თუ პირველად ზებრა დაინახეთ, ძალიან მხიარული და ქარიზმატული პროვნება ხართ.სპონტანურობა გახასიათებთ და ყურადღების ცენტრში ყოფნა გიყვართ.ადამიანები ადვილად მოგყვებიან, რადგან ურთიერთობების ოსტატი ხართ და ადვილად შეგიძლიათ საუბრის წარმართვა თუ ახალი ნაცნობის გაჩენა. ყველაზე უკეთ გაყიდვების სფეროში შეგიძლიათ თავის რეალიზება.თუმცა თქვენც აქტიურობას ერთი მინუსი აქვს-ადვილად გწყინდებათ. ამიტომ, თქვენ გამუდმებით ახალი შთაბეჭდილებები და შეგრძნებები გჭირდებათ. თუმცა, ცვლილებებისადმი ასეთი სიყვარული შესაძლოა ნეგატიურად აისახოს თქვენს კარიერასა და ოჯახურ ცხოვრებაზე.

image


2.ბეჰემოტი

თქვენ ჩუმი პიროვნება ხართ და ამის გამო ბევრი მორიდებულ ადამიანადაც აღგიქვამთ, მაგრამ ასე არაა. უბრალოდ, ბევრი ლაპარაკი და ყურადღების ცენტრში ყოფნა არ გიყვართ. თქვენ მოვლენებზე გვერდიდან დაკვირვებას და მათ გაანალიზებას ამჯობინებთ. დამოუკიდებელი ადამიანი ხართ და გიყვართ როდესაც თქვენს აზრს სხვებიც ეთანხმებიან.

თქვენ მიერ არჩეულ საქმიანობაში წარმატებას ხშირად აღწევთ, მაგრამ ნაცნობების ძალიან ვიწრო წრე გყავთ და თავს ხშირად გრძნობთ მარტო, თუმცა სიამაყე და სხვის თვალში ბედნიერ ადამიანად წარმოჩენის სურვილი ხელს გიშლით კმაყოფილი იყოთ ცხოვრებით.

image


3.ვარხვი

თუ პირველად ვარხვი დაინახეთ, თქვენ ნამდვილი ოპტიმისტი ხართ. თქვენს ცხოვრებაში თითქოს დარდი არაა და თქვენი ჭიქაც ნახევრად ცარიელი კი არა, ნახევრად სავსეა.დღევანდელი დღით ცხოვრობთ და ცდილობთ მიიღოთ მაქსიმალური სიამოვნება აქ და ახლა. მოგზაურობა და ხმაურიანი გართობა-თქვენი ცხოვრების იდეალია, თუმცა 40 წლის შემდეგ, შესაძლოა საშუალო ასაკის კრიზისი იწვნიოთ. ამიტომ, ან მთელი ცხოვრება ნამდვილ თავგადასავლად უნდა აქციოთ, ან ბალანსი უნდა გამონახოთ სამსახურსა და გართობას შორის. კარგია, თუ თქვენი სამსახური რისკებს და ახალ აღმოჩენებს უკავშირდება.

image


4.დათუნია

თუ ბუჩქებში დამალული დათუნიოა დაინახეთ პირველად, იმას ამჩნევთ, რასაც სხვები ვერ ხედავენ. სიმშვიდეს და მოზომილ ცხოვრებას ანიჭებთ უპირატესობას, შორს ხართ ილუზიებისგან და არ ცდილობთ იმად მოაჩვენოთ თავი სხვებს, რაც არ ხართ. გიყვართ აზრიანი წიგნები, კარგი ფილმები და წყნარი საღამოები მეგობრებთან ერთად. სხვებს უანგაროდ ეხმარებით, მგრძნობიარე ადამიანი ხართ და პასუხისმგებლობის გრძნობაც გაქვთ.

image


5.სპილო

თუ სპილო დაინახეთ პირველად-მოვალეობის გრძნობა და პასუხისმგებლობა თქვენი მთავარი ღირსებებია. თქვენი ახლობლები დარწმუნებულნი არიან, რომ თქვენი ნდობა ყოველთვის შეუძლიათ. კარგი მსმენელი ხართ, რის გამოც ადამიანები გაფასებენ. თქვენ არა მარტო ყურადღებით უსმენთ სხვებს, არამედ სასარგებლო რჩევებსაც აძლევთ.

