x
მეტი
  • 25.04.2024
  • სტატია:134527
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508586
მღვდელმონაზონ შიოსთან ერთად შეიპყრეს და წამებით მოკლეს ბერები
დავით გარეჯის მონასტერი ყოველთვის ბერთა სიმრავლით და მკაცრი მოღვაწეობით გამოირჩეოდა. სოფლის ამაოებას მოშორებული მოღვაწენი აქ პოულობდნენ სულის სიმშვიდეს. წმინდა სავანეში ერთნაირი პირობებში ცხოვრობდნენ სიმდიდრეს გამოქცეული ბერები და უკიდურესი გაჭირვებით გამოსული ბერ-მონაზონნი.

image

ღირსი შიო ქართლის ერთ ერთი სოფლიდან არის, მისი მშობლები იმ მხარეში სიმდიდრით იყვნენ ცნობილები. მათ რვა შვილი, 5 ვაჟი და 3 ქალიშვილი ჰყავდათ. მშობლების გარდაცვალების შემდეგ ძმებს კამათი მოუვიდათ, და უფროსმა ძმამ მოკლა უმცროსი.

გარსევანიშვილები, რას მოგვითხრობს საბჭოთა ენციკლოპედია


image

როცა ეს ღირსმა შიომ გაიგო, მწუხარებით აღვსილმა გადაწყვიტა გასცლოდა მაცდურ წუთისოფელს. წავიდა მონასტერში და ბერად აღიკვეცა. ამ დროს გარეჯის წინამძღვარი იყო მამა ონოფრე მაჭუტაძე. რომელმაც მანამდეც რამდენჯერმე შესთავაზა დარჩენილიყო მონასტერში.

ონოფრემ სიხარულით მიიღო მიუჩინა მას ცალკე კელია და მორჩილების წესიც დაუდგინა . ნეტარი შიოს დაუღალავმა მოღვაწეობა, სიმდაბლემ და ძმების სიყვარულმა ნაყოფიც გამოიღო. მასთან ბევრი მიდიოდა რჩევის მისაღებად . ხშირად მონასტრის საქმეებსაც განაგებდა.

image

ერთხელ მონასტრის წინამძღვარი მონასტრის საქმეებზე წავიდა, ძმები და მონასტერი ნეტარ შიოს ჩააბარა. საღამოს ლეკთა მოთარეშე ბანდა დაესხათ თავს. ნეტარ შიოსთან ერთად შეიპყრეს და წამებით მოკლეს ბერები. ხმაურზე ზოგმა გაქცევა და დამალვა მოახერხა . უსჯულოები გაქცეულებსაც დაეწივნენ და ხმლებით უმოწყალოდ აჩეხეს. სისხლმა აავსო ტაძარი და კელიები, გაძარცვეს და ცეცხლს მისცეს იქაურობა.

ძალიან შეწუხდა მეფე ერეკლე და კათალიკოს პატრიარქი იოანე, წმინდა ნაწილები კი მონასტრის ეზოში დაკრძალეს.

0
109
1-ს მოსწონს
ავტორი:Teklamaisuraze
Teklamaisuraze
109
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0