ოჯახი და მეგობრები-თქვენი ცხოვრების პრიორიტეტებია. კარგად მაშინ ხართ, როცა ისინიც კარგად არიან.მაგრამ მათ შორის ბალანსიც უნდა დაიცვათ, რომ რომელიმე მხარე ნაწყენი არ დარჩეს.

image


6.ცხვარი

ძალიან დამოუკიდებელი და შრომისმოყვარე ადამიანი ხართ. დეტალებს ყურადღებას აქცევთ, კარგი მეხსიერება და ანალიტიკური აზროვნება გაქვთ. დავალებას ყველაზე კარგად მაშინ ართმევთ თავს, როცა მარტო მუშაობთ. საზოგადოებაში თავდაჯერებას კარგავთ და ამიტომ ქედმაღლობის ნიღაბს ირგებთ. გიყვართ გულმოდგინედ მუშაობა და ხშირად აღწევთ სიმაღლეებს.

image


7.ჟირაფი

თუ ჟირაფი დაინახეთ, თქვენ ურთიერთობების ოსტატი და კამპანიის გული ხართ. საერთო ენის გამონახვა ყველასთან შეგიძლიათ, რადგან ადამიანებს “გრძნობთ". გიყვართ ხმაურიანი და მხიარული კამპანიები, მაგრამ ამავდროულად მშვიდ და დაკვირვებულ ადამიანად რჩებით. ერთი შეხედვით, თქვენი გაბრაზება ძნელია, მაგრამ ძალიან მგრძნობიარე ადამიანი ხართ.მეგობრების მიმართ ერთგული ხართ, რასაც თქვენს ჰობიზე და სამსახურზე ვერ ვიტყვით.მათ ხშირად იცვლით.

image


8.მაიმუნი

ძალიან მხიარული და გადამდები ბედნიერებით გამორჩეული პიროვნება ხართ. მუდამ ენერგიით ხართ სავსე და სადაც არ უნდა მიხვიდეთ, ყველგან მხიარულება და სიხარული შეგაქვთ. კამპანიის გული ხართ, რადგან კარგი იუმორით გამოირჩევით. ბევრს ჰგონია, რომ ზედაპირული და თავქარიანი პიროვნება ხართ, მაგრამ სინამდვილეში თქვენ ძალიან მგრძნობიარე და დაკვირვებული ადამიანი ხართ. ზოგჯერ თქვენც გჭირდებათ შესვენების აღება და სრულ სიმარტოვეში ყოფნა.

image


9.ლომი

ლიდერად ხართ დაბადებული და დომინანტობა გიყვართ. რთული დავალება თქვენთვის არაფერია, რადგან ძალიან კარგი ლოგიკა გაქვთ და გიყვართ გამარჯვებულად ყოფნა. ადვილად შეგიძლიათ ხალხით მანიპულირება და ამ გზით მიზნის მიღწევა.

თქვენს გარშემო ყველაფერს ამჩნევთ და მათ ანალიზსაც ახდენთ. გარშემომყოფებს ჰგონიათ, რომ გადაწყვეტილებებს ადვილად იღებთ, თუმცა, სინამდვილეში თქვენი ტვინი უამრავ ვარიაციას განიხილავს.image


10.ტუკანი

ძალიან დაკვირვებული ადამიანი ხართ. თქვენი ექსტრაორდინალური შეხედულებები ცხოვრებაზე ხშირად იქცევს გარშემომყოფთა ყურადღებას. სიწყნარეს და ახლობელი ადამიანების ვიწრო წრეს ანიჭებთ უპირატესობას. დრო და დრო კი საკუთარ თავთან მარტო ყოფნაც გჭირდებათ. გიყვართ, როცა თქვენს ირგვლივ ყველაფერი თავის ადგილასაა და ადამიანები თავის საქმეს ასრულებენ, იქნებიან ესენი ოჯახის წევრები თუ კოლეგები. მიუხედავად იმისა, რომ კარგი იუმორი გაქვთ, ხმაურიან კამპანიებს ვერ იტანთ. ძალიან მომთხოვნი ხართ ადამიანების მიმართ და ხშირად ღიზიანდებით მათი არაიდეალურობის გამო.

image

11.ხვლიკი

კონსერვატორი ხართ ბუნებით, თუმცა ნებისმიერ ცხოვრებისეულ პირობებთან შეგიძლიათ მორგება. ღირებულებების თქვენი სისტემა გაქვთ და თავადაც ყველა მორალურ ნორმას იცავთ. სპონტანურად მოქმედება თქვენი სფერო არაა, რადგან დაკვირვებული და დიპლომატიური პიროვნება ხართ. შეიძლება ითქვას, რომ შრომისმოყვარე, საიმედო და ერთგული ადამიანი ხართ.

image


0
182
შეფასება არ არის
ავტორი:გემი დალანდი
გემი დალანდი
182
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0